22-28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

21 მაისი 19:30, 2017 წელი

უახლოეს დღეებში ბევრი სირთულე თავისთავად მოგვარდება.

ვერძი
ნუ ეცდებით ვინმესთვის რამის დამტკიცებას. დარჩით ისეთი, როგორიც ხართ და ნუ მოირგებთ უხერხულ ნიღბებს, როლებს და ყველაფერს, რაც კი თქვენს თავისუფლებას შეზღუდავს. ეს რჩევა აქტუალურია ყველასთვის,  თქვენი ცხოვრების სფეროს განურჩევლად. ნუ დაუშვებთ, რომ სამსახურში კოლეგებმა რამე გიბრძანონ, ხოლო სახლში - ზედმეტად „ავტორიტეტულმა“ ნათესავებმა ჭკუა დაგარიგონ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც იძულებული ხართ, დესპოტიზმი და სიმკაცრე აპატიოთ, ეს თქვენი მუდმივი პარტნიორია, რომელსაც კვირის განმავლობაში სამსახურში პრობლემები შეექმნება, რის გამოც ის ზედმეტად ფეთქებადი იქნება.


კურო
კუროები კვირის განმავლობაში საკუთარ სინდისთან გარიგებაში იქნებიან. შემთხვევით საიდუმლოს გაიგებთ, რომელიც იმ ორგანიზაციის ფუნქციონირებას უკავშირდება, რომელშიც დასაქმებული ხართ. რა თქმა უნდა, თქვენი წესიერება გაიძულებთ, წახვიდეთ და მოუყვეთ ყველას ის, რაც თავს გადაგხდათ, თუმცა, აქვე გაგიჩნდებათ აზრი, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმით გამოემშვიდობებით იმ პოზიციას, რომელიც სამსახურში გაქვთ დაკავებული. ეს მოსაზრება შეგაჩერებთ  კომპრომატების გახმაურებისგან. ამ ინფორმაციას რამდენიმე ახლო მეგობარსა და მეორე ნახევარს გაუზიარებთ და ისინიც დაგპირდებიან, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ შეინახავენ.  


ტყუპები
ტყუპებისთვის მომდევნო კვირა საკმაოდ რუტინული იქნება. სამსახურებრივ საქმიანობაში წვრილმანი პრობლემები აღმოგაჩნდებათ, რომლის გამოც მშვიდ ძილს დაკარგავთ და სამსახურში მუშაობა გვიანობამდე მოგიწევთ. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები ამ რთულ მომენტში სრულ მხარდაჭერას გამოგიცხადებენ და სახლში ემოციური დატვირთვა არ გელოდებათ. დასვენების დღეებში კარგად დასვენების შანსი გექნებათ (უფრო ზუსტად, სიხარულით მიიღებთ საუკეთესო მეგობრის წინადადებას მისი აგარაკზე დასვენების შესახებ).


კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები ურჩევენ, არამატერიალურ საქმეებზე მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება. თუკი თქვენს ცხოვრებაში სერიოზული კონფლიქტი არსებობს, უახლოესი შვიდი დღე ოპტიმალური პერიოდია მის წარმატებით მოსაგვარებლად. თანაც, არ მოგიწევთ იმის ლოდინი, როდის გადადგამს ნაბიჯს ოპონენტი თქვენთან შესახვედრად. თავად მიიღებთ შესაბამის ზომებს და ძალიან მალე მიხვდებით, რომ მართალი იყავით. კონფლიქტი აღმოიფხვრება, დაძაბულობა მოიხსნება და მორალურ შვებას იგრძნობთ. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც შეურიგდით, მომავალში თქვენს კარიერულ წარმატებას უზრუნველყოფს.


ლომი
ლომებს მომდევნო შვიდი დღე უამრავ პოზიტიურ შფოთვას უმზადებს. გაიგებთ სიახლეებს, თუმცა, ეს სიახლეები თქვენ მხოლოდ ირიბად შეგეხებათ (დიდი ალბათობით, ეს სასიხარულო მოვლენა თქვენი მეგობრის, ნათესავის ან საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში მოხდება), მაგრამ თქვენ გეხერხებათ გულწრფელად გაგიხარდეთ სხვების სიახლეები, ამიტომ ყველა სასიამოვნო ამბავს გულთან ახლოს მიიტანთ. დასვენების დღეებში კი, ამ სენსაციური სიახლეების აღსანიშნავად გრანდიოზულ წვეულებას მოაწყობთ. ყველაფერი იდეალურად ჩაივლის და ეს დღე სტუმრებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.


ქალწული
ქალწულები მომდევნო კვირაში საკუთარ თავში მნიშვნელოვან აღმოჩენებს გააკეთებენ. პირველი, რასაც გააცნობიერებთ - არ შეიძლება ყველაფრის დაჯერება, რასაც გარშემომყოფები ამბობენ. მართალია, სანამ ეს აზრი მოგივათ, საკმაოდ დაზარალდებით. სრულიად ენდობით კომპრომატებს, რომელსაც საყვარელი ადამიანი გეტყვით, რის გამოც ხმაურიან სკანდალს მოაწყობთ და მოგვიანებით გაიგებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდით. სიტუაციას ასე თუ ისე, დაასტაბილურებთ, მაგრამ ეს მწარე გაკვეთილი ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ. კარგია, რომ კვირის განმავლობაში სხვა სამწუხარო მოვლენები არ გელოდებათ.


