31 მარტს სავსემთვარეობაა - სიფრთხილე გამოიჩინეთ! - რას გვირჩევს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე?

ჰოროსკოპი

30 მარტი 22:00, 2018 წელი

„ამჟამად საკმაოდ ბევრი პლანეტა იმყოფება ცეცხლის სტიქიაში, კონკრეტულად - ვერძში, ამიტომ იმპულსური, დაუფიქრებელი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების დრო ახლა არ არის!" - რა უნდა გავითვალისწინოთ 31 მარტს! 

ხვალ, 31 მარტს, სავსემთვარეობაა!


სავსემთვარეობა ვერძი-სასწორის ღერძზე ხდება.


ვერძი - ეგო, იმპულსი, „მე“.
სასწორი - ჰარმონია, ბალანსი „ჩვენ“.


ამ სავსემთვარეობის თემაა „მე“-სა და „ჩვენ“-ს შორის ბალანსის დაცვა.


რადგან სასწორის მმართველი ვენერაა და ის, ამავდროულად, მე-7 სახლის მმართველად მოიაზრება (მე-7 სახლი პარტნიორებია), წინ წამოიწევს პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების თემატიკა.


ამჟამად საკმაოდ ბევრი პლანეტა იმყოფება ცეცხლის სტიქიაში, კონკრეტულად - ვერძში, ამიტომ იმპულსური, დაუფიქრებელი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების დრო ახლა არ არის!


დაფიქრებულობა და სიდინჯეა აუცილებელი ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობაში - საქმიან პარტნიორებს ეხება ეს თუ სასიყვარულოს, არა აქვს მნიშვნელობა.
გამოიჩინეთ დიპლომატიური უნარები, დაუშვით კომპრომისები, გამონახეთ საერთო ენა, ნუ აჩქარდებით!


შეგახსენებთ იმასაც, რომ მერკური 15 აპრილამდე ე.წ. უკანმავალ ფაზაშია, რეტროგრადულია და შეცდომების დაშვების, გაუგებრობების ალბათობაც მაღალია. ამიტომ, ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება (გინდ დადებითი, გინდ უარყოფითი ხასიათის) სჯობს, 15 აპრილის შემდგომი პერიოდისთვის გადადოთ.


რაც შეეხება კონკრეტულად სავსემთვარეობის ზონას (30.03-03.04.), შეეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდად, უკონფლიქტოდ გაატაროთ ეს პერიოდი. თავი აარიდეთ საქმეების გარჩევას, აგრესიას.


სიფრთხილე გამოიჩინეთ თავის ზონასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართ (შაკიკი, წნევა, თვალების დაავადებები);


აუცილებელი სიფრთხილე და ყურადღება გზებზე! ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს. იყავით მეტად მობილიზებული და კონცენტრირებული.


ეს პერიოდი მათთვის უფრო იქნება ყურადსაღები, ვისაც ვერძისა და, ასევე, კარდინალური ჯვრის ამ ზონებში მნიშვნელოვანი პლანეტები უდგას (ჩახედეთ თქვენს რუკას და ნახეთ ეს შეერთებები).


გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! 


წარმატებები ყველას!  

 

დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაუჯერებელი მსოფლიო რეკორდები, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ

კაცობრიობა რომ ყოველდღე ახალი სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობდეს, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით - ქვის თუ რკინის ხანაში?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ ცვლის დუნდულოების ფორმას ყოველდღე ქუსლებზე სიარული?

კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა საინტერესო ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მაღალქუსლინი ფეხსაცმლის სისტემატურ ტარებასთან.
დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

როგორ დამთვარდება თქვენთვის 2019 წელი?

თუ გაინტერესებთ, წლის ბოლომდე რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა თქვენს სახლში ყოველთვის სიმშვიდე და სიუხვე იყოს, აირჩიეთ ერთ-ერთი ფანჯარა, რომელშიც ინტერესით შეიხედავდით...