23-30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

22 აპრილი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -   ვერძებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ შემოსავლებს, გონივრულად დაგეგმონ ბიუჯეტი,  ზედმიწევნით განსაზღვრონ ხარჯები. საქმეების მოწესრიგების და შრომის დროა. დასვენება სხვა დროისთვის გადადეთ. 


კურო -  საქმიან ასპარეზზე კვირის დღეები ბევრად უფრო პოზიტიურად ჩაივლის, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია უსიამოვნებები, ამას თავიდან აიცილებთ, თუ გამოიჩენთ დიპლომატიურობას და გაგებით მიუდგებით პარტნიორს.


ტყუპები -  ტყუპებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ჯანმრთელობას და მატერიალურ საკითხებს.  ისწავლეთ ეკონომიურობა! გააკეთეთ დანაზოგები. კონცენტრირდით ერთ საკითხზე, ნუ გაფლანგავთ ენერგიას.


კირჩხიბი -  კირჩხიბების ფილოსოფიური განწყობა კვირის მანძილზე მის გარშემომყოფებზეც აისახება. სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორულ ურთიერთობებში. ურთიერთობები, რომელსაც არაფერი მოაქვს თქვენთვის, უმჯობესია დაასრულოთ. სხვა მხრივ წარმატებული კვირაა თქვენთვის


ლომი  - ზედმეტი კონცენტრირება საკუთარ თავზე საბოლოო ჯამში გამოიწვევს ზერელე დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი, რაც სამომავლოდ ცუდად აისახება თქვენს ურთიერთობებზე. გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი ნიუანსები, დეტალები, რაც მოგვიანებით შეგახსენებთ თავს, ამიტომ  იყავით ყურადღებით!


ქალწული - მთელი კვირა საზეიმო განწყობისთვის საბაბი გენქებათ. საქმეები უკეთ მიდის, პარტნიორული ურთიერთობებიც უფრო ცხადი და გასაგები ხდება.  სასიყვარულო არენაზე ბევრი სასიამოვნო სიურპიზია მოსალოდნელი. ეცადეთ დატკბეთ ცხოვრებით. ისწავლეთ სიამოვნების მიღება.


სასწორი -   დღის წესრიგში ფინანსური დანახარჯების თემა წამოიწევს. თქვენი დახმარება დაჭირდება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ზედმეტად ნუ გაფლანგავთ ფულს შოპინგზე და სიამოვნებაზე.  მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მნიშვნელოვან სააქმეებს.


მორიელი -  გაურკვევლობის გრძნობა მთელი კვირა თქვენი თანმდევი იქნება. სასარგებლო გამოდგება ნებისმიერი გამოცდილება, რომელსაც კვირის მანძილზე მიიღებთ. ფინანსურ საკითხხებში მეტი მოთმინებაა და წინდახედულებაა საჭირო. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლეები გელით.


მშვილდოსანი - შესაძლოა ფულადი ჯილდო მიიღოთ ან სამოგაზუროდ წახვიდეთ. გუნება-განწყობის გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება  ახალ პროექტებზე და შემოთავაზებზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში საკმაოდ სარფიანი გამოდგეს. კარგად განსაზღვრეთ რა გსურთ ცხოვრებისგან.


თხის რქა  -  ეს კვირა უკეთესი იქნება  როგორც ემოციონალური, ისე ფინანსური თვალსაზრისით,  მაგრამ უცნაური შეგრძნება, რომ იღბალი არ გწყალობთ თქვენი თანმდევი იქნება. თხის რქაში რთული პლანეტალური განლაგება არც თუ ისე სასიამოვნოდ აისახება თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ გახსოვდეთ,  ეს სულ ასე არ გაგრძელდება. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავსა და დაუსრულებელ საქმეებს, რისი შესაძლებლობებიც სწორედ ახლა გეძლევათ


მერწყული -  მერწყულები გაღიზიანებული და შესაძლოა არაადეკვატურები გახდნენ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა უსიამოვნებები გამოიწვიოს ახლობლებში. კარგი იქნება, თუ მეტ დროს ბუნებაში გაატარებთ.


თევზები -  თევზებისთვის თითქოს სამყარომ ჯეკ პოტი გამოიმეტა. ეს ის კვირაა, რომელიც ზედმიწევნით  სათქვენოდ უნდა გამოიყენოთ. მაქსიმალური ძალისხმევით საქმეები წინ წაწიეთ, პირადი ცხოვრებაც უკეთესობისკენ მიდის და შეგიძლიათ სასიამოვნო დღეებით გაიხაროთ.


წარმატებები თქვენ!


 


 

დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაუჯერებელი მსოფლიო რეკორდები, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ

კაცობრიობა რომ ყოველდღე ახალი სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობდეს, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით - ქვის თუ რკინის ხანაში?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ ცვლის დუნდულოების ფორმას ყოველდღე ქუსლებზე სიარული?

კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა საინტერესო ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მაღალქუსლინი ფეხსაცმლის სისტემატურ ტარებასთან.
დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

როგორ დამთვარდება თქვენთვის 2019 წელი?

თუ გაინტერესებთ, წლის ბოლომდე რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა თქვენს სახლში ყოველთვის სიმშვიდე და სიუხვე იყოს, აირჩიეთ ერთ-ერთი ფანჯარა, რომელშიც ინტერესით შეიხედავდით...