2– 8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

2 თებერვალი 13:00, 2015 წელი

გაიგეთ, ამ კვირაში გელოდებათ თუ არა კარიერული წინსვლა, ფინანსური მოგება თუ სასიამოვნო სიურპრიზები პირად ურთიერთობებში.

ვერძი (21 მარტი–19 აპრილი)


 


დატვირთული სოციალური ცხოვრებისგან დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ამ კვირის განმავლობაში განტვირთვის დღეები მოიწყვეთ. ეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ. სრულფასოვანი ძილი ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ასევე, ამ პერიოდში რომანტიკული ურთიერთობის შანსი გამოგიჩნდებათ. თუ პარტნიორს ეძებთ, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში კეთილშობილი და მოსიყვარულე ადამიანი გამოჩნდეს, რომელთანაც ურთიერთობას ააწყობთ. ეს კარგი პერიოდია სასიამოვნო ცვლილებებისათვის.


 


კურო (20 აპრილი –20 მაისი)


 


თქვენი ქველმოქმედებისადმი სწრაფვა ამ პერიოდში ყველაზე ძლიერია. სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის დაგეგმვისა და ამ გზით სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების სურვილი გაქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად საქმიანობასა და მოხალისეობრივ, საქველმოქმედო სამუშაოს დიდ დროს უთმობთ, ამ ფაქტორმა შესაძლოა თქვენ პირად ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანები მიილტვიან ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისკენ. თუ გსურთ პრობლემები ამ მიმართულებით აირიდოთ, დრო ადეკვატურად გაანაწილეთ.


 


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)


 


წინ საინტერესო კარიერული შემოთავაზება გელოდებათ. თქვენი კრეატიული გონებისა და იდეების წყალობით უფროსისგან მოწონებას დაიმსახურებთ.


მოემზადეთ ხანგრძლივი სამუშაოსთვის, თავდადებულ შრომას წარმატება აუცილებლად მოჰყვება. თუ რაიმე საკითხის გადაწყვეტას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, დაეკითხეთ თქვენ მეგობრებს, მათგან სწორ რჩევასა და იმპულსებს მიიღებთ. პირად ურთიერთობაში მცირე უთანხმოება გაქვთ. თქვენი პარტნიორის შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე თქვენსას არ ემთხვევა. კარგი იქნება კომპრომისზე თუ წახვალთ.


 


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)


 


მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებელ გზებზე ფიქრით გონებას ნუ დაღლით. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტად და მოულოდნელად მიაღწევთ  ფინანსურ წარმატებას. ფულს უმიზნოდ ნუ დახარჯავთ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტად იქნებით ფინანსურად მყარად, მით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. მეგობრებთან ურთიერთობაში არაპროგნოზირებადი ხართ. ხან განმარტოება გსურთ, ხანაც გასართობად ყველაზე ხმაურიან ადგილას წასვლა.


 


ლომი (23 ივლისი –22 აგვისტო)


 


გარშემომყოფთა გაბედნიერება თქვენი პატარა მცდელობებით პოზიტიურად აისახება თქვენს განწყობაზე. ამ კვირის განვალობაში დასასვენებლად დრო გამონახეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ლომებს ფუფუნება უყვართ, ისეთ ადგილას წადით, სადაც მაღალი დონის სასტუმრო იქნება. ამ პერიოდში კარგია სპორტული ცხოვრების დაწყება. თუ მარტოხელა ხართ, ეს კარგი პერიოდია ურთიერთობის დასაწყებად. ამ პერიოდში თქვენი უჩვეულო უნარ–ჩვევების გამოყენების შანსი მოგეცემათ. თუ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, ფინანსურად წინ წახვალთ.


 


ქალწული  (23 აგვისტო –22 სექტემბერი)


 


თქვენი კრეატიული შესაძლებლობების განვითარება ბედნიერების მთავარი ფაქტორია.  თქვენ უკიდურესად პრაქტიკული ადამიანი ხართ. ყოველდღე გამონახეთ დრო წერის, ხატვის ან მუსიკისთვის. სიყვარულსა და ფინანსურ წარმატებაში იღბალს ნუ დაეყრდნობით. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. სანამ რამეს წამოიწყებდეთ, კარგად გაეცანით საქმის ვითარებას.


