10-17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

10 დეკემბერი 19:35, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ეს კვირა განსაკუთრებით კარგი იქნება საქმიანობისთვის. თქვენ დაასრულებთ საქმეებს, რომლებიც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ. კვირა ასევე კარგია მგზავრობისთვის, გამოავლინეთ პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა.


კურო - ამ კვირაში კუროებს მოუწევთ, მკაცრად გააკონტროლონ საკუთარი ფინანსები. შეიძლება ფულის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები წარმოიქმნას, რამაც კუროები გააღიზიანოს. იყავით მშვიდები და რაციონალურები.


ტყუპები - დეკემბრის ეს კვირა თქვენთვის ნამდვილად მუხლჩაუხრელი შრომის კვირა იქნება, თავი შეიძლება ცოტა უგუნებოდ იგრძნოთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას და იმუნიტეტს. საერთო ჯამში, კვირა პოზიტიურად ჩაივლის.


კირჩხიბი - ამ კვირაში განსაკუთრებით გაგაღიზიანებთ რუტინული საქმიანობა. გაგიჩნდებათ სურვილი, სადმე ყოველდღიურობისგან შორს აღმოჩნდეთ. კვირის ბოლოსკენ შედარებით უკეთ იგრძნობთ თავს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით.


ლომი - მთელი კვირის მანძილზე საზოგადოებასთან ურთიერთობით დაკავდებით, აქტიური კომუნიკაციის მოთხოვნილება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დაგავიწყებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ადამიანთან ურთიერთობაში ზედმეტი ეგოიზმი არ გამოიჩინოთ.


ქალწული - ქალწულებს კი პირიქით, კომუნიკაციის სურვილი არ აქვთ, არადა ბევრი საქმე დაგროვდა, ასე ფიქრობენ და განიცდიან. მათთვის ცოტა დაძაბული იქნება შუა კვირა, ცოტაც უნდა მოითმინონ და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ.


სასწორი - სასწორებს ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო საღამოები ელოდებათ მეგობრების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში. ეცადეთ, ეს კვირა ნაყოფიერად გამოიყენოთ. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენება და ახალ იდეებზე ფიქრი.


მორიელი - ეს კვირა მეტად საინტერესო გამოდგება საქმიანობის მხრივ, ფინანსები უფრო დასტაბილურდება, მაგრამ ბევრი გასავალიც გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შემოსავლებს და ეცადეთ, შემოსავალ-გასავალი დააბალანსოთ.


მშვილდოსანი - ემოციურად და მოვლენებით ძალიან დატვირთული კვირა ელით მშვილდოსნებს. სასურველია, დაგეგმონ ახალი მოგზაურობები, მიიღონ ახალი შთაბეჭდილებები, მხოლოდ გაითვალისწინონ, რომ მარტო იღბლის იმედზე ყოფნა არ ღირს. შრომაც მოუწევთ.


თხის რქა - განსაკუთრებით ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი ჯანმრთელობის მიმართ. ეცადეთ, საკუთარ თავს დასვენების დღეები მოუწყოთ, კარგი იქნება ორგანიზმის გაწმენდა და რეჟიმის დარეგულირება. თხის რქები უნდა მოემზადონ სატურნის ტრანზიტისთვის, რომელიც მალე დადგება.


მერწყული - ეს კვირა კარიერასა და ბიზნესში შემოსავლების აღმასვლის პერიოდია, აგრეთვე, კარგი კვირაა ახალი ნაცნობებისა და მეგობრების შესაძენად, მაგრამ ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ ძველ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.


თევზები - ამ კვირაში საქმეები და ურთიერთობები მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ წავა, მაგრამ ბევრი დაბრკოლების გადალახვაც მოგიწევთ. ნუ გაიბუტებით და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მაქსიმალურად ერიდეთ ალკოჰოლს, არ გაწყენდათ კვებისთვის ყურადღების მიქცევა.


წარმატებები ყველას!


ქეთი ვაწაძე

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.