20-27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

19 ნოემბერი 19:30, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი
ყველაზე მეტად ახლა რაც გჭირდებათ, არის გარკვეულობა ყველგან და ყველაფერში. დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს მშვიდად. დიდი ალბათობით, მალე დადგება თქვენთან სიცხადე. მოაწყვეთ დასვენების დღეები ერთად.


კურო
კვირის მანძილზე მოგიწევთ ოჯახური საქმეების მოგვარება. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ცვლილებებიც კი შეიტანოს სახლის მოწყობაში. შესაძლოა, შინაგანად გაღიზიანებულები იყოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს.


ტყუპები
ფინანსური საკითხი კვირის მანძილზე ყველაზე აქტუალური გახდება თქვენთვის.  რაციონალურად გაანაწილეთ ხარჯები, არ აჰყვეთ პროვოკაციულ და აგრესიულ საუბრებს, რომლებიც სხვათა მხრიდან შესაძლოა, სპეციალურად იყოს გამოწვეული.


კირჩხიბი
ეცადეთ, ამ კვირაში თქვენი ნება-სურვილები სხვას არ მოახვიოთ თავს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. ეს პოზიტიური პერიოდია თქვენთვის და გამოიყენეთ!


ლომი
ლომებისთვის უკეთესია, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნონ და ნაკლებად შეაწუხონ ახლობლები. თუ საქმე თქვენი გასაკეთებელია, ნუ ელოდებით, რომ ამას თქვენ მაგივრად სხვა გააკეთებს. მოიკრიბეთ ენერგია და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. კვირის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება


ქალწული
ქალწულებმა ეს კვირა სასურველია, საკუთარ ჯანმრთელობასა და ენერგეტიკული ტონუსის შენარჩუნებას მოანდომონ. ეწვიონ ფიტნეს კლუბებს, ივარჯიშონ და სწორ კვებაზე გააკეთონ აქცენტი.


სასწორი
სასწორებს ვურჩევ, საკუთარი ოჯახის წევრებს დაუთმონ ყურადღება, მათთან ურთიერთობაში ბევრ სითბოსა და პოზიტიურ ენერგიას მიიღებენ. პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ ლოგიკის მოხმობით და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებით.


მორიელი
მორიელები კვირის მანძილზე ცოტა დაძაბულები იქნებიან, რადგან მოუწევთ, მიიღონ გადაწყვეტილებები ისე, რომ შეიძლება ამან უსიამოვნება მოუტანოს ახლობლებთან ურთიერთობაში. არ დაძაბოთ კომუნიკაცია, მიუშვით მოვლენები თავისი გზით.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს შედარებით უკეთ გრძნობენ, მსუბუქი მელანქოლია მაინც არ ტოვებს. 18 ნოემბრის შემდეგ თავს ბევრად უკეთესად იგრძნობენ, მოემატებათ ენერგია. აუცილებელია საკუთარი შინაგანი სამყაროს განვითარება/დახვეწაზე კონცენტრირება.


თხის რქა
თხის რქები ცოტა მელანქოლიურ განწყობაზე იქნებიან კვირის მეორე ნახევრიდან. შეიძლება იფიქრონ, რომ ზედმეტად ბევრს მუშაობენ და დეპრესიული შემოტევები ჰქონდეთ. მათ რელაქსი და რომანტიკული განწყობა დაეხმარებათ, ცოტათი მაინც გაეთიშონ საქმეებს და ფსიქიკურად დაისვენონ.


მერწყული
კვირის მეორე ნახევრიდან მერწყულებში გაიღვიძებს  თავისუფლებისკენ კიდევ უფრო მეტი სწრაფვა, რამაც შეიძლება, უპასუხისმგებლო საქციელებისკენ უბიძგოს მათ. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, როგორც სამსახურში, ისე სასიყვარულო/მეგობრულ ურთიერთობებში.


თევზები
თუ რაიმე სერიოზული საკითხის გადაწყვეტა გაქვთ განზრახული, 20 ნოემბრის შემდეგ გადადეთ. შეიძლება თევზებისთვის ამ პერიოდის ახალი ნაცნობობა ვნებიან რომანში გადაიზარდოს. ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმს.


წარმატებები თქვენ!


 

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.