 


სასწორი (23 სექტემბერი –22 ოქტომბერი)


 


თქვენთვის სილამაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები და წყალი. როცა თქვენ გარშემო ერფეროვნება სუფევს, შემოქმედებითი უნარიც სუსტდება. თქვენ მიისწრაფვით სრულყოფილებისკენ. ელოდებით ისეთ სასიყვარულო თავგადასავალს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება. თუ გარდერობი დაგიძველდათ, წადით შოპინგზე, შეიძინეთ ახალი და ფერადი ტანსაცმელი.


 


მორიელი (23 ოქტომბერი –21 ნოემბერი)


 


გამოიყენეთ გონებრივი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის. დროა თქვენი პოტენციალი სხვამაც დაინახოს და დააფასოს. ამ კვირაში ვნებით გაჯერებული სასიყვარულო კავშირი გელოდებათ, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასა და საგანმანათლებლო აქტივობებთან. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ამ სიყვარულისთვის მთასაც კი გადადგამთ.


რაც შეეხება ფინანსებს, ნუ დახარჯავთ ფულს უაზროდ, ხარჯეთ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში.


 


მშვილდოსანი (22 ნოემბერი –21 დეკემბერი)


 


სტრესის მოსახსნელად ოჯახური ცხოვრება ოპტიმალურია. თუ სამსახურმა იმედგაცურება მოგიტანათ, გაუზიარეთ თქვენი ემოციები ოჯახს წევრებს, რომლებიც მოგისმენენ და დაგამშვიდებენ. თუ პირად ურთიერთობაში პრობლემა გაქვთ და ამის თაობაზე დუმხართ, დროა პარტნიორს დაელაპარაკოთ. რაც უფრო მეტს მოითმენთ, მით უფრო შეგაწუხებთ და ხასიათს გაგიფუჭებთ ის მიზეზი, რაც გაბრკოლებთ ურთიერთობაში.


 


თხის რქა (22 დეკემბერი –19 იანვრი)


 


მოტივაციის ასამაღლებელი ფილმი ან წიგნი შეცვლის თქვენ დამოკიდებულებას ცხოვრებისეული გამოწვევებისადმი. ჩადენილი ქმედებების გამო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება წარუმატებლობისთვისაა განწირული. პესიმიზმს ნუ მიეცემით და ოპტიმიზმს მოუხმეთ. შეიტანეთ ცვლილებები ცხოვრებაში. ეს პერიოდი კარგია სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად. თავიდან პლატონური სიყვარული გეწვევათ. თუ იმოქმედებთ და საქმეს არ გადაყვებით, პლატური შეგიძლიათ რეალურ სიყვარულად აქციოთ.


 


მერწყული (20 იანვარი–18 თებერვალი)


 


თუ საყვარელ საქმეს ემსახურებით, ფინანსურად წინ წახვალთ. ბოლომდე გამოიყენეთ თქვენი ტალანტი. ამ პერიოდში ახალ პროექტს წამოიწყებთ, მაგრამ იმდენად სწრაფად და მოკლე დროში გსურთ შედეგის მიღწევა, რომ შესაძლოა ბევრ რამ მხედველობიდან გამოგრჩეთ. თქვენი პარტნიორი ნებისმიერ წამოწყებას ემხრობა და სრულ მხარდაჭერას გპირდებათ.


 


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)


 


ეჭვებსა და გაურკვევლობებს ნუ შემოუშვებთ გონებაში. ცხოვრებისეულ შიშებზე ფიქრი ნერვოზამდე და დაძაბულობამდე მიგიყვანთ. სასიყვარულო ურთიერთობაში იყავით გულწრფელი, თუ თქვენი დეპრესიისკენ მიდრეკილება თქვენ პარტნიორს ცუდ ხასიათზე აყენებს, დაელაპარაკეთ მას. აუხსენით რა იწვევს დეპრესიასა თუ მოწყენას და ერთად ეიფიქრეთ ვითარების გაუმჯობესებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?