ზამთრის ბოლო კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

23 თებერვალი 00:01, 2015 წელი

ზოგიერთი ნიშნის გვერდით ამ კვირაში ახალი და მნიშვნელოვანი ადამიანი გამოჩნდება, ზოგი უნდა გამოფხიზლდეს, რათა ბიზნესპარტნიორები არ მოიმდუროს, ერთი–ორს კი პირად ცხოვრებაში ცხვირს ჩაუყოფენ...

ვერძი



ამ კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი მიზნის
მისაღწევად, ყველა საშუალება გამოიყენოთ. განსაკუთრებით
იაქტიურეთ პირადი ურთიერთობების მოწესრიგებისთვის. იფიქრეთ რამე
გამორჩეულზე. გახსოვდეთ – ზოგს ურჩევნია, ვერბალურად დაუმტკიცოთ
სიყვარული, ზოგსაც საჩუქრები აკმაყოფილებს. იმოქმედეთ სასურველი
პარტნიორის გემოვნების მიხედვით. შანსი გაქვთ, პლატონური სიყვარული
რეალურად აქციოთ.


 


კურო



თქვენს ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანები იჭრებიან და წარსულში
იქექებიან, რაც დისკომფორტს გიქმნით. დაიცავით უსაფრთხოება და
ნუ მისცემთ აბეზარ ადამიანებს თქვენს პირად სივრცეში შემოსვლის
უფლებას. თუ ჰორიზონტზე ახალი ადამიანი გამოჩნდა და მასთან
რომანტიკული ურთიერთობის პერსპექტივას ხედავთ, ჯერ ნუ
გააჟღერებთ. თქვენ ირგვლივ ბევრი არაკეთილისმოსურე ადამიანი
ტრიალებს.


 


ტყუპები


თქვენ გარშემო არსებული, მობეზრებული და დრომოჭმული
რეგულაციებისა და წესებისგან თავის დაღწევას ცდილობთ. თუ
სიახლე და ცვლილებები გწყურიათ, დაიწყეთ კარიერიდან. ნებისმიერ
შემთხვევაში, თქვენს ინიციატივას არგუმენტები სჭირდება. თუ
გსურთ, გარშემომყოფები თქვენი იდეის ჭეშმარიტებაში დაარწმუნოთ,
აუცილებლად მოიყვანეთ ჭკვიანური მაგალითები. ამის მიღწევა არ
გაგიჭირდებათ, რადგან თქვენი გონება სისხარტით გამოირჩევა. მალე
იგრძნობთ დადებით შედეგს და მხარდაჭერას.


 


კირჩხიბი


უახლოესი მეგობრის სერიოზული პრობლემის გაანალიზების შემდეგ
მიხვდებით, რომ მასთან შედარებით თქვენი წვრილმანი პრობლემები
არაფერია და თქვენი მხრიდან დაუსრულებელი წუწუნი ნამდვილად
უსამართლო იყო. თუ ბიზნესიდეის ან პროქტის განხორციელება
გსურთ, ეს კვირა კარგი პერიოდია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.
თუ საზოგადოებას ორიგინალურ იდეას მიაწვდით, რაც ჯერ არავის
შეუთავაზებია, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.


 


ლომი


არჩევანის წინაშე დგახართ: ან კვალიფიკაციის ამაღლება უნდა აირჩიოთ,
ან საზღვარგარეთ გამგზავრება. ჰორიზონტის გაფართოება პოზიტიურად
აისახება როგორც კარიერაზე, ისე ადამიანებთან დამოკიდებულებაზე.
ცხოვრებას უფრო მეტად დააფასებთ. პირად ურთიერთობას რაც შეეხება,
გაღიზიანებთ პარტნიორის დომინანტური დამოკიდებულება. თუ
გსურთ კონფლიქტს თავი აარიდოთ, სანამ იგი მომწიფებულა, მშვიდად
დაელაპარაკეთ პარტნიორს.


 


ქალწული


იმდენად ძლიერია თქვენი სურვილები და ოცნებები, რომ მათი
იგნორირება შეუძლებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სენსუალური ფაქტორები. მთავარია, საღად აზროვნების უნარი არ
დაკარგოთ და მნიშვნელოვანზე ფოკუსირდეთ. ამ კვირის განმავლობაში
რომანტიკული ურთიერთობების შანსი ნაკლებად გამოჩნდება. ამ
კუთხით უარყოფით გავლენას ახდენს თქვენი გადაჭარბებული
სიყვარული კრიტიკისადმი.


