17-23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 ივლისი 19:30, 2017 წელი

ამ კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე ყოფითი პრობლემები წამოიწევს... 

ვერძი
ქალ ვერძებს კვირის განმავლობაში ვარსკვლავები არ ურჩევენ უცნობ ადამიანებთან ფლირტის გაბმას. იმ შემთხვევაშიც, თუკი რომელიმე მათგანისგან კომპლიმენტს გაიგონებთ, ნუ მიიტანთ ამ სიტყვებს გულთან ახლოს. შესაძლოა, ნამდვილი მაგნიტი აღმოჩნდეთ ალფონსებისთვის. მათგან თავის დასაცავად მოერიდეთ ნებისმიერი სახის ნაცნობობას (რა თქმა უნდა, თუკი საკუთრი თავი გუყვართ).
დანარჩენ სფეროებში სიმშვიდე გექნებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მშვენიერი პერიოდი გიდგათ იმისთვის, რომ საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზება მოახდინოთ.


კურო
კუროებს დიდი ხნის იდეის განხორციელების სურვილი გაუჩნდებათ. გარშემომყოფების გასაკვირად, თქვენ რეალურად შეძლებთ ამ გეგმის შესრულებას, რომლის მთავარი მოქმედი პირები ნათესავები და მეგობრები იქნებიან. საკმაოდ აქტიურად შეძლებთ მათ მოზიდვას საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის და ორიოდე მათგანი თუ შეძლებს თქვენთვის უარის თქმას. გამოდის, რომ თქვენს წარმატებას კოლექტიური ფორმა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მადლობა უნდა გადაუხადოთ ყველას, ვინც თქვენს პროექტში მონაწილეობდა.


ტყუპები
ტყუპებს კვირის განმავლობაში რომელიღაც მნიშვნელოვანი მოვლენის გამოტოვება მოუწევთ.
სახლისა და სამსახურის საქმეების გაკონტროლებას იდეალურად შეძლებთ.
რამდენიმე ხნის წინ დაწყებულ პირად პროექტზე მუშაობას ამ კვირაში გააგრძელებთ, ოღონდ ამჯერად ფორსირების გარეშე, ზომიერ ტემპში. არ გსურთ, ხელოვნურად დააჩქაროთ იმ მიზნის მიღწევა, რომელზეც მრავალი წელია ოცნებობთ.
ასეთივე აუჩქარებელ მიდგომას აირჩევთ პირად ცხოვრებაში, რომელიც, ასევე ხმაურისა და შფოთვის გარეშე განვითარდება.


კირჩხიბი
კირჩხიბები მომდევნო კვირაში ძვირფას საჩუქარს მიიღებენ. თქვენი ნათესავებიდან ერთ-ერთი თავის პრესტიჟულ ავტომობილს გაჩუქებთ, რადგან გადაწყვეტს, რომ თავისთვის უფრო მოდური მანქანა შეიძინოს. ასეა თუ ისე, სიხარულისთვის მიზეზი მოგეცემათ, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ეს აღფრთოვანება ნორმალურად მუშაობაში ხელს შეგიშლით.
სანამ სამუშაოსთვის საჭირო ენთუზიაზმი არ გაქვთ, დაწინაურებას არ უნდა დაელოდოთ (მით უმეტეს, რომ სავარძელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, სხვა თანამშრომელს გადაეცემა).


ლომი
ლომებს არ ურჩევენ ვარსკვლავები პრობლემებთან მარტო გამკლავებას. სთხოვეთ ნათესავებს, მეგობრებს ან კოლეგებს, მიიღონ მონაწილეობა თქვენს ბედში. არ იფიქროთ, რომ დახმარების თხოვნა თქვენს სისუსტეს ან არაკომპეტენტურობას გამოავლენს. ახლა არა თქვენს რეპუტაციაზე, არამედ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქროთ (უფრო სწორად იმაზე, როგორ მოაგვაროთ ისინი რაც შეიძლება მოკლე ვადაში).
პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ ადამიანი, რომელთანაც არცთუ ისე დიდი ხანია მეგობრობთ.


ქალწული
ქალწულებს უნიკალური შანსი მიეცემათ იმისთვის, რომ საჯაროდ მოახდინონ საკუთარი სიხარულის დემონსტრირება. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
თუკი მხოლოდ გამდიდრებასა და ავტორიტეტის მოპოვებზე ოცნებობთ, ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მოკრძალებული იყოთ. თამამად იმოძრავეთ რეალური მიზნისკენ და წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.
ამასთანავე, არ უნდა დაგავიწყდეთ პირადი ცხოვრებაც. ადამიანი, რომელთანაც სულ ახლახან დაიწყეთ რომანი, გაგინაწყენდებათ, თუკი გამდიდრებასა და კარიერაზე ფიქრში მის მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენა დაგავიწყდებათ. შედეგად თქვენი რომანი არ შედგება.


