29 მაისი - 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 მაისი 19:25, 2017 წელი

ზაფხულის პირველი კვირა განსაკუთრებული სირთულეების გარეშე ჩაივლის... 

ვერძი
ვერძებს ამ კვირაში ვარსკვლავები ურჩევენ, ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზით გაახარონ. ნუ დაიწყებთ მიზეზის ძებნას, მათ გარეშე თქვენი სიურპრიზი გაცილებით დასამახსოვრებელი იქნება. რაც შეეხება კარიერას, ამ კვირაში უმჯობესია, თავი შეიკავოთ ინიციატივებისგან. მკაცრად გააკონტროლეთ ყველაფერი, რასაც დირექტორი გეტყვით და მის ნათქვამს არცერთი ნაბიჯით არ გადაუხვიოთ. მაქსიმალურად სერიოზულად მიიღეთ ეს რჩევა, რადგან ნებისმიერი „ნერვიულობა“ საქმის შესრულების დროს უფრო მეტ პრობლემებს შეგიქმნით.

კურო
კუროებო, ნუ მიმართავთ დახმარებისთვის კოლეგებს, თუკი არ გსურთ, უსიამოვნო უარი მიიღოთ. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და  საკუთარ პროფესიონალიზმს. ეს მცირედ წარმატებას მოგიტანთ კარიერაში და მნიშვნელოვან გამარჯვებას პირად ცხოვრებაში. სხვათა შორის, თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში რამდენიმე საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. ერთ-ერთი მათგანი კი შესაძლოა, მენდელსონის მარშითაც კი დასრულდეს.

ტყუპები
ტყუპები ამ კვირაში ერთ-ერთი კაფის რეგულარული სტუმრები გახდებიან. ეს ადგილი მოგხიბლავთ, მაგნიტივით მიგიზიდავთ და ამისთვის მარტივი ახსნა გექნებათ. პირველ რიგში, დასვენება მეგობრების წრეში გაცილებით სასიამოვნო იქნება, ვიდრე დამღლელი საქმეები სამსახურში. მეორე მიზეზი - იქ შენიშნავთ ადამიანს, რომელიც თქვენს ფიქრებსა და გულს მთლიანად დაიპყრობს. მისი კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ და ამ მიზნით იქაურობის ხშირი სტუმარი გახდებით.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა მოკლე იქნება. დღეებს საინტერესო, პროფეისიული საკითხის გადაჭრაში გაატარებთ, რაც თქვენთვის უდიდესი პოზიტივის წყარო გახდება. მაღალი პროფესიონალთა წრეში მოხვდებით და მათგან ახალ უნარებს შეიძენთ. რა თქმა უნდა, მათაც თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ. დასვენების დღეებში, ოჯახთან ერთად, რომელიღაც მნიშვნელოვან თარიღს ერთობლივად აღნიშნავთ.

ლომი
კვირის განმავლობაში არ ღირს მოვლენების ხელოვნურად განვითარება. ის, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება, გსურთ ეს თქვენ, თუ არა. მომდევნო 7 დღე შეგიძლიათ, სულიერი მდგომარეობის ამაღლებას დაუთმოთ, რაშიც ლიტერატურა და ხალხთან ურთიერთობა დაგეხმარებათ.  როგორც კი სამყაროს იმედის თვალით შეხედავთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. საუბარია ისეთ ცვლილებებზე, რომლებსაც ვერ დაინახავთ, მაგრამ იგრძნობთ.

ქალწული
ქალწულებისთვის უსასრულო შეხვედრებისა და მოგზაურობის კვირა იქნება. გზაში ბევრ დროს გაატარებთ და თუკი შესაძლებლობა გექნებათ, სატრანსპრტო საშუალების მართვა სანდო ადამიანს გადაეცით. ამით თავიდან აიცილებთ ძლიერ სტრესს, რომელმაც შესაძლოა, კვირის ბოლო დღეებში იჩინოს თავი. სხვათა შორის, დასვენების დღეებს საკუთარ „რკინის ცხენზე“ გაატარებთ, რათა ქალაქში კონკრეტული ნივთი იპოვოთ. ამ ძიებას ინტერნეტი გაგიმარტივებთ, მაგრამ თქვენთვის ადვილი არ იქნება ამაში მეორე ნახევარი დაარწმუნოთ.

