თემატური ჰოროსკოპი

ყველაზე ჯიუტი ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

fun time

14:00 სამ. 7 ნოემბერი, 2023 წელი

ყველაზე ჯიუტი ბავშვები
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

14
დაკოპირებულია

მათი გაზრდა რთული საქმეა, ადრეული ასაკიდანვე ჯიუტები და თავნებები არიან, მათზე ზემოქმედების მოხდენა და რამეს იძულება უშედეგოა. ერთწუთიანი ალერსიანი საუბარი და კოცნა კი სრულიად საკმარისია, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეგისრულონ. ვნახოთ, რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ბავშვები:

ვერძი ბავშვი

საკმარისია, მშობლებმა ვერძი ბავშვი წუთით უყურადღებოდ დატოვონ, რომ ის მთელი ხმით ყურადღებას მოითხოვს - როგორ, თუ ვერ ამჩნევენ?

ვინ არის ოჯახში მთავარი? – მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის. ამას დაბადებისთანავე მიხვდებით. თუ თქვენს პატარა ვერძს კოვზის ჭერა უკვე შეუძლია, იმდენს ურახუნებს თეფშს, სანამ არ მოიხედავთ. უფლებას არ მოგცემთ, ის აჭამოთ, რაც მას არ მოსწონს. ბოსტნეულის პიურეს იატაკზე გადმოგიფურთხებთ, ფაფიან თეფშს თავზე ჩამოიმხობს და სახეზე მიისვ-მოისვამს, რათა ყველას დაანახოს, რომ პატარებს ამგვარი საჭმელი არ სჭირდებათ.

ვერძი ბავშვი ლაპარაკსა და სიარულს თანატოლებზე ადრე დაიწყებს. ის ძნელი გასაზრდელია. აბა, სცადეთ და თითით დაემუქრეთ თქვენს პატარა ვერძს, იმავეს გაგიმეორებთ.

მისი აღზრდა პირველი დღეებიდანვე უნდა დაიწყოთ.ფრთხილად იყავით. ვერძ ბავშვს უბედური შემთხვევებისკენ დიდი მიდრეკილება აქვს. მჩხვლეტავი და მჭრელი საგნები მოარიდეთ, თორემ უეჭველად მოქმედებაში გამოცდის.

ცოტა რომ წამოიზრდება, ხშირად მოგვარდებათ ხოლმე საკოცნელად. ალერსის ასეთი დემონსტრირება ვერძ ბავშვებს ახასიათებთ.

ვერძები სასკოლო საგნებს კარგად ითვისებენ, სწრაფად უღებენ ალღოს.

ის, ერთდროულად, გულუბრყვილოცაა და მტკიცეც, რბილიც და შეუპოვარიც. ვერძი ბავშვები თანატოლებში მოთავეები და იდეის გენერატორები არიან. მაგრამ მათ იდეებს თუ არ აჰყვებით, ქარიშხალი ამოვარდება. ამიტომ, ვერძი ბავშვი ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ დისციპლინასა და მოთმინებას, თორემ ცხოვრება გაუჭირდება.

სულის სიღრმეში ვერძი სათუთია, სულ შიშობს, ვინმეს ანტიპათია ან სიძულვილი არ დაიმსახუროს. როცა მას ან მის იდეებს უარყოფენ, სასოწარკვეთილი და აცრემლებული თქვენ მოგმართავთ. ამ დროს უნდა დაამშვიდოთ, ანუგეშოთ.

ვერძი ბავშვი, რომელსაც მკაცრად სჯიდნენ ბავშვობისას, შეიძლება ულმობელი და მოუთმენელი გაიზარდოს. ხოლო მოსიყვარულე და ჭკუადამჯდარი მშობლების შვილი კეთუილი და გულუხვი ადამიანი დადგება.

ვერძი ვერ იტანს ბრძანებას. სთხოვეთ რაიმე ღიმილით და თქვენი გულისთვის ყირაზე დადგება.

კურო ბავშვი

თუ თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნით კუროა, ის ადრეული ასაკიდანვე ჯიუტი და თავნება იქნება. ხასიათს დაბადებიდანვე გამოამჟღავნებს. აბა, სცადეთ და მისი სურვილის წინააღმდეგ შარვალი ან მაისური ჩააცვით, მიხვდებით, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ მაინც თქვენი გაიტანეთ, რამდენიმე წუთის წინ მოღიმარი ჩვილი ერთიანად დაიძაბება, სახე აუჭარხლდება და ისეთ ტირილს მორთავს, მთელი სამეზობლო გაიგებს.