სასწორი
სასწორებს მთელი კვირა ერთ დიდ დღედ მოეჩვენებათ, რომელიც სავსე იქნება რუტინითა და დაღლილობით. სამსახურში უამრავი საქმე გამოგიჩნდებათ, რომლებზეც მუშაობა საღამოობითაც და დასვენების დღეებშიც კი მოგიწევთ.
ამავე დროს, თქვენი ოჯახიც თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს (შესაძლოა, თქვენი ოჯახის უფროსი წევრი ავად გახდეს).
გადაღლილობისგან ყვირილის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ამ ემოციებს მარტივად მოერევით, რათა შემდგომშიც შეძლოთ საკუთარ თავზე მრავალრიცხოვანი საქმის აღება.


მორიელი
მორიელები საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დადგებიან. რამდენიმე დღე დაგჭირდებათ იმის გადასაწყვეტად, დარჩეთ ძველ სამსახურში თუ მიიღოთ ნაცნობის შეთავაზება. საქმე, რომელსაც ის გთავაზობთ, ნამდვილად პერსპექტიულად მოგეჩვენებათ. ამ საკითხში მხოლოდ ერთი „მაგრამ“ არის - პოტენციური რისკი, რომლის წინაშე შესაძლოა, ნებისმიერი თანამშრომელი აღმოჩნდეს. საბოლოოდ, შეეცდებით, ორივე სამსახური შეითავსოთ. დღის საათებში პროფესიონალიზმს სამსახურში გამოავლენთ, ხოლო საღამოობით ახალ საქმიანობას შეუდგებით.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები შეეცდებიან, ყველაზე ბანალურ მოვლენებშიც კი მოძებნონ ფარული აზრი. თქვენი მუდმივი პარტნიორი ვახშამზე დააგვიანებს და ეს უმნიშვნელო ინციდენტი უცნაურად მოგეჩვენებათ. მას კუდში დევნას დაუწყებთ, რადგან მის ფარულ რომანზე ეჭვი გაგიჩნდებათ.
საბედნიეროდ, თქვენი შიში სრულიად უმიზეზო აღმოჩნდება. დარწმუნდებით, რომ პარტნიორი არ გღალატობდათ და ამასთანავე, მას ძალიან გაანაწყენებს თქვენი უნდობლობა.
თქვენი წყვილის ურთიერთობაში საკმაოდ რთული ეტაპი დაიწყება, რომლის მოგვარებაშიც მოგზაურობა დაგეხმარებათ.


თხის რქა
კვირის განმავლობაში თხის რქების შარმსა და მომხიბვლელობას ბევრი ვერ გაუძლებს.
თუკი თქვენს კარიერაში კითხვის ნიშანი დგას, რომელზეც დამოუკიდებლად ცდილობდით პასუხის გაცემას, ახლა მის მოგვარებაში მეგობრები და კოლეგები დაგეხმარებიან და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი თქვენს დახმარებას თქვენთან დასაახლოებლად ცდილობენ.
თუკი უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობაში, რადგან რომელიღაც მათგანი თქვენს მკაცრ უარზე განაწყენდება და სამაგიეროს გადასახდელად თქვენზე ბინძურ ჭორებს ააგორებს.


მერწყული
მერწყულები მომდევნო კვირაში მოუწესრიგებელი და მლიქვნელ ადამიანებს უნდა ერიდონ. ასეთი გამოდგება თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც სამსახურში თქვენი ნდობით ისარგებლებს, რათა საკუთარი მიზნის რეალიზება მოახდინოს ან თუნდაც, უზომო ამბიციები დაიკმაყოფილოს.
პირად საკითხებშიც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, შესაძლოა, მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯერ თქვენ დაგიახლოვდეთ, ხოლო თქვენგან - თქვენს მეორე ნახევარს. მოიშორეთ ასეთი მატყუარა მეგობრები, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას წარსულში ენდობოდით. ამგვარი „მეგობრობა“ კარგს არაფერს მოგიტანთ.


თევზები
თევზებისთვის მომდევნო კვირა შფოთვითა და ნერვიულობით იქნება სავსე. პრობლემების ნაწილი თქვენს კარიერას უკავშირდება - შესაძლოა, მოულოდნელად ხელმძღვანელობა შეგეცვალოთ. ნუ ჩავარდებით პანიკაში. თუკი ახალ ბოსს საკმაოდ მეგობრულად მიიღებთ, ყველა შანსი გაქვთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით გაუგოთ ერთმანეთს. თქვენ ერთადერთი რამ მოგეთხოვებათ - მუხლჩაუხრელი შრომა, რაც ახალი დირექტორის ხასიათის შეცნობაშიც დაგეხმარებათ. შესაძლოა, ეს ადამიანი საკმაოდ  გულწრფელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ხშირად გააბით მასთან დიალოიე (მაგალითად, სთხოვეთ, მოგიყვეთ თავისი საყვარელი ჰობის შესახებ).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?