21-27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

20 აგვისტო 19:35, 2017 წელი

მთელ კვირას დაძაბული ემოციური ფონი გასდევს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს გეგმებს. ყველაზე მეტად ურთიერთობის სფერო დაზარალდება. ფინანსურ საკითხებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 

ვერძი
კვირის განმავლობაში ვერძები ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო ემოციებს მიიღებენ. ოჯახის წევრი გესტუმრებათ და ძვირად ღირებულ საჩუქარს მოგართმევთ, ან დიდ თანხას გაჩუქებთ. ეს ფული გონივრულად მოიხმარეთ: შეიძინეთ სასარგებლო ნივთები, რომლებიც ყოველდღიურობაში გჭირდებათ. პირად საკითხებშიც ბევრი სასიამოვნო წუთი გელოდებათ. თუკი მარტოხელა ხართ, ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ. ეს ადამიანი მიგახვედრებთ, რომ თქვენ დიდ ბედნიერებას იმსახურებთ.
 


კურო
კუროებს კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ. სიტყვა „დასვენებას“ იშვიათად გაიხსენებენ. კვირის ბოლოს თავს გამოწურული ლიმონივით იგრძნობთ. ენერგიის აღსადგენად ვარსკვლავები გირჩევენ, დასვენების დღეები პასიურად გაატაროთ. მაქსიმალურად მოადუნეთ ორგანიზმი, გაისეირნეთ სანაპიროზე, წაიკითხეთ წიგნები ან შეუთავსეთ ორივე საქმე ერთმანეთს. თქვენი მუდმივი პარტნიორი ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. დასვენების დღეებში ის თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს: საწოლში ცხელ ყავასა და სხვადასხვა გემრიელობებს მოგართმევთ.


ტყუპები
ტყუპები სერიოზულად დაფიქრდებიან ცოლქმრულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. შესაძლოა, მოგბეზრდეთ მუდმივად მეორეხარისხოვან როლში ყოფნა და თქვენი მეორე ნახევრის კაპრიზების უთქმელად შესრულება. ამგვარი სიტუაციის ატანა გაგიჭირდებათ და „ბუნტს“ მოაწყობთ, რომელიც, სამწუხაროდ, კარგად არ დასრულდება. თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი მხოლოდ დასვენების დღეებში შეძლებთ ერთმანეთთან საუბარს, თუმცა ეს საუბარი მაინც ვერ წარიმართება ისე, როგორც თქვენ გაწყობთ. თქვენი მეორე ნახევრის ყველა სიტყვას შეეწინააღმდეგებით.


კირჩხიბი
კირჩხიბები მომდევნო კვირაში პირად „ელდორადოს“ აღმოაჩენენ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ რომელიღაც უჩვეულო პროექტი, რომელზეც მუშაობთ, თავისთავად განხორციელდეს. რამდენიმე დღეში თქვენი თამამი წამოწყება რეალურ თანხას მოგიტანთ. როგორც კი მეგობრები ამ სიახლეს შენიშნავენ, შემოერთების სურვილს გამოთქვამენ. თუმცა თქვენგან დელიკატურ უარს მიიღებენ, რაც მათ სერიოზულად გაანაწყენებთ. გამოდის, ბიზნესსაქმიანობა რამდენიმე მეგობარს დაგაკარგვინებთ. ამ მომენტს სერიოზულად არ შეხედავთ, რადგან თავისუფალ დროსაც კი თქვენს ფიქრებს მხოლოდ ბიზნესს მიუძღვნით.


ლომი
ამ კვირაში შესანიშნავი შანსი გაგიჩნდებათ საკუთარი ბუნებრივი ნიჭის გამოსახატავად. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! თუკი ბუნებით მორიდებული საჯაროობისთვის ჯერ მზად არ ხართ, არავინ მოითხოვს თქვენგან დიდებას. თუმცა, თუკი უკვე გაქვთ კონკრეტული პროექტი და გსურთ, ამის შესახებ მაქსიმალურად დიდმა აუდიტორიამ გაიგოს, თამამად იმოქმედეთ! ნუ იფიქრებთ მხოლოდ პირად ცხოვრებაზე. უახლოეს დღეებში ამ ასპექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელოდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, დინებას მიჰყვეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა მეორე ნახევარს მიანდოთ.  


ქალწული
ქალწულებო, შესაძლოა, მომდევნო კვირაში თანამდებობის პირი გაიცნოთ. დიდი ალბათობით, ეს მნიშვნელოვან პროექტზე ერთობლივი  მუშაობის დროს მოხდება. კიდევ ცოტა მოგვიანებით, როდესაც ეს ადამიანი კარგად გაგიცნობთ, დამეგობრდებით. დააფასეთ ის, როგორც ახალი მეგობარი, რომელიც ერთი სატელეფონო ზარით თქვენს კარიერას მნიშვნელოვნად შეცვლის, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. პირად საკითხებში სენსაციური არაფერი შეინიშნება. ერთადერთი, შესაძლოა, თქვენმა შეყვარებულმა თქვენს ახალ მეგობარზე იეჭვიანოს.


