4-10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

3 დეკემბერი 19:30, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - იყავით ოპტიმისტები და იმოქმედეთ! ამ კვირაში ბევრი რამ თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. დეკემბერი თქვენთვის ყველაზე აქტიური თვეა.

კურო - ზოგჯერ ზედმეტად სერიოზული მიდგომები გაქვთ სამყაროსა და ადამიანების მიმართ. სიმსუბუქე არ გაწყენდათ, ყოველთვის ყველაფერში სწორი ხედვები ვერ გექნებათ. კვირის მანძილზე მოიშველიეთ იუმორი და თვითირონია - უფრო მარტივად გაივლით ამ კვირას.

ტყუპები - მთავარია აღიაროთ, რომ ბოლო დროს ზოგ საქმიანობას და ადამიანს თქვენთვის სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს. უარი თქვით ზედმეტ ვალდებულებებზე, თქვენი სული სილაღეს უფრო მეტად იგრძნობს და ამას სხვებსაც გადასდებთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს.

კირჩხიბი - კირჩხიბებს ბევრი ცვლილება ელოდებათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიანობაში, მაგრამ შეიძლება შიშებმა და გაუბედაობამ შეგიპყროთ. თავს უფლება მიეცით, გარისკოთ.

ლომი - ლომებს, რომლებიც შემოქმედებით არიან დაკავებულები, სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. ხოლო ისინი, ვისაც არც ჰობი აქვს და არც სამსახურებრივი საქმიანობა არ მოიცავს კრეატივს, ნუ მიეცემიან მხოლოდ რუტინულ ყოფას. ახლა კარგი დროა, თქვენთვის იმოქმედეთ!

ქალწული - ქალწულებს მელანქოლიური განწყობა აიძულებთ ჩრდილში ყოფნას. მაგრამ ეს არასწორი პოზიციონირებაა, თქვენ ბევრი იშრომეთ იმისთვის, რომ აღიარება დაიმსახუროთ, დროა ჩრდილიდან გამოხვიდეთ და სათანადო დაფასება მოითხოვოთ.

სასწორი - ეცადეთ, საკუთარი პოტენციალი ამ კვირაში მაქსიმალურად გამოავლინოთ და საწადელს მიაღწევთ. ნუ დახარჯავთ დროს უმნიშვნელო საკითხებზე. თვითდისციპლინა შეიმუშავეთ.

მორიელი - ნებისმიერი შედეგისგან ეცადეთ, გამოცდილება აიღოთ და ისწავლოთ გაუმჯობესება. თუ თქვენ ისწავლით სხვების მოსმენას, ბევრ მოვლენას, საგნებს სხვა მხრიდან დაინახავთ და მიზანსაც მიაღწევთ.

მშვილდოსანი - მოემზადეთ წარმატებისთვის, რომელიც გელოდებათ. დეკემბერი თქვენი თვეა, ზოგიერთი მშვილდოსნისთვის დაბადების დღის წინა პერიოდია და შეიძლება ენერგოპოტენციალი მაქსიმალურად ვერ გამოავლინონ, მაგრამ მშვიდად იყავით, ყველაფერი რეალურად კარგად გაქვთ.

თხის რქა - თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება რეალურად. დეკემბერი - ეს არის მზადებისა და დასვენების თვე. ეცადეთ, შეისვენოთ და დაგეგმარებაზე დახარჯოთ ენერგია. ამ კვირაში თქვენი ამოცანაა: დაკვირვება, ანალიზი, დასკვნების გაკეთება. მოუსმინეთ ახლობლების რჩევას.

მერწყული - დაფიქრდით, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ ცხოვრებაში. იმოქმედეთ იმისთვის, რომ საწადელს მიაღწიოთ, თავისით არაფერი ხდება. თავი აარიდეთ სკეპტიკურ დასკვნებს და არარეალურ გეგმებს.

თევზები - ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ ამ კვირაში, მაგრამ დეპრესიული განწყობის გამო, შეიძლება გამოგეპაროთ. შეეშვით მსხვერპლის როლს და უხასიათოდ ყოფნას და წარმატებაც მოვა. თქვენს მაგივრად ვერავინ შეასრულებს დასახულ ამოცანებს.

წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.