30 ოქტომბერი-5 ნოემბრის კვირის ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი

31 ოქტომბერი 14:30, 2017 წელი

მომდევნო კვირა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში მშვიდად ჩაივლის. ისარგებლეთ ამ ეტაპით, რათა დაღლილობისა და დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ. 

ვერძი
კვირის განმავლობაში არაერთ პროვოკაციას მოგიწყობენ. ერთ-ერთი ახალი თანამშრომელი იქნება, ადამიანი, რომელიც არ მალავს, რომ თქვენი პოზიციის დაკავება სურს. სახლში მუდმივი კონფლიქტი გექნებათ ოჯახის უფროს წევრთან, რომელიც შეეცდება, თქვენი ავტორიტეტი შელახოს და ლიდერის ფუნქცია ჩამოგართვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ და ინტრიგებს არ აჰყვეთ. დატოვეთ ისინი მარტო თავიანთ ნეგატივთან და უპასუხეთ ღიმილით ყველა აგრესიულ გამოსვლას.


კურო
საკმაოდ ქაოსული კვირა გელოდებათ. პერსპექტიულ პროექტზე მუშაობის დასრულებას ეცდებით, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებული იქნებით, ხელმძღვანელობის დავალებები შეასრულოთ. ეს თქვენს ტრიუმფს გარკვეული დროით გადადებს, მაგრამ ბოსის სურვილების წინააღმდეგ წასვლა არ ღირს. მოიკრიბეთ მოთმინება და განაგრძეთ მუშაობა. ოჯახისგან მხარდაჭერასა და მორალურ დახმარებას მიიღებთ, რისი წყალობითაც ემოციურ ბალანსს შეინარჩუნებთ.


ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. სარფიანი კონტრაქტის ხელმოწერას ორი ნაბიჯი გაშორებთ. განაგრძეთ მუშაობა და არ მოცდეთ წვრილმან პრობლემებზე. ყველაფერი, რაც უახლოეს დღეებში მოხდება თქვენს სახლში, უმჯობესია, ოჯახის უფროსმა წევრმა გადაწყვიტოს. აუხსენით მათ, რომ წვრილმანი დაზიანებების, კომუნალური გადასახადებისა და მსგავსი საქმეების შესრულება მათ მოუწევთ, რადგან საკუთარ პოტენციალს პროდუქტიული მუშაობისთვის იზოგავთ.


კირჩხიბი
ეს კვირა თქვენთვის მშვიდი და უბრალო იქნება. სამსახურთან დაკავშირებით მნიშვნელოვან მიზანს დაისახავთ და მის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას დაიწყებთ. თუ საკუთარ პოტენციალს გონივრულად გადაანაწილებთ, დასვენებასაც შეძლებთ და ორგანიზაციის მიმართაც დიდ პასუხისმგებლობას გამოიჩენთ. კვირის განმავლობაში ოჯახთან დიდ დროს გაატარებთ, რაც თქვენი სახლის ატმოსფეროზე დადებითად აისახება. თუმცა, ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავსაც, მიმართეთ პირად კოსმეტოლოგს, მასაჟისტს ან ტანსაცმლის დიზაინერს.


ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში დამკვირვებლის როლში დარჩეთ. თუკი ისეთ საქმეებში არ ჩაერევით, რომლებიც თქვენ არ გეხებათ, თქვენი რეპუტაცია ხელშეუხებელი დარჩება. თუკი ზედმეტად თავდაჯერებული იქნებით და ხმამაღლა გამოთქვამთ იმას, რასაც ფიქრობთ, უსიამოვნებებში ბრალს მხოლოდ თქვენ დაგდებენ. პირად ცხოვრებაში სიახლეები არ შეინიშნება. დატკბით ოჯახური ჰარმონიით და თან, იამაყეთ თქვენი კარიერული მიღწევებით (მათ შორის, ხელფასის მომატებით).


ქალწული
ამ კვირაში არ ღირს ვალის აღება ან კრედიტის გაფორმება. სანამ ასეთ რთულ მოვალეობას აიღებთ საკუთარ თავზე, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა იმ ნივთის შეძენა, რომლის გამოც ეს ყველაფერი ჩაიფიქრეთ? ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ სასიყვარულო ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებისას. თუკი თქვენს მეორე ნახევარს გამოუცხადებთ, რომ თქვენ შორის ყველაფერი დასრულდა და ახალი გატაცება გყავთ, თქვენს ოჯახში სკანდალი გარდაუვალი იქნება. დიდი ალბათობით, ახალი პარტნიორი იმედებს გაგიცრუებთ და ძველ სიყვარულთან დაბრუნებაზე იოცნებებთ.


