16-22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

15 ოქტომბერი 19:35, 2017 წელი

ზოგიერთი ნიშნისთვის წინ საკმაოდ წარმატებული კვირაა...

ვერძი
რთული სამუშაოს გამო მთელი კვირა დატვირთული გექნებათ. თქვენ იმ ადამიანი საქმეს გადმოგაბარებენ, ვისაც მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლებენ. რთული სათქმელია, თუ რატომ აგირჩიეს მაინცდამაინც თქვენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აშკარად არ გაგახარებთ. 


კურო
ახალ კოლეგასთან ურთიერთობა დაგღლით. ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობა გევალებათ, თავისი მზრუნველობით თავს მოგაბეზრებთ. თქვენ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი, დიდხანს მოუთმენთ, თუმცა მისი ყალბი საქციელი მაინც მოგბეზრდებათ და აფეთქდებით. ეს ხელმძღვანელობას არ მოეწონება, თუმცა იმ ადამიანისგან საბოლოოდ გათავისუფლდებით. სხვა უსიამოვნებები კვირის განმავლობაში არ გელოდებათ, თუ არ ჩავთვლით მეორე ნახევართან მცირე კამათს.


ტყუპები
ტყუპებისთვის მომდევნო კვირა აშკარად ტრიუმფალური აღმოჩნდება. სამსახურებრივ საქმეებში დიდი წარმატება გელოდებათ. ასევე, არანაკლები წარმატება გელოდებათ პირად ცხოვრებაში. ადამიანი, ვის მიმართ დიდიხანია სიმპათია გაქვთ, ყურადღებას მოგაქცევთ. მოგვიანებით კი გადაწყვეტს, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. თუკი მუდმივი პარტნიორი უკვე გყავთ, უახლოეს დღეებში თქვენი წყვილი უფრო რომანტიკულ ეტაპზე გადავა. კამათისთვის დრო თითქმის არ დაგჩებათ.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მომდევნო კვირა საკუთარ შეცდომებზე მუშაობას დაუთმოთ. დაფიქრდით, კონკრეტულად რა გირღვევთ სულიერ სიმშვიდეს. შესაძლოა, ამ საქმეში მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ და საკითხი დამოუკიდებლად მოაგვაროთ.


ლომი
ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას. თქვენ არ ხართ მექანიზმი, რომელიც კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. თუკი საკუთარ თავს დასვენების საშუალებას არ მისცემთ, ეს ცუდად დასრულდება. სამუშაო დღეებში პერიოდულად დაისვენეთ. ჩამოწერეთ საქმეები, რომლებიც ყველაზე აუცილებელია. სხვა დანარჩენი კი გვერდზე გადადეთ.


ქალწული
მომდევნო კვირაში იმ ნივთს შეიძენთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეს შენაძენი თქვენს საოჯახო ბიუჯეტს დიდად არ დააზარალებს და თანხა იმისთვისაც გეყოფათ, რომ კვირის ბოლოს ხმაურიანი წვეულება მოაწყოთ მეგობრებისთვის. საყვარელი ადამიანი ძალიან გაგახარებთ - სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს სასიამოვნო საჩუქრით გაგაკვირვებთ.


სასწორი
კვირის განმავლობაში რომანტიკული და მეოცნებე იქნებით. თავს რომელიმე ლამაზი ფილმის გმირად წარმოიდგენთ, რომელიც ბედნიერ სიყვარულსა და ლირიკულ ურთიერთობებზე ოცნებობს. დასვენების დღეებში ვარდისფერ სათვალეს მოიხსნით და დაინახავთ, რომ თქვენი პარტნიორი არცთუ ისეთი იდეალურია, როგორც გეჩვენებოდათ, თუმცა მის გვერდით მაინც დარჩებით. ეს რომანი იმდენად მოგნუსხავთ, რომ სამსახურზეც უარს იტყვით, რაც უმუშევრად დარჩენის საფრთხეს შეგიქმნით.


მორიელი
მორიელებისთვის მთავარი პრობლემა შესაფერისი მოსაუბრის მოძებნა იქნება. საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა გაგიჩნდებათ, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო ვერც კონსერვატიულ მეგობრებს გაუმხელთ და ვერც დასაქმებულ ნათესავებს. ამიტომ, თქვენს იდეას ახალ კოლეგას გაუმხელთ და არ ინანებთ. ის  თქვენს გენიალურ პროექტს მოიწონებს და დახმარებაზე დაგთანხმდებათ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირის განმავლობაში ყველა იმ გადაუჭრელ პრობლემას მოაგვარებენ, რომლებიც ბოლო დროს დაუგროვდათ. საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი გექნებათ, რის შემდეგაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენი რომანი კიდევ უფრო გამყარდება. ეს სიყვარული სამსახურის საქმეებში ხელს არ შეგიშლით. სამსახურიდან სახლში ფრთებშესხმული დაბრუნდებით, რადგან იქ გელოდებათ ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად გიყვართ, ვიდრე ოდესმე გყვარებიათ.


თხის რქა
ცხოვრების ყველა სფეროში გასაოცარ კონსერვატიულობას გამოავლენთ. შეეცდებით, თქვენი ყოველდღური ყოფა შეინარჩუნოთ და ცვლილებები არ შეიტანოთ. საყვარელ ადამიანს უარს ეტყვით ინტერიერის შეცვლაზე. თუმცა, ბოლოს მაინც გააცნობიერებთ, რომ გსურთ თუ არა, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში მაინც მოხდება.


მერწყული
საკუთარ თავს რომელიმე წარმატებულ მეგობარს შეადარებთ და აღმოაჩენთ, რომ თქვენი თავით უკმაყოფილო ხართ. თვითკრიტიკული განწყობა სამსახურშიც და სასიყვარულო ურთიერთობებშიც ხელს შეგიშლით. თუკი ნამდვილად არ გსურთ აუტსაიდერი გახდეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს დეპრესიაში. უმჯობესია, აქტიურად იმოქმედოთ და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


თევზები
ამ შვიდი დღის მანძილზე რამდენიმე მიზეზი გექნებათ იმისთვის, რომ აღფრთოვანდეთ. თქვენ ძალიან საინტერესო ადამიანი გულს შემოგთავაზებთ. თუკი მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტთ,  გამოიჩინეთ სითამამე და მოიშორეთ ყველა საეჭვო თაყვანისმცემელი.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?