რას გვიმზადებს ძაღლის წელიწადი?

ჰოროსკოპი

31 დეკემბერი 13:30, 2017 წელი

იმისთვის, რომ 2018 წელმა ბედნიერება, სიყვარული და კეთილდღეობა მოიტანოს, უნდა დავიმახსოვროთ მთავარი პრინციპი - ყოველგვარ წვრილმანზე უაზროდ არ ვყეფთ, არ ვიკბინებით, არ ვიღრინებით, არამედ ნებისმიერი საკითხს მოთმინებით, დიპლომატიურად და კეთილსინდისიერად ვაგვარებთ. მამლისგან განსხვავებით, ძაღლი შედარებით თავშეკავებული, გაწონასწორებული ბუნებისაა. თან 2018 წელს მიწის სტიქია მართავს, რომელიც უფრო მეტ ჰარმონიას, სიმშვიდეს შემოიტანს სამყაროში.

როგორ და სად შევხვდეთ ძაღლის წელს?


ძაღლი მხიარული, მეგობრულია, უყვარს ადამიანები, გახსნილი ურთიერთობები, უყვარს სახლი და ოჯახის წევრები და ამიტომ, უმჯობესია, ახალ წელს, ანუ 12 საათს სახლში, მეგობრებისა და ახლობლების, მხიარულ და ხალისიან გარემოცვაში შევხვდეთ. შემდეგ კი, ცოტა ხნით, შეგვიძლია გარეთ გასვლა, ახლობლებთან სტუმრობა ან უბრალოდ გასეირნება.


შეეცადეთ ახალ წელს მარტო ან მოწყენილად არ შეხვდეთ. აუცილებლად მონახეთ სადმე მხიარული თავყრილობა და  შეუერთდით მას! თუნდაც ქუჩაში, მთავარ ნაძვის ხესთან! მთავარი ხომ სწორედ განწყობა და ის პოზიტიური იმპულსია, რასაც ახალი წლის ღამეს ვუშვებთ სამყაროში და ამიტომ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, დადებითი ემოცია გაუშვით კოსმოსში.


რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?


ძაღლს არ უყვარს ზედმეტი სიკაშკაშე, ექსტრავაგანტურობა, გამოირჩევა პრაქტიკულობითა და დახვეწილი გემოვნებით, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკულობა, დახვეწილობა, როგორც ჩაცმაში, ასევე ცხოვრების სხვა სფეროებში.


იმისთვის, რომ თავი მოვაწონოთ მას, სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და მათი ტონალობები. არ არის აუცილებელი, თავიდან ბოლომდე ამ ფერებში იყოს გადაწყვეტილი საახალწლო სამოსი, პატარა დეტალების შეტანაც  უკვე საკმარისი იქნება. 


საახალწლო სუფრა


სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ  ყვითელი ან მხიარული ფერის სუფრა, დააწყვეთ ასეთივე ხელსახოცები. სასურველია ყვავილებით სავსე ლარნაკი, ხის, განსაკუთრებით კი ატმის ტოტები. აუცილებლად მოამზადეთ შანდალი ყვითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით. ასევე, კარგი იქნებ, თუ სუფრაზე ძაღლისა და მამლის გამოსახულების ფიგურა გვექნება, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია 16 თებერვლამდე.


ძაღლს ძვალი უყვარსო, არსებობს აზრი. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ხორცს არ აძლევენ, თორემ არ იქნებოდა უარზე. ამიტომ სასურველია, საახალწლო სუფრაზე მეტწილად ხორცეული გვქონდეს - ძვლიანი ხორცი საუკეთესო იქნებოდა, ასევე, სალათები და სხვა ხორცპროდუქტები. მამლის „პატივსაცემად“, რომელიც ჯერ კიდევ წლის მბრძანებელი იქნება ახალი წილის ღამეს, უშუალოდ ახალი წლის დადგომის მომენტში მაინც არაა სასურველი ქათმისა და ზოგადად ფრინველის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე მიტანა. მოგვიანებით, კიდევ შეიძლება. ცუგასთვის წყლიანი თასის დადებაც ნუ დაგვავიწყდება.


რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება სუფრაზე, მით მეტად ხვავიანი წელი გვექნება. თუ ამის საშუალება არ არის, გაგახსენებთ ადრინდელ რეკომენდაციებს: სასურველია, სუფრაზე თუნდაც მანდარინით სავსე ლარნაკი გვედოს, რაც ჩინეთში დოვლათის სიმბოლოდ მიიჩნევა. ესეც საკმარისი იქნება, რომ მომავალი წელი ბარაქიანი გვქონდეს (ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი უნდა მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება „წყვილი მანდარინი“ ჟღერადობით ჰგავს სიტყვა „ოქროს“, ამიტომ ის, ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა და კეთილდღეობას).