სასწორი
სასწორებისთვის მომდევნო კვირა სრულყოფილად წარმატებული არ აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ. თქვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ის საქმე უნდა იყოს, რომელსაც მხოლოდ პერიოდულად იხსენებთ. სცადეთ და დაასრულეთ ყველა მიტოვებული საქმე სამუშაო დღეებში, დაალაგეთ სახლი საფუძვლიანად და სუფთა კედლებში ისაუბრეთ თქვენს მუდმივ პარტნიორთან. თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი რომანი საფრთხის წინაშე დგას, იფიქრეთ, როგორ გადაიტანოთ ეს პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად და უმტკივნეულოდ.
 


მორიელი
მომდევნო კვირა მორიელებს შესაძლებლობას მისცემთ, ცხოვრებას ახლებურად შეხედონ. თქვენი მენტალიტეტი კარდინალურად შეიცვლება და განთქმული მომხმარებლიდან მოულოდნელად იმ პიროვნებად გადაიქცევით, რომელიც მატერიალურ ღირებულებებზე ნაკლებად ფიქრობს. გამორიცხული არ არის, ყურადღება სულიერებაზე გაამახვილოთ. მოინახულებთ მონასტრებს და გაეცნობით რელიგიურ ლიტერატურას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაამდიდრებს თქვენს შინაგან სამყაროს და ამასთანავე, თქვენი ბიზნესის ან კარიერის განვითარებას ოდნავ შეაფერხებს. თუმცა, ფინანსები თქვენთვის ძველებურად საინტერესო არ იქნება, ამიტომ გამდიდრების შანსს ხელიდან გაუშვებთ.
 
მშვილდოსანი
ვარსკვლავები მშვილდოსნებს ურჩევენ, მთელი კვირა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ და სასარგებლო ჩვევები შეიძინონ. თუკი უახლოეს დღეებში უზრუნველი დასვენებიდან ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ გადაიხრებით, სასიამოვნო ცვლილებებს მალევე შენიშნავთ. პირად ცხოვრებაში, პირიქით, ცვლილებებზე ფიქრიც კი საშიშია, არათუ განხორციელება. თქვენ და თქვენი მუდმივი პარტნიორი ამისთვის მზად არ ხართ. უმჯობესია, თქვენი ცხოვრების თანამგზავრი დაარწმუნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოიყვანეთ საკუთარი თავი მაგალითად. შესაძლოა, მან თქვენთან შემოერთების სურვილი გამოთქვას ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში.


თხის რქა
თხის რქები მომდევნო კვირაში უფრო თეორიისკენ გადაიხრებიან, ვიდრე პრაქტიკისკენ. სამსახურში საკუთარ შრომას ისე გადაანაწილებთ, რომ მთელი რუტინა თქვენს თანამშრომლებს დააწვებათ, ვიდრე თქვენ. დირექტორი თქვენთან ურთიერთობაში დათმობაზე წავა, რადგან შეძლებთ მის დარწმუნებას, რომ ამ მომენტში გრანდიოზული აღმოჩენების ზღვარზე დგახართ. ნამდვილად მოგივათ თავში გენიალური იდეა. მას ბოლომდე მიიყვანთ და ხელმძღვანელობას გააკვირვებთ. რის შემდეგაც უამრავ შექებას, კომპლიმენტსა და საკმაოდ სოლიდურ პრემიას დაიმსახურებთ.


მერწყული
მერწყულებს საკმაოდ წარმატებული კვირა ელოდებათ. შემოსავალს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ, რის შემდეგაც თავისუფალი დროც გამოგიჩნდებათ დაუვიწყარი დასვენებისთვის. სხვათა შორის, თქვენი უიქენდი ნამდვილად არაორდინარულად და ბრწყინვალედ ჩაივლის. ოჯახი გადაწყვეტს, ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულოთ ან ეგზოტიკურ ქვეყნებში გაემგზავროთ. კიდევ ერთი დიდი პოზიტივი მეორე ნახევრისგან გელოდებათ. როგორც კი სახლში საყვარელ ადამიანთან ერთად მარტო დარჩებით, ახლებურად შეხედავთ ერთმანეთს და ვნება ახალი ძალებით „ადუღდება“.


თევზები
თევზებო, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე კოლეგებთან ურთიერთობის დროს. თქვენი თანამშრომელი გადაწყვეტს, მახე დაგიგოთ, თანაც საკმაოდ მზაკვრული გზით, რაც თქვენთვის სახიფათო აღმოჩნდება. იმისთვის, რომ უმუშევართა რიცხვს არ მიემატოთ, ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში, რომელთაც თქვენი თანამშრომლები დაგეგმავენ და ძალიან ფრთხილად გამოთქვით საკუთარი მოსაზრება ხელმძღვანელობის შესახებ. გულწრფელობა მხოლოდ ახლობელი ადამიანებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გამოიჩინეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?