თავნება კურო, სიჯიუტის მიუხედავად, საოცრად თბილი და ალერსიანია. კურო ბავშვები ხშირად მოგთხოვენ ხელში აყვანას, მოფერებასა და კოცნას. კუროს ნიშნით დაბადებული ბავშვები კარგი ჯანმრთელობითა და ფიზიკური განვითარებით გამოირჩევიან.

კურო ბავშვები ადრეულ ბავშვობაშიც თანატოლებზე უფრო დამოუკიდებლები არიან. უფროსების საზოგადოებაში თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ თუ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, მუნჯდებიან.

კურო ბავშვებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ უყვართ, ამჯობინებენ, თავისას მიხედონ. მათთვის რაიმეს იძულება უშედეგოა. მათთან ურთიერთობისას მხოლოდ სიყვარულით უნდა იხელმძღვანელოთ. არასოდეს უბრძანოთ. საათობით ჩიჩინიც არავითარ შედეგს გამოიღებს, მაშინ როცა ერთწუთიანი ალერსიანი საუბარი და კოცნა სრულიად საკმარისი იქნება, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეგისრულოთ.

კუროს ნიშნით დაბადებული ბავშვის ემოციური აღზრდისთვის ფერებსა და ხმებს დიდი მნიშვნელობა აქვს. კუროს მშვიდი ფერები აწყნარებს, ხოლო მყვირალა ტონებზე ღიზიანდება. იგივე ითქმის ხმაურზეც. ხმაური მასზე ისევე მოქმედებს, როგორც ჭყეტელა ფერები.

სკოლაში კურო ბავშვი კარგად სწავლობს. შრომისმოყვარე და მოწესრიგებულია. კარგს იზამთ, თუ ადრეულ ასაკში მუსიკასა და სიმღერას შეასწავლით. ასევე, შეამოწმეთ თქვენი შვილის ნიჭი მხატვრობაში.

მერწყული ბავშვი

მერწყულის ნიშნით დაბადებული ბავშვები ძალიან ჯიუტები, დამოუკიდებლები და ორიგინალურები არიან. თან იმდენად თავისებურები, რომ მშობლებს თავიანთი შვილი ხან – გენიოსი, ხანაც ლამის შეშლილი ჰქონიათ.

მერწყული ბავშვისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ნამდვილი გამოცანაა.

ბავშვობაში მერწყული თავს უფრო უარყოფითად ამჟღავნებს. მშობლების ყოველგვარ თხოვნასა თუ მოთხოვნას არაფრად აგდებს და თავისებურად იქცევა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ხშირად მისი უცნაური საქციელი სავსებით გააზრებული და ჭკვიანურია.

მერწყული ბავშვის გაზრდა რთული საქმეა. შვილის სწორ გზაზე დასაყენებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. მან შესაძლოა, წვიმაში ფეხშიშველმა ირბინოს, თოვლში ხეტიალისას დაიკარგოს ან თქვენი საყვარელი ანტიკვარული ვერცხლის კოვზით უკანა ეზოში მიწა თხაროს.

ასეთივე არაერთგვაროვანია მერწყული სწავლაშიც. მშობელთა კრებაზე თქვენ ხან იამაყებთ, ხან კი სირცხვილისგან გაწითლდებით მისი უჩვეულო საქციელის გამო.

მერწყულ ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ თავისი აზრები სისტემაში მოიყვანოს და ლოგიკურად დაალაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსცენტრიკული და უთავბოლო პიროვნება გაიზრდება.

ბავშვი თავიდანვე სპორტის რომელიმე სახეობას მიაჩვიეთ, თუნდაც - უბრალოდ დილის ვარჯიშს, ტვინის მომეტებული აქტივობით გამორჩეული მერწყული ბავშვები ფიზიკურად ხშირად ინერტულნი არიან.

მგრძნობიარე მერწყული ბავშვები ხშირად პესიმიზმში ვარდებიან. ეს იმით აიხსნება, რომ გამოუთქმელ, გამოუხატავ აზრებს კითხულობენ და ამით ძალიან იტანჯებიან. შეეცადეთ, სახლში მშვიდი ატმოსფერო სუფევდეს, თორემ ბავშვი ნერვიული და მერყევი იქნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?