კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (26 იანვარი – 1 თებერვალი)

ჰოროსკოპი

26 იანვარი 10:00, 2015 წელი

გაიგეთ, ამ კვირაში რას უნდა დაუთმოთ ყურადღება, რისთვის არის ეს პერიოდი კარგი, გელოდებათ თუ არა ფინანსური წარმატება ან პარტნიორისგან სიურპრიზები...

ვერძი (21 მარტი–19 აპრილი)


 


თუ ოცნებების ახდენა გსურთ, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგათ. საბედნიეროდ, ისეთი მეგობრები გყავთ, რომლებიც ჩანაფიქრის ახდენაში დაგეხმარებიან. მიიღეთ მათი რჩევა და გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. პირად ურთიერთობაში მეტი თავისუფლება და სიხალისე გჭირდებათ. თუ ცვლილებებს გეგმავთ, კარგად დაფიქრდით. ვერძს სისწრაფე უყვარს, რაც ზოგჯერ ნაადრევი და არასწორი გადაწყვეტილების მიზეზია.


 


კურო (20 აპრილი –20 მაისი)


 


ამ კვირის განმავლობაში შეზღუდვების, წინააღმდეგობებისა და სხვა წვრილმან დაბრკოლებათა გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, ნუ დაივიწყებთ თქვენს სურვილებს. ის სირთულეები, რაც პირად ურთიერთობაში გაქვთ, მალე დასრულდება. თქვენ და თქვენი პარტნიორი დააფასებთ იმ სიმტკიცესა და სიმამაცეს, რაც ამ პრობლემების გადალახვისას ერთად გამოიჩინეთ.


 


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)


 


ამ კვირის განმავლობაში მიხვდებით, რომ გუნდური მუშაობა სასიამოვნო და სახალისოა. ტყუპებს ისეთ ადამიანებთან უყვართ თანამშრომლობა, რომლებსაც მუშაობის პროცესში იუმორის გამოყენება არ ავიწყდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ პარტნიორს ეძებთ, ეს კვირა ახალი ურთიერთობის დასაწყებად კარგი პერიოდია. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ეცადეთ ურთიერთობაში სიხალისე შეიტანოთ და სიურპრიზზე იფიქრეთ.


 


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)


 


ამ კვირის განმავლობაში დროს ექსტავაგანტულად ნუ გაატარებთ. დაზოგეთ ფული. თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, აიმაღლეთ კვალიფიკაცია, მოძებნეთ ცოდნის შესაბამისი სტაბილური სამსახური. ამ კვირის განმავლობაში დიდი ყურადღება დაუთმეთ თქვენ პარტნიორს. წარმატების საწინდარი შრომისმოყვარეობა და დალაგებული პირადი ცხოვრებაა.


 


ლომი (23 ივლისი –22 აგვისტო)


 


კომპანიონთან ერთობლივ მუშაობას წარმატება მოჰყვება. ფოკუსირება კრეატიულ იდეებზე მოახდინეთ, რაც მომგებიანი და შედეგიანი იქნება. ეს კვირა ფინანსურ რისკებთან გამკლავების კუთხით წამგებიანია. პირად ცხოვრებაში დათმობაზე წასვლას მიეჩვიეთ. ურთიერთგაგებისა და ანგარიშგაწევის შედეგად თქვენი სიყვარული უფრო ჰარმონიული გახდება.


 


 


ქალწული (23 აგვისტო –22 სექტემბერი)


 


დამქირავებელი თქვენი ფანტასტიური იდეებით კმაყოფილი დარჩება და ფინანსურადაც წაგახალისებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი და შესაძლელობების მაქსიმუმი ყველას დაანახეთ. სამსახურში გვიანობამდე მუშაობის გამო კი შესაძლოა ოჯახისგან მხარდაჭერა ვერ იგრძნოთ. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება რუტინულ კალაპოტში გრძელდება. პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ბედნიერი დღეების გასატარებლად.


 


სასწორი (23 სექტემბერი –22 ოქტომბერი)


ძალიან დაკავებული კვირა გექნებათ. დასასვენებელ დროს ვერ გამონახავთ. თქვენს ირგვლივ მყოფი ძალიან ბევრი მეგობარი, თანამშრომელი თუ მეზობელი, თქვენგან როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ დახმარებას ითხოვს. მიუხედავად ამისა, ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსე ხართ. შეასრულეთ ყველა დაპირება. ამ პერიოდში შესაძლოა მოულოდნელად სიყვარული გეწვიოთ.


 


მორიელი (23 ოქტომბერი –21 ნოემბერი)


 


თავდაჯერებულობას მოუხმეთ. ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმის. თუ დიდხანს იფიქრებთ, შესაძლოა შანსი ხელიდან გაუშვათ და თქვენი სასურველი ადამიანი სხვამ დააინტერესოს. რაც შეეხება კარიერას, თუ სამსახურში უფროსისგან გადაჭარბებულ კონტროლს გრძნობთ, ნუ მოგერიდებათ დაელაპარაკოთ. აუხსენით რომ, ზედმეტი კონტროლი, თქვენი შრომის ხარისხზე ცუდად აისახება.


 


მშვილდოსანი (22 ნოემბერი –21 დეკემბერი)


 


თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ. სასიამოვნოდ დაისვენებთ, თუ დროს ისეთ ადამიანებთან დაყოფთ, რომლებსაც თქვენი უცნაურობებისა და ენამოსწრებული ხუმრობების კარგად ესმით. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ამ კვირაში სასიყვარულო კავშირი არც ისე წარმატებული იქნება. თქვენი პარტნიორი განსაკუთრებულად მომთხოვნი ხდება. დაფიქრდით ცხოვრებაზე და იმ მიზნებზე, რომლებიც დასახული გაქვთ.


 


თხის რქა (22 დეკემბერი –19 იანვრი)


 


სამსახურში პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. თუკი საქმის წამოწყებას გეგმავთ, მიმართეთ პროფესიონალს. პირად ცხოვრებაში მცირე უთანხმოება გექნებათ. შესაძლოა კონფლიქტი გქონდეთ პარტნიორთან, რომელიც ურთიერთობისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას ავლენს. კარგად დაფიქრდით, თუ გსურთ პარტნიორის შენარჩუნება, გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.


 


მერწყული (20 იანვარი–18 თებერვალი)


 


დრო დაუთმეთ სწავლას. განთლება წარმატების შანსს მოგცემთ. დაინტერესდით ისეთი სფეროთი, რომელიც სულიერად გაგაზრდით და ცხოვრებაზე სხვაგვარად დაგაფიქრებთ. რაც შეეხება ოჯახს, ცოლის ან ქმრის ნათესავთან შექმნილ პრობლემას იგნორით უპასუხეთ. გამოიყენეთ დიპლომატიური უნარი და ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ.


 


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)


 


ეს კვირა ფინანსური წარმატების კუთხით მომგებიანი იქნება. შანსი გაქვთ სამსახურში დაწინაურდეთ. ცხოვრება შანსს გაძლევთ და ბევრი ფიქრის გარეშე გამოიყენეთ იგი. პირად ცხოვრებაში, თქვენს იდილიას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. მთავარია პარტნიორმა სიყვარული და მზრუნველობა არ მოგაკლოთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?