2-9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

2 აპრილი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი: კვირის მანძილზე ვერძებს შთაგონება ეწვევათ და პრობლემებს ერთი ხელის მოსმით მოაგვარებენ, მთავარია კონცენტრირება და თანმიმდევრულობა. განსაკუთრებით დაგეხმარებათ ოპტიმიზმი და სწორი დაგეგმვა. შეიმუშავეთ საკუთარი სტრატეგია, ახლა კარგი პერიოდია საქმეების იოლად მოსაგვარებლად.


კურო: თუ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები არ გაწყობთ, ახლა კარგი პერიოდია მათ შესაცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი ამჟამად დაბალია, ცვლილებების დასაგეგმად მაინც კარგი დროა. ეცადეთ, კონცენტრირებულად იმუშაოთ დადებითი შედეგების მისაღებად.


ტყუპები: იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან. ეს კვირა იმისთვის გჭირდებათ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.  შეიძლება ემოციურად დაიღალეთ,  კარგი იქნება, თუ გარკვეულ დროს მარტო საკუთარ თავთან განმარტოებაში გაატარებთ. ცოტა ხანი საქმეს ჩამოშორდით და დაისვენეთ. თქვენს გონებას სიმშვიდე სჭირდება.


კირჩხიბი: დროა, თქვენს ახლობლებს მოუყვეთ, რას გრძნობთ, რა გჭირდებათ, რა გიჭირთ, ამით ბევრ ახლობელს კიდევ უფრო დაიახლოებთ, ბევრიც შესაძლოა, ჩამოგშორდეთ, ახლა თქვენ არ გჭირდებათ კომუნიკაცია დიდ წრესთან, ახლობელ ადამიანებზე კონცენტრირდით.


ლომი: ლომებს შეიძლება ქრონიკული დაღლილობა დაეწყოთ და ეს არასწორი რეჟიმის შედეგია. მიუხედავად ამისა, სასურველი არაა, სიზარმაცეს მიეცეთ. ბევრი საქმის დაგროვება ლომების შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება და ორგანიზების საკითხშიც მოიკოჭლებენ. ეცადეთ, დასვენება და შრომა ერთმანეთს ისე შეუთავსოთ, რეჟიმი არ დაარღვიოთ. სხვა მხრივ, კარგი პერიოდია.


ქალწული: ქალწულები შეიძლება არასაჭირო საგნებში ფულის ხარჯვის იდეამ გაიტაცოს, თვითკონტროლის დაკარგვის დრო ახლა არ არის, რადგან ბიუჯეტში შესაძლოა, გარკვეული გარღვევა მოხდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, საკუთარ თავს სიამოვნება მოაკლოთ. ეცადეთ, საქმის გარდა, დრო ახლობლებსაც დაუთმოთ.


სასწორი: ეს კვირა ტრანსფორმაციის დასაწყისია. გარეგნული იმიჯის გარდა, სახლშიც ბევრი რამის შეცვლას მოინდომებთ.  კარგი დროა, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. კონფლიქტურ სიტუაციებში მაქსიმალური დიპლომატიურობა გამოიჩინეთ.


მორიელი: იფიქრეთ პოზიტიურად! საკმარისზე მეტად ნეგატიური აზრებით ხართ მოცული, რაც თქვენს გარშემო წარუმატებელ და არასასიამოვნო სიტუაციებს იწვევს. ეცადეთ, ყოველდღე გაიხსენოთ ის მოვლენები, რის გამოც უკეთესი გახდით და რისი მადლიერიც ხართ. მოუხმეთ ენთუზიაზმს და პოზიტიური აზროვნებით შეუდექით საქმეებს.


მშვილდოსანი: მშვილდოსნებისთვის ღრუბლებში ფრენის დრო დადგა. იოცნებეთ, მადლობა გადაუხადეთ ახლობლებს გვერდით დგომისა და სიყვარულისთვის. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ მარტო ხართ, შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. მთლიანობაში, ენერგოტონუსი და წარმატების ალბათობა მაღალია.


თხის რქა: გამოიჩინეთ ხასიათის სიმტკიცე და საქმეში თანმიმდევრობა და პასუხისმგებლობა მოითხოვეთ. თქვენ გარშემო ბევრი დაუსრულებელი საქმეა, ამ ეტაპზე ლოიალურობა არაფერში წაგადგებათ. იყავით პრინციპული, თავდაჯერებული და ემოციების კონტროლით მართეთ მოვლენები. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ.


მერწყული: თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდებათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებსა და ოჯახის წევრებს, გამოიჩინეთ მათ მიმართ ყურადღება. სასურველია, ემოციური მდგომარეობა აკონტროლოთ და საქმეებზე კონცენტრირდეთ. ნუ გადავარდებით წარსულში, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. სხვა მხრივ, ჰარმონიული კვირა გელით.


თევზები: მოვლენები ისე განვითარდება, რომ თევზებს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოუწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ. დაუბრუნდით ცხოვრების აქტიურ რიტმს, ახლა დასვენების დრო არ არის. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი!


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?