27 თებერვალი - 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

26 თებერვალი 20:20, 2017 წელი

ბევრისთვის ყოველმხრივ წარმატებული კვირა იწყება. ისარგებლეთ შესაძლებლობით და დაიწყეთ იმ თამამი ჩანაფიქრების განხორციელება, რომლებიც ფინანსურ სფეროს ეხება.

ვერძი
ვერძები კვირის განმავლობაში სასიყვარულო კავშირს გაამყარებენ და თან, სამსახურეობრივ ავტორიტეტს აიმაღლებენ. მართალია, ბევრი მუშაობა მოგიწევთ და დასვენების დრო თითქმის არ გექნებათ, სამაგიეროდ, კონკრეტულ პროექტზე მუშაობას ვადაზე ადრე დაასრულებთ. ოჯახში მეორე ნახევრის დახმარებით, ნებისმიერ წვრილმან საკითხს მარტივად მოაგვარებთ. დასვენების დღეებში შესაძლოა, დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვიონ. მათი ვიზიტი გაგახარებთ, თუმცა, შაბათ-კვირა თქვენთვის უინტერესო თემებზე საუბარში ჩაივლის.


 


კურო
კუროებისთვის რეკომენდებულია, რაც შეიძლება ყურადღებით შეაფასონ თავიანთი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მდომარეობა. მცირე პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუშაობაში ხელს არ შეგიშლით, კარიერაში შესამჩნევად წინ წაიწევთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელოდებათ. თქვენი სასიყვარულო კავშირი სიმშვიდესა და ჰარმონიას შეინარჩუნებს.


 


ტყუპები 
სამსახურში დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დიდი ოპტიმიზმით არ დაიწყებს. მასზე მეტად შესაძლოა, პირადმა პროექტმა დაგაინტერესოთ, რომელსაც საქმიანი პარტნიორის მხარდაჭერით წამოიწყებთ. თუკი თქვენი პარტნიორი საპირისპირო სქესის აღმოჩნდება, თქვენ შორის დაუყონებლივ დაიწყება სასიყვარულო რომანი. თქვენი მეგობრები კი თქვენს სპონტანურ რომანსა და ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებას უარყოფითად შეაფასებენ.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს ემოციურად დატვირთული კვირა ელოდებათ. სამსახურში აუარებელი საქმე დაგატყდებათ თავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გამონახავთ დროს საკუთარი თავისთვის და ყოველდღიურ გრაფიკში სპორტულ ვარჯიშებს აუცილებლად შეიტანთ. თქვენი კარიერა მნიშვნელოვნად წინ მიიწევს, თუმცა, საკმაოდ ზომიერი ტემპით. თუკი თქვენი სამუშაო კლიენტებთან ურთიერთობას გულისხმობს, ყველაზე რთულ თანამოსაუბრეებთანაც კი მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ.




ლომი
ლომები კვირის დღეებში შეამჩნევენ, რომ გარშემომყოფები მათ განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობიან. რა თქმა უნდა, სიტუაცია მოგეწონებათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდმივად უსიამოვნების მოლოდინში იქნებით. ეს „უსიამოვნება“ საკმაოდ მალე გამოჩნდება და გაარკვევთ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, ხელმძღვანელთან უარყოფითად გახასიათებდნენ. ნუ შეგეშინდებათ, რადგან თქვენს მოწინააღმეგებს საკადრის პასუხს გასცემთ და მათ გარეშე ცხოვრებას ისწავლით.




ქალწული
ქალწულები მომდევნო კვირაში საინტერესო ღონისძიებას ეწვევიან. მართალია, საღამო დასვენების დღეებში იქნება დაგეგმილი, თუმცა, მანამდე დარჩენილ დროს საკუთარი თავის მომზადებას დაუთმობთ. თქვენი მოლოდინი სრულად გამართლდება და სასიამოვნო წვეულებაზე გატარებული დრო თქვენთვის დაუვიწყარი გახდება. სხვა სფეროებში მნიშვნელოვანი სიახლეები არ გელოდებათ, თუმცა ერთი ფაქტი, ცოტა არ იყოს, გაგაღიზიანებთ - გაწეული მუშაობისთვის პრემია, სამწუხაროდ, არ დაგერიცხებათ.




