6-12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

5 მარტი 19:30, 2017 წელი

ახალ კვირას ბევრისთვის ამაღლებული განწყობა მოაქვს...

ვერძი
ვერძები ამ კვირაში მეგობრული კავშირების განახლებით დაკავდებიან. თქვენს ახლო წრეში ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა. ადამიანებს, რომლებიც არ გაინტერესებთ, ან რომელთა წესიერებაში გულწრფელად გეპარებოდათ ეჭვი, „შავ სიაში“ შეიყვანთ. ამ ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, სიმშვიდესა და ჰარმონიულობას იგრძნობთ. ფინანსურ საკითხებში სტაბილური ვითარება გელოდებათ. კარიერაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ასე რომ, დატკბით ცხოვრებით.


 


კურო
კუროებს ახალი კვირა საკმაოდ გაახარებთ. თქვენ გარშემო განვითარებულ ყველა მოვლენაში ლიდერის როლს შეასრულებთ. სწორედ თქვენ მოგიწევთ, დაგეგმოთ და წაიყვანოთ სადღესასწაულო კორპორაციული საღამო თანამშრომლებისთვის (ორგანიზატორის როლი საოჯახო დღესასწაულებზეც თქვენ დაგევალებათ). ამგვარი სასიამოვნო პროცესები კმაყოფილების გრძნობას მოგანიჭებთ. დასვენების დღეებში რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, რაც თქვენს ცხოვრებას უსასრულო პოზიტივს შემატებს.


 


ტყუპები
ტყუპები მიმდინარე საკითხებს დაფიქრებულად მიუდგებიან. მოახლოებული დღესასწაულის დაგეგმვის დროს, გადაწყვეტთ, უარი თქვათ დიდ ფულად ხარჯებზე და თქვენი ოჯახი 8 მარტს მოკრძალებულად აღნიშნავს. სამსახურში ყველა საქმეს ორ ნაწილად გაყოფთ: მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი, რაც თქვენს შრომისუნარიანობას კიდევ უფრო აამაღლებს. პირად ცხოვრებაში მოვლენები თქვენი სურვილისამებრ განვითარდება. ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობა თქვენ და თქვენს რჩეულს უამრავ დაუვიწყარ წუთს გაჩუქებთ.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები ურჩევენ, ყველა საქმე გვერდზე გადადონ და მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობაზე იფიქრონ. თუკი დაოჯახებული ხართ და მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, შეეცადეთ, თქვენს ოჯახურ ურთიერთობაში რომანტიკა და სიყვარული კვლავ დაბრუნდეს. თუკი მუდმივი მეორე ნახევარი კვლავ არ გყავთ, დასვენების დღეები სახლიდან მოშორებით გაატარეთ (ახალი რომანი მოგზაურობის დროს გეწვევათ).


 


ლომი
ამ კვირაში ლომების ემოციური მდგომარეობა პიკს მიაღწევს. თუკი პატიოსანი მეოჯახე ხართ, რომელიც არასდროს ფიქრობს ღალატზე, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ცდუნებისგან თავი შეიკავოთ. სამსახურში გაიცნობთ პიროვნებას, რომელიც თქვენს გულისცემას ააჩქარებს, ხოლო თქვენი სიმშვიდე წარსულს ჩაბარდება. მთელი ძალ-ღონით შეეცდებით, ეს გატაცება თავიდან მოიშოროთ და საბოლოოდ შეძლებთ, გაუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას.


 


ქალწული
კვირის განმავლობაში ქალწულები შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას შეინარჩუნებენ. რეგულარული ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც საკუთარი გარეგნობის კორექტირება გსურდათ, მაღალ ეფექტურობას დაგიმტკიცებთ და სულ მალე გარშემომყოფები თქვენ მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ. მოულოდნელად გაიცნობთ პიროვნებას, რომელიც თქვენთან დაახლოებას შეეცდება, თუმცა, მას ახლოს არ გაიკარებთ, რადგან მიგაჩნიათ, რომ ის სერიოზულ და სტაბილურ ურთიერთობას არ შეეფერება. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, შეეცადეთ, მას ეჭვიანობის საბაბი არ მისცეთ. 


