ტყუპებო, სასწრაფოდ წაშალეთ ძველი SMS–ები!

ჰოროსკოპი

9 მარტი 00:01, 2015 წელი

ამ კვირაში ჰოროსკოპის სხვა ნიშნებსაც მოუწევთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და ფლირტს არ შეწირონ ნამდვილი ურთიერთობა – წაიკითხეთ 9–15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი.

ვერძი



ამ კვირის განმავლობაში რისკზე წასვლის არ შეგეშინდეთ. თუ გსურთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ინტუიციას ენდეთ. ეს კარგი პერიოდია  შეჯიბრებაში ან სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობისთვის, რადგან იღბალი თქვენს მხარეზეა. ცხოვრების გახალისება თუ გსურთ, რამე ისეთი მოიმოქმედეთ, რაც ადრე არ ჩაგიდენიათ. თუ მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, გააქტიურდით, იარეთ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ივენთებზე, სადაც ხალხის განცობის შანსი მეტია.


 


კურო



ამ კვირის განმავლობაში სიურპრიზი გელოდებათ. თქვენი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც არასასიამოვნო ვითარებაში დაშორდით, კვლავ გამოჩნდება სასიყვარულო ასპარეზზე. მისგან ტელეფონზე შეტყობინება მოგივათ, რომელიც გაგაოცებთ. რაც შეეხება კარიერას, ამ პერიოდში საინტერესო შემოთავაზება გელით, თამამად მიიღეთ მომავალი გამოწვევა.  მარტის თვე როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში ცვლილებების მომტანი იქნება.


 


ტყუპები



თქვენ იდეების გენერატორი ხართ, თუმცა ამ იდეებს რომ ფრთები შეესხას, გჭირდებათ გონიერი ადამიანების მხარდაჭერა. გიყვართ ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობა და სამსახურში ასეთი ადამიანების პოვნა არ გაგიჭირდებათ. გაესაუბრეთ მათ იმ იდეებზე, რომლებზეც ფიქრობთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ფლირტისადმი თქვენმა სიყვარულმა შესაძლოა, თქვენი შეყვარული გააბრაზოს. წაშალეთ ძველი SMS-ები, თუ გსურთ კონფლიქტი თავიდან აირიდოთ.


 


კირჩხიბი



ამ პერიოდში სიფრთხილე გმართებთ, რადგან თქვენ ირგვლივ ბევრი არასანდო ადამიანი ტრიალებს. სანამ საიდუმლოს გაანდობდეთ სხვას, კარგად დაფიქრდით, რას წარმოადგენს ის ადამიანი. სამსახურში თქვენი კოლეგები პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას აგრძელებენ. ნუ დაეკითხებით მათ რჩევას. თუ პარტნიორთან გარკვეული პრობლემები გაქვთ, მხოლოდ ოჯახის წევრებს ან საუკეთესო მეგობრებს მიმართეთ.


 


ლომი



ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა გმართებთ მეორე ნახევრისადმი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე იმდენად გააქტიურდა, რომ მისი ასეთი გამოცოცხლებით ოდნავ დაბნეულიც კი ხართ. ხოლო თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას მიიქცევს ის ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია, თავისი განუწყვეტელი ფლირტით ბევრის ყურადღების საგანია.


 


ქალწული



გაზაფხული ის თვეა, რომელიც სიცოცხლის მშვენიერებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. თქვენი ტყუპების ნიშნით დაბადებული მეგობარი საინტერესო რჩევებს მოგცემთ, რაც ადამიანებისადმი თქვენს კრიტიკულ დამოკიდებულებას ოდნავ შეცვლის. თუ დაძაბული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე თქვენთვის წარმოუდგენელია პირადი ცხოვრების მოწესრიგება, ამ პერიოდში მოულოდნელობები თავბრუს დაგახვევთ. მოემზადეთ საგაზაფხულო თავგადასავლებისთვის.


