ვერძი - ვერძებისთვის ეს პერიოდი დაძაბულად ჩაივლის, გაიზრდება კონფლიქტურობისკენ მიდრეკილება, რის გამოც შეიძლება ურთიერთობებიც გაიფუჭონ. ამიტომ სასურველი იქნებოდა დიპლომატიის, გონივრულობის გამოჩენა.
კურო - კუროებისთვის სიმშვიდის, სტაბილურობის პერიოდია. საქმეებიც უფრო შედეგიანად ჩაივლის და წარმატების ალბათობაც იზრდება.
ტყუპები - ტყუპები არ იქნებიან განწყობილი საკომუნიკაციოდ, მაგრამ მათ წინ ბევრი საინტერესო საქმე და ნაცნობობა ელით.
კირჩხიბი - კირჩხიბებთან შესუსტებულია ჯანმრთელობა, ენერგოტონუსი, განწყობაც მელაქოლიური აქვთ. ამიტომ სასურველია, მეტი დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან და ეცადონ, დაისვენონ.
ლომი - ლომებს მელაქოლიური განწყობა უტევთ, რადგან ბევრი დაუსრულებელი საქმე დაუგროვდათ. სასურველია, გამოიყენონ ეს პერიოდი საქმეების დასარულებლად.
ქალწული - ქალწულებისთვის სასიკეთო პერიოდია. მათთვის აქტიური კვირა იქნება. ამ კვირაში დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ ორგანიზებულობას გამოიჩენენ.
სასწორი - სასწორებთან ძალიან შრომეტავადი და დატვირთული კვირაა, კვირის ბოლოს თავს უფრო თავისუფლად და კარგად იგძრნობენ.
მორიელი - მორიელებს ძალიან ნაყოფიერი კვირა ელოდებათ, მაგრამ ფინანსებთან გარკვეული პრობლემები ელით. ეცადეთ, აკონტროლოთ შემოსავლები.
მშვილდოსანი - მშვილდოსნების ემოციურ და ფიზიკურ სხეულებს შორის ბალანსი დარღვეულია. მომატებულია მგრძნობელობა, თუმცა ელით ფინანსური შემოსავლები, კარგი პერიოდია დაგროვებისთვის.
თხის რქა - იმ თხის რქებთან, ვისი დაბადების დღე ჯერ არ დამდგარა, ენერგოტონუსი დაბალია. ეცადეთ მოიწყოთ მცირედი დასვენება მაინც და კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდეთ. ერიდეთ დიდ ფინანსურ დანახარჯებს. დანარჩენი თხის რქებისთვის სასიკეთო კვირაა. გამოიყენეთ.
მერწყული - მერწყულებს დაბადების დღის წინა პერიოდში (წინა თვე იგულისხმება) გუნება განწყობის სწრაფი ცვლილებები ელით, მაგრამ ეს ნაკლებად აისახება მათ გეგმებზე. სასურველია მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ჯანმრთელობის მხრივ, ვინაიდან იმუნიტეტი დაბალია
თევზები - თევზებს დატვირთული, მაგრამ საინტერესო კვირა ელით, პლანეტები მათ სასარგებლოდ მუშაობენ, მთავარია ამ წარმატებული პერიოდის ნაყოფიერად გამოყენება.
წარმატებები ყველას!