25-31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

24 დეკემბერი 19:30, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -  ვერძებისთვის კვირა ცოტა დაძაბულად ჩაივლის. მათ მომატებული ექნებათ მგრძნობელობა, გაღიზიანება, რის გამოც შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მიზეზად იქცნენ, ამიტომ კარგი იქნება, თავი შეიკავონ აგრესიისგან.


კურო - ამ კვირაში კუროები სტაბილურობასა და სიმშვიდეს იგრძნობენ. საქმეებიც უფრო შედეგიანი იქნება, თუ სიზანტეს დაძლევენ და ტემპს უფრო ააჩქარებენ. თქვენთვის სასიკეთო პერიოდი დაიწყო!


ტყუპები - ტყუპები ცოტათი აფორიაქებულად იგრძნობენ თავს, მით უფრო, გაუჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება, გონება კი გადაღლილი აქვთ. სასურველია განტვირთვა, ძალების აღდგენა. თუნდაც რამდენიმე დღით შვებულება არ აწყენდათ.


კირჩხიბი - კირჩხიბებს ძალიან დატვირთული კვირა ელით. მოსალოდნელია დაძაბულობა სამსახურში, პირად ცხოვრებაში. მათთან ოპოზიციური პერიოდი დაიწყო, რის გამოც ბევრი კირჩხიბი მეტად დაძაბული და გაღიზიანებულია. სასურველია დროდადრო განმარტოება და ძალების მოკრება, მეტი ოპტიმიზმი.


ლომი - ლომებო, ყურადღებით იყავით, იზრდება გზებზე სახიფათო სიტუაციები, რაც ძირითადად გამოწვეული იქნება თქვენი დაუკვირვებლობით ან/და მეტისმეტი თავდაჯერებულობით. ეცადეთ, წლის ბოლომდე გაისტუმროთ ვალები.


ქალწული - ქალწულებისთვის აქტიური კვირა იქნება. ისინი ამ კვირაში დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას შეძლებენ და ახალ წელსაც უფრო მშვიდად, ვალმოხდილად  შეხვდებიან. კარგი პერიოდია თქვენთვის.


სასწორი - სასწორებს ვურჩევთ, მაქსიმალურად აინაზღაურონ დაკარგული ენერგია, კარგად გამოიძინონ და  საკუთარი თავის მოვლას მიუძღვნან ეს კვირა. ნუ დაკარგავთ ჰარმონიას საკუთარ თავსა და სამყაროს შორის.


მორიელი - მორიელებს დატვირთული და ნაყოფიერი კვირა ელოდებათ, მაგრამ ფინანსის მოუფრთხილებლობის გამო, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით აკონტროლოთ ხარჯები.


მშვილდოსანი - მშვილდოსნების ემოციური, მენტალური და ფიზიკური სხეულის ბალანსი გარკვეულწილად დარღვეულია. მათ ვურჩევ, ნაკლებად დახარჯონ ენერგია ემოციებში და ეცადონ, არ დაავიწყდეთ მოვალეობები. ნელ-ნელა თქვენთან ყველაფერი დალაგდება.


თხის რქა - თხის რქები უენერგიობასა და გადაღლილობას გრძნობენ, რის გამოც შეიძლება ძალიან გაღიზიანებულები ჩანდნენ. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ დასვენება, ენერგიის აღდგენა.


მერწყული - მერწყულებს წინასაახალწლო პერიოდში ბევრი  წვეულება ელოდებათ ნაცნობებისა და მეგობრების წრეში, მაგრამ არ გადააჭარბოთ. აკონტროლეთ შემოსავლები და გასავლები.


თევზები - თევზებს საინტერესო და ემოციურად დატვირთული კვირა ელით, გარშემო თითქმის ყველასგან მხარდაჭერას იგრძნობენ, მაგრამ შეიძლება ამ მოვლენამ უფრო უბიძგოთ ილუზიებში ჩავარდნისა და უმოქმედობისკენ. ეცადეთ, დრ ტყუილადო არ ფლანგოთ. გამოიყენეთ ეს მეტად პოზიტიური პერიოდი.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?