ვერძი - ვერძები ენერგიის მომატებას იგრძნობენ. თუ რაიმე სახით ფინანსური საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, ამ კვირაში მოაგვარეთ.
კურო - კუროებთან ენერგოტონუსი დაბალია. კვირა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ და თავი მოარიდეთ კოლეგებთან შეკამათებას.
ტყუპები - ტყუპებს ნაყოფიერი საქმიანი კვირა ელოდებათ, აგრეთვე, ახალი ნაცნობობა. ვინც მეცნიერებაში მუშაობს, იდეების მოზღვავებას იგრძნობენ, ხელიდან არ გაუშვათ იდეების განხორციელების შანსი. მოკლედ, კარგი კვირაა თქვენთვის.
კირჩხიბი - კირჩხიბები გაღიზიანებულები და დეპრესიულები შეიძლება იყვნენ, მთვარის დაბნელება და ფაზები ზოგადად მათზე შესამჩნევად მოქმედებენ. სასურველია, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ, შეიქმენით პოზიტიური განწყობა თუნდაც ხელოვნურად
ლომი - ბევრი ლომისთვის ოპოზიციაა, ამიტომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს. ცუდი პერიოდია ფინანსური ოპერაციებისთვის. დიდი ალბათობაა, ფინანსურ მაქინაციებში გაეხვეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ქალწული - ქალწულებო, დროა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა და ეცადეთ, სამსახურშიც ენერგია გონივრულად ხარჯოთ.
სასწორი - სასწორებო, თუ რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაქვთ დასასრულებელი, ახლა დაასრულეთ. თუ რაიმე გადაწყვეტილების მიღება გსურთ, კარგად აწონ-დაწონეთ. საუკეთესო პერიოდია ძველი საქმეების ბოლომდე მისაყვანად.
მორიელი - მორიელებო, დროა, კარგად გადახედოთ თქვენს შემოსავლებსა და გასავლებს. შეამცირეთ ხარჯები, რადგან ამ თვეში მოგიწევთ მეტი ეკონომიურობის გამოჩენა.
მშვილდოსანი - მშვილდოსნების უმეტესობა თავს ისე იგრძნობს, თითქოს ხელახლა იბადება. შესაძლოა, სამსახურის შემოთავაზებები მიიღონ.
თხის რქა - თხის რქებისთვის კვირის დევიზი უნდა იყოს: მოთმინება, მოთმინება, მოთმინება! და შემდეგ: დასვენება, დასვენება, დასვენება. ამ კვირაში მიღებულ შემოთავაზებებზე უარის თქმა სჯობს, რადგან პერსპექტიული არ იქნება.
მერწყული - მერწყულების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს, მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მეგობრები მზად არიან გვერდით დასადგომად. წარმატებების შანსები იზრდება.
თევზები - თევზები ცოტა უენერგიობასა და დეპრესიულობას გრძნობენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ საქმეზე კონცენტრირდებით და თავიდან მოიშორებთ არასაჭირო ფიქრებს.
წარმატებები თქვენ!
ქეთი ვაწაძე