14-21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

13 მაისი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ვერძებს საინტერესო შემოთავაზებები ელით და წინა კვირიდან მოყოლილი დაძაბულობას მარტივად გაუმკლავდებიან. ზოგიერთი თქვენგანი ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს წამოიწყებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე.


კურო - კუროებს შეუძლიათ, საკუთარი მიღწეულით დატკბნენ. ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიედინება, მაგრამ ზოგიერთი ამბავი ძალიან გაგახარებთ. ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს. თქვენთვის წარმატებული დროა.


ტყუპები - რადიკალური ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ. არ ღირს ზედმეტი ენერგიის ხარჯვა საქმეზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, არაფრის მომცემია. მიეცით თავსა და გონებას უფლება, ცოტაოდენი პაუზა გააკეთონ და ყველაფრისგან შეისვენონ.


კირჩხიბი - კირჩხიბების უმეტესობა თავს მშვიდად იგრძნობს. კარგი იქნება, თუ იმ იდეების განხორციელებას შეუდგებით, რაც გქონდათ. ნუ იქნებით უმიზეზოდ გაღიზიანებულები ახლობლების მიმართ და გულს ნუ ატკენთ მათ. სხვა მხრივ, ჰარმონიული კვირაა.


ლომი - შესაძლოა, ობიექტურობის გრძნობამ გიღალატოთ. იყავით სამართლიანები და თავს ნუ დაესხმებით ახლობლებს, ეგოისტური განზრახვებიდან თუ ქმედებებიდან გამომდინარე. რაც შეიძლება მეტად განიტვირთეთ. ახლა დახარჯული ენერგიის აღდგენა გიჭირთ.


ქალწული - ერთი შეხედვით ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ მოუსვენრობის განცდა მაინც არ გტოვებთ. ნუ იქნებით დაძაბულები, ფორტუნა თქვენს მხარესაა და ბევრ ამოცანას წარმატებით გაართმევთ თავს.


სასწორი - ეცადეთ გაღიზიანებები და უხასიათობა თავიდან აირიდოთ, იკონტაქტეთ ახლობელ ადამიანებთან ან დაკავდით საინტერესო საქმიანობით. სოციალიზაცია დაგეხმარებათ უგუნებობის დაძლევაში. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ.


მორიელი - ნუ დადებთ ფსონს იმ ადამიანებზე, რომელთანაც ცუდი გამოცდილება აქვთ. იყავით რაციონალურები და ემოციებს ნუ მისცემთ უფლებას, ურთიერთობები გაგიფუჭონ ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ ეჭვიანობის სცენებს. იყავით ზომიერი და მოზომილი.


მშვილდოსანი - განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ. ივარჯიშეთ და ჰაერზე ისეირნეთ, კარგი იქნება, თუ სამედიცინო პროფილაქტიკას ჩაიტარებთ. ეს დადებითად აისახება განწყობაზეც და ჯანმრთელობაზეც.


თხის რქა - ახლა დროა, სწორედ საკუთარ თავზე იზრუნოთ. განმარტოება და სიმშვიდე - ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. კარგი პერიოდია დასვენებისთვის და ასევე, საქმიანი სფეროსთვისაც.


მერწყული - მერწყულებო, ნუ დაიჯერებთ, რომ წარუმატებლები ხართ. ყოველთვის ფორტუნა არ გაგიღიმებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებში საქმეები ცუდად წარიმართება. ეცადეთ, იყოთ თავაზიანები გარშემომყოფთა მიმართ. კონცენტრირდით რეალისტურ გეგმებზე, რაც წარმატების შანსებს გაზრდის.


თევზები - თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ და არ დანებდებით, ყველაფერი მშვენივრად გამოგივათ. ცინიზმი და ქედმაღლობა - ეს ის იარაღი არაა, რომელიც კარიერულ გზაზე გამოგადგებათ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი კონტაქტები შეიძინოთ. თქვენთვის სასიკეთო პერიოდია.


წარმატებები თქვენ!

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?