სასწორი
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სიმშვიდე გელოდებათ, რაც არცთუ ისე გესიამოვნებათ, რადგან ერთი სული გაქვთ, თქვენი შრომის შედეგი იხილოთ და კონკრეტული ადამიანისგან პასუხი მიიღოთ. სამწუხაროდ, თქვენი ტანჯვა რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის გამოც შესაძლოა, ნერვული შეტევა დაგემართოთ, თუმცა, თუკი ამ პრობლემიდან რამე უფრო პოზიტიურზე გადართვას შეძლებთ, ჯანრმთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან აიცილებთ. გაიხსენეთ საყვარელი ჰობი, რომლითაც უკვე რამდენიმე წელია, არ დაკავებულხართ და ეს თქვენთვის ნამდვილი შვება იქნება.


მორიელი
ამ კვირაში შეეცდებით, საოჯახო საქმეებზე კონცენტრირდეთ და მცირე პრობლემები გადაწყვიტოთ. სახლის კაპიტალურ დალაგებაში მეორე ნახევარი არ დაგეხმარებათ და ამ მიზეზით თქვენ შორის შავი კატა გაირბენს, თუმცა, გაბუტული დიდხანს ვერ გაძლებთ და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ მას შეურიგდეთ. ამას რამდენიმე დღე დასჭირდება და დასვენების დღეებშიღა შეძლებთ წყენას დაივიწყებს. ასე რომ, რომანტიკული უიქენდი გელოდებათ.  


მშვილდოსანი
ამ კვირაში ერთდროულად რამდენიმე პერსპექტიული გზა გელოდებათ, რომლებიც კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. შესაძლოა, გაგიჭირდეთ არჩევა, რომელი სჯობს (შესაძლოა, გამოცდილი ადამიანის რჩევა დაგჭირდეთ). საბოლოოდ, ოპტიმალურ მარშრუტს აირჩევთ და გამარჯვებასაც იზეიმებთ. მაგრამ! ეს მოხდება ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი ბევრი შრომა მოგიწევთ: დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენს სამსახურს არ უკავშირდება.


თხის რქა
კვირის დღეებს შესანიშნავად გაატარებთ. სამსახურში მიმდინარე პროექტს წარმატებით ჩააბარებთ, რისთვისაც პრემიას დაიმსახურებთ. გადაწყვეტთ, ამ ფულით ოჯახთან ერთად დაისვენოთ. არ გამოირიცხება, ეს უიქენდი თქვენი ოჯახისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდეს. თქვენ და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაგრჩებათ ამ უჩვეულო მოგზაურობიდან. მის გამეორებას უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოინდომებთ.


მერწყული
გენიალური იდეა მოგაფიქრდებათ, რომელიც პოტენციურ გამდიდრებას უკავშირდებათ. ამ იდეას ერთ-ერთ კოლეგას გაუზიარებთ და ეს ენერგიული ახალგაზრდა დასთანხმდება, გახდეს თქვენი პარტნიორი. თქვენი გიჟური გეგმის განვითარებას საღამოობით და დასვენების დღეებში შეუდგებით, პარალელურად კი სახლის საქმეებსაც არ დაივიწყებთ. თქვენი ოჯახი დიდი ენთუზიაზმით დაელოდება ახალი პროექტის ამუშავებას, რათა საბოლოოდ დაივიწყოს სიტყვა ეკონომია. ამასთანავე, პროექტი გაცილებით რთული აღმოჩნდება, ვიდრე წარმოგედგინათ და მისი დაწყება მცირე დროით გადაიდება.


თევზები
ამ კვირაში გადაწყვეტთ, თამამი ჩანაფიქრი განახორციელოთ. თუკი მარტოხელა ხართ, დიდი ალბათობით, საუბარია კონკრეტული ადამიანის გაცნობაზე. ნამდვილად შეგიძლიათ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ მეორე ნახევართან დაკავშირებულ ოცნებას. ახლად გაცნობილი პიროვნება სულ უფრო თბილად მოგეპყრობათ. თუმცა, ნუ დაივიწყებთ სამსახურს, რადგან მისდამი გულგრილი დამოკიდებულება უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. შეეცადეთ, წარსულთან შედარებით ნაკლები პროფესიონალიზმით, მაგრამ მაინც შეასრულოთ ბოსის მითითებები, რათა მოულოდნელად სამსახურიდან გაშვების შიში არ გქონდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?