სასწორი
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში სასწორები საყვარელ ჰობის დაუბრუნდებიან. თუმცა, ეს თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობებს ხელს არ შეუშლის. დასვენების დღეებში ახალ მიზანს დაისახავთ. მნიშვნელოვანი ნივთის შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ (ავტომობილი, ავეჯი ან რამე სხვა). სურვილის რეალიზებისთვის შესაძლოა კრედიტის აღება მოგიწიოთ, ან საჭირო თანხა მეგობრებისგან ან მშობლებისგან ისესხოთ. ნუ  მიაქცევთ ფინანსურ მხარეს დიდ ყურადღებას, მთავარია, სურვილი აისრულოთ!




მორიელი
მეორე ნახევართან ურთიერთობა შესაძლოა, დაგეძაბოთ. ამ კონფლიქტის მშვიდობით დასრულების იმედი არ გექნებათ და განქორწინებაზე ფიქრს დაიწყებთ. სანამ თქვენი პირადი ცხოვრება არეულია, კარიერულ საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. ეს მნიშვნელოვნად არ დაგაზარალებთ, მაგრამ საკუთარი თავით უკმაყოფილო იქნებით და განწყობაც გაგიფუჭდებათ. დასვენების დღეებში შედარებით დამშვიდდებით და თანდათანობით პრობლემების გაქრება.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირის დღეებს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას დაუთმობენ. საკუთარი გარდერობის განახლებას გადაწყვეტთ და დიეტასაც დაიწყებთ, რათა გაზაფხულს შესანიშნავ ფორმაში შეხვდეთ. სამსახური თქვენთვის ძველებურად მნიშვნელოვანი იქნება და საკუთარ თავზე ახალ, რთულ და საპასუხიმგებლო დავალებას აიღებთ. პირადი ცხოვრება თქვენგან დიდ ყურადღებას არ მოითხოვს, თუმცა, გულგრილობა თქვენსა და თქვენს საყავრელ ადამიანს შორის გაუგებრობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.


 


თხის რქა
თხის რქებს ფინანსურ სფეროში წარმოუდგენელი წარმატება ელოდებათ. თავადაც გაგიკვირდებათ, თუ როგორი სისწრაფით იზრდება თქვენი შემოსავალი. საკუთარ თავს ძვირად შეფასებული ნივთების შეძენის უფლებას მისცემთ. თქვენს ზურგს უკან თქვენზე უსიამოვნო საუბარს დაიწყებენ, თუმცა, მოინააღმდეგეებისთვის პასუხის გაცემას არ იჩქარებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ახლობლების და ოჯახის წევრების აზრი იქნება, ხოლო დნარჩენებს სრულიად დააიგნორებთ, რაც თქვენს მტრებს კიდევ უფრო გააღიზიანებს.




მერწყული
მერწყულები ემოციური ბალანსის აღდგენას შეეცდებიან, თანაც, საკამოდ უცნაური მეთოდით - ოჯახისა და მეგობრებისგან იზოლირებით, რათა საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა ყველაფერში გარკვევა შეძლოთ. შესაძლოა, შვებულებაც აიღოთ. სიტუაციის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ და თან, იმდენად ძლიერი, რომ მოგზაურობის გადადების შესახებ ოჯახის თხოვნას არ გაითვალისწინებთ. საბოლოოდ, ნათესავებისა და მეგობრებისგან საკმაოდ შორს აღმოჩნდებით, რაც აზრების დალაგებაში და შინაგანი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.


 


თევზები
თევზები კვირის განამვლობაში გარშემომყოფების მხრიდან გამოჩენილ ყურადღებაზე უარს იტყვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველასგან განმარტოებული კუთხეში იჯდებით. უბრალოდ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს მიიღებთ, თუმცა პირადი აზრის ხმამაღლა გამოთქმას მოერიდებით, თქვენი პოზიცია გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იქნება და სიტუაცია დაიძაბება. შედეგად, ემოციურ კომფორტს დაკარგავთ და რამოდენიმე დღე ნორმალურად მუშაობას ვერ შეძლებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?