 


სასწორი
სასწორები უამრავ ინიციატივას გამოიჩენენ როგორც სახლში, ისე სამსახურში. სწორედ თქვენი ხელით დაიწყება თქვენს პატარა ბინაში რემონტი, ხოლო ადამიანები, რომლებიც სამსახურში თქვენი მოკავშირეები არიან, თქვენი პირადი პროექტების რეალიზაციაზე დაიწყებენ მუშაობას. თქვენი ინიციატივით დაგეგმილ ყველა ღონისძიებას თქვენ წაიყვანთ, რაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. კვირის ბოლოსკენ კი იგრძნობთ, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად დავარდა და ძალები არაფერში გყოფნით. სწორედ დაღლილობა გახდება თქვენთვის ნომერ პირველი პრობლემა მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში. 


 



მორიელი
მორიელები უფროს ნათესავებს დიდ ყურადღებას დაუთმობენ. შესაძლოა, რომელიმე მათგანს ფულით დაეხმაროთ ან სახლში, კონკრეტული ღონისძიება დაუგეგმოთ. ამის პარალელურად, პირად პროექტზე მუშაობას განაგრძობთ, შედეგს კი კვირის ბოლოს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში მშვიდი დღეები გელოდებათ, მაგრამ ეს არ გაგახარებთ, პირიქით, საყვარელი ადამიანის გულგრილობა გაგაღიზიანებთ.


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს საკმაოდ დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ იმისთვის, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი ავადმყოფობა დაამარცხონ. ჯანმრთელობა სწორედ მაშინ გიმტყუნებთ, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტის ჩასაბარებლად ემზადებით ან როდესაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა განვითარდეს. საპასუხისმგებლო ღონისძიების გამოტოვების შიშით,  სრულყოფილ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებთ. თუკი თქვენს დაავადებას გულგრილად შეხვდებით, ის უფრო გამწვავდება და ამ შემთხვევაში ბიულეტენზე არა რამდენიმე დღის, არამედ რამდენიმე კვირის გატარება მოგიწევთ


 


თხის რქა
თხის რქები მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ნათელი ემოციების ნაკლებობას განიცდიან. ყოველდღიურობა საშინლად გაგაღიზიანებთ და თქვენი მთავარი ოცნება ზღვაზე გამგზავრება იქნება. ერთდროულად ვერ შეძლებთ, ყურადღება მიაქციოთ სახლს, ოჯახსა და სამსახურს. სამუშაო პროცესში კრეატიულ ნიჭს გამოიჩენთ, ხოლო პირად ცხოვრებაში საკუთარ თავს გამოავლენთ, როგორც ადამიანს მდიდარი ფანტაზიით.


 



მერწყული
მერწყულები განსაკუთრებით წარმატებულად გაუძღვებიან მოგზაურობასთან დაკავშირებულ საქმეებს, სწავლასა და ინფორმაციულ გაცვლას. სიამოვნებით დაუახლოვდებით ადამიანებს, რაც მარტოობას დაგავიწყებთ. თუკი სიყვარულის ძიებაში ხართ, მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა მოგიწევთ დავალებების შესრულების მიზნით. პირად ცხოვრებაში გაგიმართლებთ, რასაც ვერ ვიტყვით ფინანსურ სფეროზე. ამ კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უმჯობესია, გადადოთ.


 



თევზები
თევზებისთვის კარგი იქნება, თუკი კვირის განმავლობაში ხშირად დარჩებიან მარტო. ნაცვლად იმისა, რომ კოლეგებთან ან მეგობრებთან იჭორაოთ, უმჯობესია, თავისუფალი დრო შემოქმედებას ან წიგნის კითხვას დაუთმოთ. დაკავდით სპორტით და საბოლოოდ გამოემშვიდობეთ სიზარმაცეს. ერთი სიტყვით, ეს მშვიდი კვირა საკუთარი თავის განვითარების შანსს მოგცემთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მართებულად და  პროდუქტიულად ისარგებლებთ ამ შესაძლებლობით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?