მომდევნო კვირის ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი

11 იანვარი 14:00, 2015 წელი

გაიგეთ რა გელოდებათ პირად ურთიერთობებში, სამსახურში, ასევე ფინანსების და ჯანმრთელობის მხრივ

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)


კარგი დროა ახალი პროექტების განსახილველად და სამომავლო გეგმების შესადგენად. ასე რომ, იმედს ნუ გაუცრუებთ გარშემომყოფებს, რომლებიც ამ კვირაში თქვენგან ქმედით და გადამწვეტ ნაბიჯებს ელიან. შესაძლოა, დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, ამიტომ ეცადეთ, კვირის განმავლობაში დრო პირადი ურთიერთობებისთვისაც გამოძებნოთ.


ბედნიერი დღე - სამშაბათი. დღის მმართველი პლანეტაა მარსი, რომელიც ვერძებს აქტიურობაში დაეხმარება.



კურო (21 აპრილი - 21 მაისი)


საქმიან და რომანტიკულ ურთიერთობებს შორის ზღვარი შესაძლოა, იმდენად წაიშალოს, რომ რომელიმე თანამშრომელთან სამსახურებრივი რომანიც კი გააჩაღოთ. ამიტომ, თუ დაქორწინებული ხართ, ფრთხილად იყავით - ძვირადღირებულ რესტორანში საკუთარ მეუღლეს არ გადაეყაროთ.


ბედნიერი დღე - შაბათი. დღის მმართველი პლანეტაა სატურნი, რომელიც კუროებს ძალების აღდგენაში დაეხმარება.



ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)


საუკეთესო პერიოდია კარიერული წინსვლისთვის. დიდი შანსია, კვირის ბოლოს ხელმძღვანელობისგან ქათინაური მიიღოთ ან სულაც თანამდებობრივად დაწინაურდეთ. კვირა ასევე იდეალურია მოგზაურობისთვის, მხიარული წვეულებების მოსაწყობად. ასე რომ, ნუ იჯდებით მუდმივად მხოლოდ სახლში და სამსახურში, აქტიურად გაერთეთ და ნახავთ, რომ ყოველ მომდევნო დღეს, დაღლილობის ნაცვლად, პოზიტიური ენერგიით დატვირთულები შეხვდებით.


ბედნიერი დღე - სამშაბათი. დღის მმართველი პლანეტაა მარსი, რომელიც ტყუპებს ენერგიითა და შრომისუნარიანობით ავსებს.



კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი)


საუკეთესო დროა საინტერესო იდეების განსახორციელებლად, განსაკუთრებით კი  -შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად, მყუდრო გარემოში. ეს განტვირთვაშიც დაგეხმარებათ და თქვენს შრომისუნარიანობაზეც დადებითად აისახება.


ბედნიერი დღე - კვირა. ამ დღის მმართველი პლანეტაა მზე, რომელიც შემოქმედების პლანეტად მიიჩნევა. დღის დიდი ნაწილი სწორედ შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.



ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო)


ამ კვირაში თქვენი მოზღვავებული ვნებები ნელ-ნელა ჩაცხრება და საპირისპირო სქესთან გაცილებით სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ. სამსახურებრივ საქმეებსაც მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ - კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გახსოვდეთ, რისკი ყოველთვის არ ამართლებს.


ბედნიერი დღე - შაბათი. დღის მმართველი პლანეტაა სატურნი, რომელიც ლომებს დასვენებასა და ძალების მობილიზებაში დაეხმარება.



ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)


შესაძლოა, ამ კვირაში ახალი სამსახური შემოგთავაზონ. რატომაც არა! დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება და დათანხმდით, რადგან ეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური შანსი იქნება. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქ საქმე ცოტა სხვაგვარადაა - უბრალოდ, მიყევით დინებას და არანაირი ცვლილება არ დაგეგმოთ. თუ თქვენ ჯერ არ გიპოვიათ ცხოვრების თანამგზავრი, ამ კვირაში ეს ნამდვილად არ მოხდება.


ბედნიერი დღე - ოთხშაბათი. კვირის ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარგი დღეა შოპინგისა და აქტიური დასვენებისთვის.



სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)


საუკეთესო კვირაა რომანტიკული შეხვედრებისთვის, განსაკუთრებით, თუ ცვლილებებისთვის ხართ მზად. შესაძლოა, ამ კვირაში თქვენი მომავალი მეორე ნახევარიც კი გაიცნოთ, თანაც ისეთ ადგილას, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით და არ არის გამორიცხული, წლის ბოლო გრანდიოზული ქორწილითაც დააგვირგვინოთ.


ბედნიერი დღე - პარასკევი. ეს არის მშვიდობისა და ოჯახური კეთილდღეობის დღე, რომელიც სასურველია, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.



მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)


ეს კვირა საკმაოდ ბევრ ხიფათს გიმზადებთ -  დაწყებული საქმიანი პარტნიორების ინტრიგებიდან,  ოჯახური კონფლიქტების ჩათვლით. ამიტომ, იყავით მობილიზებულები და  ეცადეთ, უსიამოვნებები თავიდან დელიკატურად აირიდოთ. კარგი იქნება, თუ დასვენების დღეებს ქალაქგარეთ გაატარებთ ან დროებით მაინც განმარტოვდებით ხმაურიანი საზოგადოებისგან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითგვემას მიეცეთ, პირიქით - დღისით შეგიძლიათ, მსუბუქი ვარჯიშით დაკავდეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, საღამოს კი საყვარელი ფილმის სანახავად ტელევიზორს მიუჯდეთ.


ბედნიერი დღე - ორშაბათი. ორშაბათის მმართველი პლანეტაა მთვარე, რომელიც მორიელებს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარება.



მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)


საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის. ამ კვირაში იდეების ისეთ ფოიერვერკს“მოაწყობთ, რომ მათაც კი სასიამოვნოდ გააოცებთ, ვისაც თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს ეპარებოდა.


ბედნიერი დღე -  სამშაბათი. ეს დღე მშვილდოსნებს აქტიურობაში დაეხმარება.



 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)


ამ კვირაში თქვენს იდეებსა და რჩევებს გარშემომყოფებზე დადებითი გავლენის მოხდენა  შეუძლია, ეს კი თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. თუმცა, არა ფინანსური თვალსაზრისით, რადგან ამ კვირაში თქვენი მოვალეობა მხოლოდ საქმის ხელმძღვანელობა და სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაა, ფინანსურ მოგებას კი სხვები უფრო მეტს ნახავენ. თუმცა, გულს ნუ დაიწყვეტთ, თქვნი ენთუზიაზმი მომავალში დაფასდება და შეიძლება, უფრო მაღალი თანამდებობის საფუძველიც კი გახდეს.


ბედნიერი დღე - შაბათი. დღის მმართველი პლანეტაა სატურნი. სატურნი თხის რქებს ძალების მობილიზებასა და აქტიურობაში დაეხმარება.



მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი)


თუ ვინმეზე ნაწყენი ხართ, ურთიერთობის გარკვევას მაინცდამაინც ამ კვირაში ნუ ეცდებით, რადგან ამან შეიძლება, უფრო დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიიყვანოს. ეცადეთ, მაქსიმალურად მხოლოდ სამსახურებრივ საქმიანობაზე გადაერთოთ, რადგან ეს კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის არიდებაშიც  დაგეხმარებათ და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც სასიკეთოდ აისახება.


ბედნიერი დღე - ხუთშაბათი. დღის პლანეტაა იუპიტერი, რომელიც მერწყულებს ენერგიას და ცხოვრების ხალისს ანიჭებს.



თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)


შეგიძლიათ, თამამად შეიტანოთ ცვლილებები, როგორც  პირად ურთიერთობებში, ასევე გარეგნობაში. დროა, გამოხვიდეთ ჩრდილიდან და გარშემომყოფები თქვენი ორიგინალურობითა და დახვეწლი მანერებით გააკვირვოთ.


ბედნიერი დღე - პარასკევი. პარასკევს პლანეტა ვენერა განაგებს, რომელიც თევზებს თამამი გადაწყვეტილებების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?