19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 მარტი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელ დღეს ადრენალინის ძიებაში გაატარებთ და საღამოს, ბოლოს და ბოლოს, იპოვით. ხვალ თქვენი დევიზია „s’est la vie“. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ გარშემომყოფებს თქვენი ემოციები არ უნდა დაანახოთ.


კურო
თუ ისეთ ადგილზე აღმოჩნდებით, სადაც სურვილებს უთქვამენ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. თქვენი ქარიზმის წყალობით, ხვალ ყველაფერი კარგად გამოგივათ. შეიძლება, ცუდად აღზრდილი ადამიანის გამო, გული გეტკინოთ.


ტყუპები
ტყუპებო, ნუ მოიწყენთ. თუ დღეს რაღაც ისე არაა, როგორც გინდათ, გახსოვდეთ, რომ ეს დღე მალე გაივლის და ხვალ ახალი დღე დადგება. რთულ სიტუაციაში რჩევა ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, რომელსაც ბოლომდე ენდობით. თავში იმდენი და ისეთი აზრები გიტრიალებთ, რომ სურვილი გაქვთ, ვიღაცას გაუზიაროთ.


კირჩხიბი
თუ რაღაც არ გამოგდით, ნუ ინერვიულებთ. უბრალოდ, ამ საქმის დასრულება მომდევნო დღისთვის გადადეთ, დღეს კი რამე სხვა საქმით დაკავდით. კონკრეტულად ნურაფერს დაგეგმავთ და მთელი დღე სპონტანურად გაატარეთ. გირჩევთ, ასაკით უფროს ადამიანებს საკუთარ მოსაზრებებს თავზე ნუ მოახვევთ.


ლომი
დღევანდელი მიზანსწრაფულობა და მონდომება მალე შედეგს გამოიღებს. საღამოს რაღაც ისეთი უნდა აკეთოთ, რაც ნერვებს დაგიმშვიდებთ. გირჩევთ, რაღაც ისეთს მოჰკიდოთ ხელი, რაც თქვენს ოცნებასთან თუნდაც მცირედით, მაგრამ დაგაახლოებთ.


ქალწული
მოთმინება და შრომისუნარიანობა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ხვალ ისეთი ენერგიული იქნებით, რომ ყველა საქმე შესანიშნავად გამოგივათ. გირჩევთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავოთ, ხვალ უაზრო ფულის ხარჯვა გელით.


სასწორი
სასწორები მეგობრებს დასახმარებლად მიმართავთ, რომელიც ღირსეულად შეძლებს თქვენი მეგობრობის შეფასებას. ხვალ თქვენს ხელში ყველაფერს ცეცხლი მოეკიდება, მთავარია, ზედმეტი არ „დაგეწვათ“. ვარსკვლავები მეგობრების წრეში დასვენებას გირჩევენ.


მორიელი
მორიელები წინასწარმეტყველურ სიზმარს ნახავენ. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ღამით ნანახი სიუჟეტი. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ. მორიელებო, შეეცადეთ, ცრუ ღიმილის მიღმა მელია დაინახოთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ხვალ ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვადასხვა სიტყვებსა და დანაპირებს, შესაძლოა, ისინი ნაკლებად მართალი აღმოჩნდეს. ხვალ ცოტა ილაპარაკეთ და ბევრი იმოქმედეთ. რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც ხანძარი ან წყალდიდობა, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.


თხის რქა
სამუშაო სამომავლოდ კარგ პერსპექტივას მოგიტანთ. შეგიძლიათ, ცხოვრების დაგეგმვაზე იფიქროთ, მთავარია, ჩანაფიქრის რეალიზება შეძლოთ. თუკი რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს დღე მინიმალური გართულებებით ჩაივლის.


მერწყული
მერწყულებს მუდმივი მიზიდულობის განცდა დაეუფლებათ და თქვენს გაჩერებას ვერავინ შეძლებს. ფინანსურ საკითხებთან ხელმძღვანელთან მისვლას ვარსკვლავები არ გირჩევენ, აი, სტერეოტიპების დამსხვრევას კი ხვალ უდავოდ შეძლებთ.


თევზები
სასარგებლო რჩევების მიცემის დროს დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა, გავლენა მოახდინოთ ვინმეს ბედზე. მიეხმარეთ მეორე ნახევარს საოჯახო საქმეებში და მისგან აუცილებლად დაიმსახურებთ მადლობას. ვარსკვლავები არ გირჩევენ საღამოს საათებში სასეირნოდ წასვლას, შესაძლოა, უსიამოვნო ნაცნობობა მოგიწიოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?