ძაღლი მეგობრული ნიშანია და ამიტომ მოგვიწევს ყველაფრის გადაწყვეტა არა ეგოისტურად, არამედ კომპრომისებით და სხვებისადმი ლოიალობის გამოჩენით. მას არ უყვარს უსამართლო ადამიანები, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ სამართლიანები, ობიექტურები, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ დანაკარგები, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე სასიყვარულო ფრონტზე, მაგრამ ეს ნუ გიბიძგებთ სიყალბისკენ, ყალბი მეგობრობისა და ნიღბების ცვლისკენ.


რა არის ძაღლის წელში მნიშვნელოვანი?


2018 წელს მნიშვნელოვანია ურთიერთობები, მეგობრების შეძენა. აუცილებელია ჩვენშიც გამოვავლინოთ მეგობრობს უნარები, თვისებები. წელს სასურველია, ყველას მიმართ ვიყოთ კეთილგანწყობილნი და გულახდილნი. კონკურენტებთან ურთიერთობებშიც კი არ უნდა ვითვალთმაქცოთ, ან გადაუხვიოთ წესებს.


ეს საუკეთესო წელია ინტელექტუალური პროფესიების ადამიანებისთვის, ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის. ძაღლს კარგი ყნოსვა აქვს და კარგად გრძნობს, სად არის წარმატება და ეხმარება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის, წარმატების მიღწევის სჯერა.


საერთო ჯამში,  ბევრად მშვიდი და სტაბილური წელია მოსალოდნელი ფანფარონ ცეცხლოვან მამალთან შედარებით.


როგორი იქნება ძაღლის წელი სოციალური თვალსაზრისით?


 2017 წლის 20 დეკემბრიდან სატურნი, სოციალური პლანეტა, თხის რქის ნიშანშია. 9 თვის მანძილზე აქვე იქნება ე.წ. ლილიტი, შავი მთვარე. რადგან თხის რქის სფეროებია: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვა – სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი ყველაზე მეტი შეცდომის დაშვება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, დაფიქრებული, მოზომილი ნაბიჯების გადადგმა. სატურნი, ასევე, განაგებს დიდ კორპორაციებს, დიდ გარიგებებს, საჯარო პოლიტიკას, მშენებლობასა და არქიტექტურას, ამიტომ ამ სფეროში ნებისმიერი თაღლითური კორუფციული საქმიანობა გამოვლენილი და დასჯადი იქნება, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, ძაღლს არ უყვარს უსამართლობა და სამართლიანობის აღდგენას  შეეცდება.


ეს ტრანზიტი განსაკუთრებით შეეხებათ ჩინოვნიკებს, კარიერისტებს, ხელმძღვანელ პირებს…
ლილიტის თხის რქაში ტრანზიტის დროს ის პირები, ვინც კარიერა არაკეთილსინდისიერი გზით გაიკეთა, შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.


ვეცადოთ, საკუთარ თავში წინ წამოვწიოთ ძაღლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები: ერთგულება, წინდახედულობა სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.


სიყვარული


სასიყვარულო სფეროში ბევრი საოცარი გარდასახვაა მოსალოდნელი - 2018 წელი სავსე იქნება ახალი ნაცნობობით, პაემნებით, შეხვედრებით. ამ წელს მრავალი სასიყვარულო რომანის მომსწრენი გავხდებით, მთავარია, ადამიანებს გულით სურდეთ თავიანთ მეორე ნახევართან შეხვედრა. წესით, 2018 წელს, ბევრი ადამიანი დაწყვილდება. თუ წყვილები ძაღლის წელში გადაწყვეტენ დაქორწინებას, მათი კავშირი უფრო მეგობრული და ხანგრძლივი აღმოჩნდება, ხოლო ძაღლის წელში დაბადებული პატარები - მხიარული ბუნებისა და კარგი ჯანმრთელობის მქონენი იქნებიან. რაც შეეხება უკვე დაქორწინებულ წყვილებს, მათთვისაც ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ამ წელს.


ვისთვის იქნება 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?


ზოგადად, 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, შრომისმოყვარე, დისციპლინებული, პრაქტიკული, ეკონომიური და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცხო არაა გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება.


ეს განსაკუთრებით კარგი წელია თავად ძაღლის წელში დაბადებულთათვის. მათთან ახალი შესაძლებლობების, წინსვლის დრო მოვიდა და ამიტომ ყველამ, ვინც ძაღლის წელშია დაბადებული აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ცხოვრების ახალი, უკეთესი ეტაპის დასაწყებად!


აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: ვირთხა, მაიმუნი, ვეფხვი და ცხენი. ძაღლი საკმაოდ ლმობიერია და წესით, განსაკუთრებულად ცუდი წელი არცერთი ნიშნისთვის არაა მოსალოდნელი.

დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.