 


სასწორი



თუ თქვენი მეუღლე ან შეყვარებული უცნაურად გექცევათ და თან მიზეზს არ ამხელს, კარგად გადაამოწმეთ – ხომ არ გამოგრჩათ მისი დაბადების დღე ან რაიმე მნიშვნელოვანი თარიღი? თუ ასეა, გამოსწორება შეგიძლიათ. ჩართეთ ფანტაზია და ყველაფერი მოგვარდება. რაც შეეხება კარიერულ ცხოვრებას, თქვენი უფროსის უცნაურ ახირებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, კონცენტრირება იმ პროექტზე მოახდინეთ, რომელზეც მუშაობთ. ნაყოფიერი მუშაობა აუცილებლად დაგიფასდებათ.


 


მორიელი



ამ კვირის განმავლობაში ბევრი საქმე გაქვთ დასამთავრებელი. საბედნიეროდ, თქვენი ენერგიულობის წყალობით, 2 ადამიანის საქმის ერთად კეთება შეგიძლიათ და შედეგიც ხარისხიანია. ეს თვისება სამსახურში ძალიან გეხმარებათ, თუმცა ხშირად სხვისი დაუმთავრებელი საქმეების ბოლომდე მიყვანა თქვენ გიწევთ. ზოგჯერ უარის თქმა უნდა ისწავლოთ. მეგობრებს გულახდილი საუბარი სურთ თქვენთან, რადგან იციან, რომ გულწრფელ რჩევებს მისცემთ. მათ ნდობას თქვენდამი კიდევ ერთხელ იგრძნობთ.


 


მშვილდოსანი



მუდმივად ისწრაფვით, გარშემომყოფებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ამისთვის თქვენი ფარული ტალანტების გამოაშკარავება დაგეხმარებათ. მთავარია დარჩეთ ის, ვინც ხართ და არ ითამაშოთ საზოგადოებაში. თქვენი ბუნებრიობა და მხიარული ხასიათი ერთგვარი კოზირია. ასევე, მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, სპორტს და გაიჯანსაღეთ ცხოვრება. პარტნიორისგან მოულოდნელ ინიციატივას ელოდეთ, რაც თქვენს ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


 


თხის რქა



ამ კვირის განმავლობაში სამსახურში იმედგაცრუება გელოდებათ. სხვადასხვა საკითხებზე თქვენს კომპრომისებს  გუნდისგან დაფასება არ აქვს. შესაძლოა, მომავალში დამოკიდებულებაც რადიკალურად შეცვალოთ. სტრესისგან გასათავისუფლებლად და გულის გადასაყოლებლად ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან გაატარეთ დრო. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სასიყვარულო ასპარეზზე შესაძლოა, თქვენთვის სასურველი ობიექტი გამოჩნდეს.


 


მერწყული



მუდმივად სადღაც ხართ, ოღონდ – არა სახლში. თქვენთვის ხალხის გარემოცვაში დროის გატარება ერთგვარი სიამოვნებაა. შესაბამისად, ბევრი მეგობარი გყავთ. ახალი მეგობრების შეძენა თუ საწინააღმდეგო სქესთან ფლირტი თქვენი ცხოვრების აუცილებელი მახასიათებელია. ამ კვირაში შესაძლოა, სხვა ამსახურის დაწყების შანსი მოგეცეთ. თქვენი მოთხოვნა მაღალი ანაზღაურება იქნება. მთავარია, დაფასება შრომის შესაბამისი იყოს.


 


თევზები



ტექნიკის განახლება გჭირდებათ. შეიძინეთ ახალი კომპიუტერი ან საოფისე აღჭურვილობა. ფეხი აუწყვეთ სიახლეებს. ასევე, ეს კარგი პერიოდია ბიზნესგეგმების განსახორციელებლად. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გულის კარნახს მიყევით და სხვის აზრს არ მისცეთ უფლება, თქვენზე გავლენა მოახდინოს. მხოლოდ გულს შეუძლია, სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ.

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?