სასწორი
კვირის პირველ ნახევარში სასწორების ოჯახური ცხოვრება გართულდება. კამათისა და უთანხმოების საგანი ფინანსური საკითხი იქნება. უფრო კონკრეტულად კი - როგორ და სად დახარჯოთ ოჯახური ბიუჯეტი - აი, აქ მოხდება აზრთა სხვადასხვაობა. კამათის სხვა, შესაძლო თემა ეჭვიანობას უკავშირდება. ეს გრძნობა ორმხრივი იქნება, ამიტომ შეეცადეთ, თავად არ მისცეთ მეორე ნახევარს ეჭვიანობის მიზეზი. კვირის მეორე ნახევარი სამსახურებრივად აქტიური იქნება და მას ჯანმრთელობის პრობლემები დაემატება. კარგი იქნება, თუკი სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებთ. აუცილებლობის შემთხვევაში დაგისვამენ ზუსტ დიაგნოზს და დაიწყებთ ეფექტურ მკურნალობას. ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტული ცხოვრება დაიწყოთ და ხშირად ეწვიოთ ფიტნეს-კლუბს.


მორიელი
მორიელებისთვის მომდევნო შვიდი დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ვერ იქნება. კუთვნილ სამუშაო საათებს სამსახურში, ხოლო დასვენების დღეებს სახლში, დივანზე წამოწოლილი გაატარებთ. სანამ დივანზე ნებივრობთ, სენსაციური მოვლენები არ შეინიშნება. ეს შვიდდღიანი ერთფეროვნება თქვენთვის მოსაბეზრებელი სულაც არ იქნება. მხოლოდ დასვენების დღეებში ისურვებთ თქვენს ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანას და სიახლეებს სპონტანურად წამოიწყებთ. ოჯახის წევრები უარს გეტყვიან დასვენების თქვენ მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე, რაც გაგანაწყენებთ და გადაწყვეტთ, მარტო დაკავდეთ სპორტის ექსტრემალური სახეობით.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის მომდევნო კვირა რთული გამოცდილება იქნება. სამსახურში საგანგებო მდგომარეობაში მოგიწევთ მუშაობა და დასვენების საათებსაც საქმიანი პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ. ამავე პერიოდში, თქვენს ოჯახში მოხდება ინციდენტი, რომლის გადაწყვეტა უთქვენოდ ვერ მოხერხდება. სამწუხაროდ, სამსახურებრივ საქმეებს ვერ მოსწყდებით და რთული ოჯახური საკითხი თქვენი პირდაპირი ჩარევის გარეშე გადაწყდება. საბედნიეროდ, ნათესავები არ გაგინაწყენდებიან და მშვენივრად გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროფესიული რეპუტაცია. დასვენების დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარებთ.


თხის რქა
თხის რქებს მომდევნო შვიდი დღისთვის უამრავი ახალი გეგმა ექნებათ, რაც საბოლოოდ მოგცემთ საშუალებას, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, დაკავდეთ საკუთარი თავით, განაახლოთ გარდერობი და დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა. სწორედ ამ საქმეებით დაკავდებით და უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს დაივიწყებთ, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სამუშაო პრობლემებს თქვენი დირექტორის კრიტიკა შეგახსენებთ, რომელიც სამსახურიდან გაგდებით დაგემუქრებათ და თვის ბოლოს პრემიას არ დაგირიცხავთ. თქვენ, რა თქმა უნდა, პირდაპირი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდებით, მაგრამ სამსახურის შეცვლის შესახებ ფიქრები ყოველდღიურად გეწვევათ.


მერწყული
მერწყულები შეეცდებიან, დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვონ. მის გამო ძირითად სამსახურზე უარის თქმა არ მოგიწევთ, რადგანაც მათ შეთავსებას შესანიშნავად შეძლებთ. დასვენების დღეებში, ზედმეტად დაძაბული გრაფიკის გამო, საკმაოდ ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხარისხიანად დასვენებას ვერ შეძლებთ. ნაცვლად იმისა, რომ მოდუნდებით, ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას შეუდგებით, მაგალითად, როგორ გაარემონტოთ მეორე ნახევრის მშობლების სახლი, როგორ იზრუნოთ ნათესავზე და როგორ დაამუშაოთ მიწა აგარაკზე.


თევზები
თევზები მომდევნო კვირის დღეებს ღრუბლებში გაატარებენ. სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ (სავარაუდოდ, დაფიქრდებით, ვის მიანიჭოთ უპირატესობა თქვენი გულისა და ხელის თხოვნის დროს). ეს საკითხი იმდენად გაგიტაცებთ, რომ მის გამო სამსახურში ნორმალურად კონცენტრირება გაგიჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ მორალურად იმდენად დაიძაბოთ, რომ რამდენიმედღიანი შვებულებაც აიღოთ, რათა რთულ დილემას თავი გაართვათ. კვირის ბოლოსკენ მას რეალურად გაუმკლავდებით.

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?