სასწორი
სასწორები გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერას იგრძნობენ, რომელიც ურთიერთობის პირველივე წუთებიდან დაგპირდებათ, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თქვენმა კარიერამ უმოკლეს დროში პიკს მიაღწიოს. თუმცა, ამის სანაცვლოდ მოგიწევთ, თქვენი მრავლისშემძლე მფარველის მარიონეტი  გახდეთ. თქვენთან ურთიერთობაში მას ინტიმური მიზნები არ ექნება, მას მხოლოდ იმისთვის დასჭირდებით, რომ თავისი დასვენების დღეები უფრო ნათელი და საინტერესო გახადოს (უნდა მიიღოთ ისეთი სახე, თითქოს ამ უცნაური ადამიანის ჰობის სრულიად იზიარებთ).

მორიელი
პროფესიულ საქმეებში დიდი ნერვიულობა გელოდებათ. ახალი თანამშრომელთან ღია კონფლიქტს დაიწყებთ და თქვენს ცხელ კამათსა სხვა კოლეგებიც ცნობისმოყვარეობით მიადევნებენ თვალს. რა თქმა უნდა, თუ ჩხუბზე დიდ დროს დაკარგავთ და ნერვებს დროზე არ მოთოკავთ, სამსახურში წარმატებას ვერ მიაღწევთ და თქვენი ახალი კოლეგის შრომის შედეგი გაცილებით მრავლისმომცემი იქნება.

მშვილდოსანი
ეს კვირა ზომიერ ტემპში გაატარეთ. ორშაბათსვე იგრძნობთ, რომ საქმის კეთებაში სისუსტე გიშლით ხელს. შუა კვირაში შეიძლება, ექიმის დახმარებაც დაგჭირდეთ. სისუსტე ფსიქოლოგიურ დაავადებაში გადაიზრდება და მის დამარცხებას სპეციალისტის გარეშე ვერ შეძლებთ. მთელი კვირის განმავლობაში გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ყურადღებით გააანალიზეთ ყოველი სიგნალი, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გასცემს.

თხის რქა
თხის რქებო, თუკი წარსულში რამე გრანდიოზული მიზანი დაისახეთ (გახდომა, მავნე ჩვევისგან გათავისუფლება, სპორტისადმი მიდრეკილება), წუთითაც არ უნდა გადაუხვიოთ აღებული კურსიდან. მოიმარჯვეთ ძალები, განეწყვეთ პოზიტიურად და წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ  ჩანაფიქრს მიაღწევთ.

მერწყული
ტექნიკური პრობლემების გამო სამსახურეობრივ საქმეებს ბოლომდე ვერ მიიყვანთ და ყველაზე მეტად იმ მომენტის გაცნობიერება გაგიჭირდებათ, რომ რომელიღაც კოლეგამ „გადაგაგდოთ“ (მას გაუმართლებს და ის აბსოლუტურად გამართულ მოწყობილობაზე განაგრძობს მუშაობას). სამსახურის ნერვიულობას იმ წუთიდან დაივიწყებთ, როგორც კი საკუთარი სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ. თქვენი ოჯახი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტრესი მოგეხსნათ და ხარისხიანად დაისვენოთ.

თევზები
მომდევნო შვიდი დღე ნაკლებად დასამახსოვრებელი იქნება. ყოველდღიურობა გაგაღიზიანებთ, რადგან შენობაში ჯდომაზე მეტად პიკნიკზე, სანაპიროზე ან საღამოებზე წასვლა დაგაინტერესებთ. სამწუხაროდ, კარგ დასვენებას ნაკლებ დროს დაუთმობთ, ვიდრე გსურთ. სამსახურის შემდეგ წვეულებასა და სანაპიროზე წასვლის ნაცვლად, ნათესავთან სტუმრობა მოგიწევთ, რომელსაც თხოვნაზე უარს, უბრალოდ, ვერ ეტყვით და მას რთული საკითხის გადაჭრაშიც დაეხმარებით.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?