 


სასწორი


თქვენ ირგვლივ მყოფი მეგობრები, მეორე ნახევარი თუ
ბიზნესპარტნიორები ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. დროა,
გამოფხიზლდეთ. ისინი თქვენ გენდობიან, რადგან თქვენთვის რთული
საქმის მარტივად მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ მუშაობის
განსხვავებული, საკუთარი მეთოდი გაქვთ. თავდაჯერებული და
მიზანდასახული ხართ, რაც კარიერულ წინსვლაზე პოზიტიურად აისახება.
ამას მალე იგრძნობთ.


 


მორიელი


ძლიერი ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა თქვენი კოლეგებისთვის
აღმოჩენა იქნება. ისინი თქვენს განსაკუთრებულობაში დარწმუნდებიან
და ნდობის ხარისხიც უფრო გაიზრდება. მოემზადეთ იმ წვრილმანი
უსიამოვნებებისთვის, რომლებიც პირად ურთიერთობაში ამოტივტივდება.
თქვენი პარტნიორი ენთუზიაზმითა და იმედით არ უყურებს მომავალი
ურთიერთობის პერსპექტივას. მიხვდებით, რომ მას სხვა ხედვა აქვს და
ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ. თუ ასე გაგრძელება არ გსურთ, ჯობია,
ურთიერთობას წერტილი დაუსვათ.


 


მშვილდოსანი


დაიღალეთ იმის მოსმენით, თუ რა სურთ თქვენგან ადამიანებს? დროა,
თავად გადაწყვიტოთ, რა გსურთ რეალურად. ნუ მოუსმენთ სხვებს,
ენდეთ მხოლოდ ინტუიციას. რაც შეეხება პირად ურთიერთობას,
თქვენი სიყვარული ნელ–ნელა ხურდება. ამ კვირის განმავლობაში
პარტნიორისგან სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. თუმცა, ამ პერიოდში
კონკრეტული ადამიანები ეცდებიან პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას,
რაც იმწამსვე უნდა აღკვეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მცირე
უსიამოვნებები შეგხვდეთ.


 


თხის რქა


განსაკუთრებულად უფრთხილდებით საყვარელ ადამიანებს. ოჯახის
უსაფრთხოების გამ, თავს დიდ ხიფათშიც ჩაიგდებთ. თუმცა ასეთი
საქციელისთვის სათანადო სიყვარული და პატივისცემა მუდმივად გაქვთ.
სამსახურში გადაჭარბებული მუშაობის გამო მუდმივ სტრესში ხართ.
იფიქრეთ დასვენებაზე, რადგან მის გარეშე პროდუქტიული საქმიანობის
ხარისხი ნელ–ნელა დაეცემა. გაემგზავრეთ ბუნების წიაღში, გამორთეთ
მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან
დაისვენეთ.


 


მერწყული


ამ პერიოდში მეგობრებისგან უყურადღებობას იგრძნობთ, რაც ცუდ
განწყობაზე დაგაყენებთ. მათგან მხარდაჭერას ელოდებოდით.
მიუხედავად ამ სიტუაციისა, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
იქნებ, თქვენს მეგობრებს კონკრეტული მიზეზი აქვთ, რის გამოც
უყურადღებობა დაიმსახურეთ. დაფიქრდით და შეხვდით მეგობრებს.
გულწრფელი საუბარი გჭირდებათ.


 


თევზები


განსაკუთრებული წარმოსახვის უნარით ხართ დაჯილდოებული, რისი
გამოყენებაც კარიერაში შეგიძლიათ. რაც უფრო კრეატიული იქნებით
მუშაობის პროცესში, მით უფრო წარმატებული იქნებით კარიერაში. ერთი
ნახვით შეყვარების თუ არასდროს გჯეროდათ, ეს დამოკიდებულება
ამ კვირის განმავლობაში თავდაყირა დადგება. მოულოდნელად ისეთ
ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს გულს მალევე მოიგებს. დიდი
ხნის ლოდინის შემდეგ სასიყვარულო კუთხით სასიამოვნო სიახლეები
გელოდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?