9–15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

9 თებერვალი 11:00, 2015 წელი

გაიგეთ, რა არის თქვენთვის ჰაერივით აუცილებელი ამ კვირაში

ვერძი


 


ამ კვირის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდებით. ეს განსაკუთრებით სიყვარულსა და რომანტიკულ კავშირებს ეხება. თქვენი გულის მოგებასა და ყურადღების მიქცევას ბევრი ცდილობს. თქვენ კი არჩევანს მოსიყვარულე, მხიარულ და ჭკვიან ადამიანზე შეაჩერებთ. თუკი  პარტნიორი უკვე გყავთ, ეს საუკეთესო პერიოდია, მეორე ნახევართან ერთად დასასვენებლად გაემგზავროთ. ეგზოტიკურ ადგილას წასვლა თქვენს კავშირს გაამყარებს.


 


კურო


 


ოჯახის წევრები სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევენ. ეცადეთ, ამ ფაქტორის გამო არ აღელდეთ და სიტუაციის გამოსწორებას დაელოდეთ. ამ პერიოდში შესაძლოა, ოჯახში ახალი წევრიც შეგემატოთ, რაც დიდ სიხარულს მოგიტანთ. თუ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობთ, დროულად გადაწყვიტეთ. ეს კარგი პერიოდია გადაადგილებისთვის. თქვენ უკვე მზად ხართ, ახალ კულტურას გაეცნოთ და უცხო გარემოში ადაპტაცია მარტივად გაიაროთ.


 


ტყუპები


 


მრავალფეროვნება ყველაფერში თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია. თქვენი ცხოვრების ტემპი აჩქარებულია. კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარების საშუალებით, რეპუტაციას აიმაღლებთ როგორც საზოგადოებრივ, ისე პროფესიულ ასპარეზზე. ბევრი ადამიანი ელოდება თქვენგან პასუხს. ეცადეთ, თავაზიანად და სწრაფად უპასუხოთ ყველა კითხვას. მიხედეთ საკუთარ თავს. დაკავდით სპორტით და იკვებეთ ჯანსაღად.


 


კირჩხიბი


 


თუ რამე გაწუხებთ, ხმამაღლა გამოთქვით. იყავით  თავაზიანი გარშემომყოფებთან. რაც უფრო დიპლომატიურად მიუდგებით პრობლემის მოგვარებას, მით უკეთესი შედეგი გექნებათ. სამსახურს ეძებთ? – ამ პერიოდში გასართობი ღონისძიებების სფეროდან შემოთავაზებას დაელოდეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ინსტინქტს ენდეთ. უნარი გაქვთ, სხვისი განცდები გაითავისოთ და დაეხმაროთ. ამ უნარს სხვები აუცილებლად დაინახავენ და დააფასებენ.


 


ლომი


 


თუ მარტო ხართ, ამ პერიოდში საოცნებო პარტნიორს გაიცნობთ, რომელიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. ეს არ იქნება ერთი ნახვით შეყვარება. ყველაფერი მეგობრობით დაიწყება, რაც ეტაპობრივად თბილ და მხიარულ რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზრდება. ამ ადამიანთან ბევრ საერთო ინტერესს აღმოაჩენთ.  თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, ამ პერიოდში თქვენი ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე აიწევს. თქვენ იდეალურად უგებთ ერთმანეთს როგორც ვერბალურად, ისე ფიზიკურად.


 


ქალწული


 


თუ პარტნიორთან უთანხმოება მოგივიდათ და დაშორდით,  მარტოობის პერიოდში ორივე გააცნობიერებთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მიხვდებით, რომ იმაზე მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე გეგონათ. რაც უფრო დიდხანს იქნებით გაბრაზებული, მით უფრო მეტად გაიზრდება თქვენ შორის დაძაბულობა. გამოიჩინეთ ინიციატივა და თქვენს პრობლემებზე პარტნიორთან ღიად დაიწყეთ საუბარი.


 


სასწორი


 


ახირებული ადამიანი ხართ, რომელსაც ბედნიერებისთვის სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება უყვარს. როცა მძიმე სამუშაოს შესრულებას გაიძულებენ, გულჩათხრობილი ხდებით და კონტაქტზე არ გამოდიხართ. თუ გსურთ, თქვენი სამუშაო პროდუქტიული იყოს, დროდადრო შეისვენეთ. პირად ურთიერთობებში საკმაოდ კრეატიული ხართ. ეს კარგი პერიოდია საინტერესო აქტივობების დასაგეგმად. დაგეგმარების პროცესში  თქვენი პარტნიორიც აუცილებლად ჩართეთ და მისი იდეები გაითვალისწინეთ.


 


მორიელი


 


ამ პერიოდში პარტიორისგან უკმაყოფილო დარჩებით, რადგან მისგან ხშირად მოისმენთ, რომ ბოლო დროს მას თქვენი არ ესმის. შესაძლოა, დაშორების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღოთ. თქვენი მეგობრები აღფროვანებულნი არიან იმ სიმშვიდით, რაც რთულ სიტუაციაში გახასიათებთ. ეს თვისება, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში ძალიან დაგეხმარებათ.


ამ პერიოდში მოსალოდნელია, სამსახურში დაგაწინაურონ.


 


მშვილდოსანი


 


მზად ხარ სიახლის მისაღებად.  ამ პერიოდში სამსახურში საინტერესო შემოთავაზება გექნებათ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ცოდნის გაღრმავება კონკრეტული მიმართულებით. აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი და თქვენი მოდნომება ყველას დაანახეთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, გამომდინარე იქიდან, რომ იმპულსური და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება გიყვართ, საიდუმლოდ დაგეგმავთ სიურპრიზს, რითიც პარტნიორს სასიამოვნოდ გააკვირვებთ.


 


თხის რქა


 


თუ ამ პერიოდში პაემანს დაგეგმავთ, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო დარჩებით, ფარხმალს ნუ დაყრით. დრო მიეცით ახალგაცნობილს, კარგად დაფიქრდეს. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, მაგრამ ბოლო დროს პრობლემების გამო მასთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ამ პრობლემას თქვენი ახლობელი ან მეგობარი მოაგვარებს. ამ პერიოდში თქვენში მიმდინარე პიროვნული ტრანსფორმაცია თქვენს ახლობლებს შეაშფოთებს. მოულოდნელი გადაწყვეტილებების გამო გარშემომყოფები თქვენზე ბევრს ისაუბრებენ.


 


მერწყული


 


თუ დილემის წინაშე  დგახართ და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, რჩევისთვის მეგობარს მიმართეთ. ის გაგამხნევებთ, სწორ გზას დაგანახებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თქვენი თანამშრომლები ძალიან მოიწონებენ და დააფასებენ სამსახურთან დაკავშირებულ ახალ იდეებს. იფიქრეთ საინტერესო პროექტზე. ზოგჯერ გიჭირთ იმის თქმა, რასაც რეალურად ფიქრობთ. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში შვებულებასაც აიღებთ და ცოტას დაისვენებთ.


 


თევზები


 


თევზები მუდმივად ითხოვენ რომანტიკას. თქვენ გაქვთ ძლიერი სურვილი, მუდმივად გრძნობდეთ სიყვარულს. გსურთ ამ გრძნობის გამოხატვა როგორც ვერბალურ, ისე ფიზიკურ დონეზე. სხვა პერიოდის მსგავსად, ამ კვირაშიც პარტნიორისგან ითხოვთ რომანტიკულ ვახშამს, ვარდების თაიგულს და მთვარის შუქზე სეირნობას. საბედნიეროდ, თქვენ ყოველთვის ახერხებთ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.