14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თუ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები გაქვთ, მაგალითად, გასაუბრება გელით, იცოდეთ, რომ ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის. ეცადეთ, საჭირო ხალხთან საერთო ენა გამონახოთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. ყურადღებით იყავით ფულთან. მოსალოდნელია დანაკარგი.

კურო
დღეს ვიღაც თქვენს დახმარებას გადაწყვეტს და უარი არ უნდა უთხრათ. ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ, რადგან დღის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტ სამუშაოს შეეჭიდეთ, ვიდრე საჭირო იყო. მეორე ნახევართან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება, ამიტომ გირჩევთ, თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ კამათი ჩხუბში არ გადაიზარდოს.

ტყუპები
თუ რაღაც ექსკლუზიურს ეძებდით, დღეს აუცილებლად იპოვით. კარგი განწყობა რაღაც მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებათ. შესაძლოა, რაღაც ისეთის მოპოვების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. ასჯერ დაფიქრდით, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ.

კირჩხიბი
ხვალ გულწრფელი ღიმილით ნებისმიერ არაკეთილმოსურნეს დაძლევთ. ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. როცა საქმე ალკოჰოლს ეხება, გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ, რომ სისულელეები არ ჩაიდინოთ.

ლომი
დილას სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუღიმეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს და ბოლოს, გრძნობთ, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მზად ხართ. სანამ არ გადაგიფიქრებიათ, ამის შესახებ საყვარელ ადამიანს უნდა შეატყობინოთ. შესაძლოა, შემთხვევით ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვის ნახვასაც არასოდეს ისურვებდით.

ქალწული
თუ ამ დღეს ვიღაცამ თქვენი ცდუნება სცადა, ნუ გაჯიუტდებით, მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთ. აუცილებლად მოგეწონებათ. ქალწულებო, ალკოჰოლი პრობლემების დავიწყებაში არ დაგეხმარებათ. პირიქით, ახალ პრობლემებს შეგიქმნით. ნუ გააკეთებთ იმას, რისიც მომავალში ძალიან შეგრცხვებათ.

სასწორი
ხვალ შეგიძლიათ, ახლობელ ადამიანს მიენდოთ, ის არ მოგატყუებთ. მხოლოდ კარგი მუსიკა შეძლებს თქვენს შთაგონებას. სასწორები შესაძლოა, ცუდი ხუმრობის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მორიელი
დიდი ხანია ფიქრობთ შვილის აყვანას? იქნებ კიდევ ერთხელ წამოსწიოთ ეს თემა? ყველაფერი გამოგივათ! ნუ მისცემთ წვრილმანებს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლებას. შესაძლოა, ხვალ სახლიდან გაქცევის სურვილი გაგიჩნდეთ.

მშვილდოსანი
მერე რა, თუკი სასაცილოდ გამოიყურებით, გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის დაცინვა და თქვენი სიცილი გარშემომყოფებზე დადებითად იმოქმედებს. თუ გსურთ, საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდეთ, მაშინ შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში. ნუ აჰყვებით იდეებს, რომლებიც თავში მოგივათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათგან საჭირო შედეგი მიიღოთ.

თხის რქა
თხის რქები შესაძლოა, მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდეთ და იმდენად გაერთოთ, რომ ვერც შეამჩნიოთ, როგორ ჩაივლის დღე. ნუ დაჰპირდებით ხალხს იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. ხვალ შესაძლოა, საყვარელი ადამიანის გულწრფელი ქცევები არ შეაფასოთ, რაც მის განაწყენებას გამოიწვევს.

მერწყული
ეს დღე ბავშვებთან ურთიერთობისთვის არის განკუთვნილი. ხშირად იფიქრებთ იმაზე, რომ უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე რეალურად გაქვთ და თუკი ამაზე ფიქრს არ შეეშვებით, შესაძლოა, დეპრესიამდე მიხვიდეთ. მთელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებთ, მაგრამ იმედები სრულად არ გაგიმართლდებათ.

თევზები
უმიზეზოდ სიცილი სულელობის ნიშანია, მაგრამ თევზებმა იციან, რატომ იქნებიან ასე მხიარულად. შეეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. თევზებო, შეიკავეთ საკუთარი აგრესიულობა, რომელიც შესაძლოა, ჩხუბში გადაიზარდოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?