როგორი ცოლები არიან ზოდიაქოს ნიშნები? ( + გიფგალერეა)

ჰოროსკოპი

21 მარტი 17:00, 2015 წელი

მამაკაცებო, წაიკითხეთ ეს რჩევები... თუ უცოლო ხართ - გაითვალისწინებთ და თუ ცოლიანი - გაიგებთ, რა შეცდომებს უშვებთ!

ვერძი


ვერძი ქალი ცოლის როლში შესაძლოა, სასჯელად მოგევლინოთ. ამ ქალის ინტერესები უფრო სახლს გარეთ იქნება მიმართული, რადგან სახლი მის შემოქმედებით ენერგიას ვერ აკმაყოფილებს. სამზარეულოში ვერძები ჩინებული მზარეულები არიან, მაგრამ სამზარეულოში დიდხანს ტრიალი დიდად არ უყვართ. ვერძი ცოლი სახლს ყოველთვის ალაგებს. პერანგსაც დაგიუთოვებთ და ღილებსაც დაგიკერებთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებდეს. ვერძი ქალი უფრო ხშირად აგაღელვებთ, ვიდრე დაგამშვიდებთ. სულის სიღრმეში ეს ნიშანი ალერსიანი და მოსიყვარულეა, მაგრამ მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის. ვერძი ცოლის გვერდით გაზეთს ნუ წაიკითხავთ, თორემ საუზმის მომზადება მეორე დღეს თქვენ თვითონ მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, მთელი ყურადღება მისკენ უნდა იყოს მიპყრობილი.  ვერძი იმ ცოლების კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელთანაც მშვიდად შეიძლება, დარეკოთ და უთხრათ, სამსახურში გვიანობამდე მომიწევს დარჩენაო. განა, ვერძს თქვენთვის ვახშმის გაცხელება ეზარება? უბრალოდ, მან ზუსტად უნდა იცოდეს, ვისთან ხართ, სად და რას საქმიანობთ. მას არ მოერიდება, დარეკოს და გადაგამოწმოთ. უფრთხილდით, ტყული ვერძს ყველაზე მეტად სძულს.






კურო


კურო ქალს ის თვისებები აქვს, რომლებსაც მამაკაცები მუდმივად დაეძებენ და იშვიათად პოულობენ. თუ კურო ცოლი გააბრაზეთ, იგი ანჩხლი და კაპასი ხდება, მაგრამ ცდილობს, წონასწორობიდან ბოლო მომენტამდე არ გამოვიდეს. თუ კუროს მოთმინებას ბოროტად არ გამოიყენებთ, თქვენი ცოლი მუდამ წყნარი, ალერსიანი და მშვიდი იქნება. ბუნებით პატიოსან კუროს, ცოლობისას ჩვეულებრივი ქალური ხრიკების გამოყენება არ შეუძლია. თუმცა კუროს ჭკუა ჰყოფნის და ამ „არაქალურ“ თვისებას მეუღლესთან არ ამჟღავნებს. კურო ქალი ჭეშმარიტი ქალია და ჭეშარიტ მამაკაცს დაეძებს. იგი მეუღლეს ისეთად აღიქვამს, როგორც რეალურადაა და ეს თვისება მამაკაცს ძალიან ხიბლავს. კურო ცოლი ზომიერად ეჭვიანია. სხვა ქალებისგან განსხვავებით, იგი არ გადაირევა, თუ ვინმე ლამაზი გოგოს მიმართ აღტაცებას გამოხატავთ. უფრო, ალბათ, თქვენს აღტაცებას გაიზიარებს. მაგრამ, თუ მართლა უღალატეთ და მან ეს გიაგო, კარგი დღე ნამდვილად არ დაგადგებათ! ამიტომ, თქვენი კურო ცოლის პროვოცირებას ნუ ეცდებით. იგი ნამდვილი ოჯახის ღმერთია. შეუძლია, შექმნას ყველაფერი, რაც კი კომფორტს და იდილიას შეეხება.






ტყუპები


ტყუპი-ცოლი მშვენიერ მეგობრობას გაგიწევთ ოჯახურ ცხოვრებაში. იგი ყველგან წამოგყვებათ – ფეხბურთის მატჩზეც და წყალში მხტომელთა შეჯიბრებაზეც. იგი ყოველთვის უჩვეულოდ ქალური და მაცდუნებელი გარეგნობით გამოირჩევა. როგორც კი ცოლობაზე დაითანხმებთ, მამაკაცები შურით გასკდებიან. თქვენ ტყუპების ცოლად შერთვით ერთდროულად რამდენიმე ცოლს იძენთ. მაშ ასე: იგი შეიძლება იყოს იდეალურთან მიახლოებული, რომელიც გიერთგულებთ ცხოვრების ბოლომდე. მისი იმედი მაშინაც შეგიძლიათ იქონიოთ, როცა თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. იგი ადგება და თავად იშოვის სამსახურს, რათა დაგეხმაროთ. ასევე ტყუპი ცოლი შეიძლება იყოს ცვალებადი ხასიათის, რომელიც საგონებელში ჩაგაგდებთ. წამდაუწუმ ჯუჯღუნით და გესლიანი შენიშვნებით თავს მოგაბეზრებთ. შეიძლება, უცებ ადგეს და მიტინგს შეუერთდეს. თუ გვიან მოვიდა, არავითარ შემთხვევაში არ ჰკითხოთ, სად იყო მთელი დღე. მას თავისუფლება ჰაერივით სწყურია. ამას გარდა, შეიძლება ისეთი ტყუპი ცოლი შეგხვდეთ, რომელსაც დაეზარება ოჯახური საქმეების კეთება, ოთახები სულ არეული იქნება და ჭურჭელიც დასარეცხი. ამ დროს თავად მთელ დღეს ოცნებაში ან წიგნის კითხვაში გაატარებს. მოკლედ, თუ ნამდვილად გიყვართ, ტყუპი–ცოლის მრავალსახოვანებას უნდა გაუმკლავდეთ.






კირჩხიბი


თუ კირჩიბი ქალის ცოლად მოყვანა გსურთ, გაითვალისწინეთ მისი ზოგიერთი თვისება. არ შეიძლება მისი დაცინვა, გაკრიტიკება ან უარყოფა. პატივისცემით უნდა მოეპყრათ მის მშობლებს, განსაკუთრებით - დედას. კირჩხიბი ცოლის თანდასწრებით არავითარ შემთხვევაში არ მოყვეთ ანეკდოტი სიდედრზე – ეს მას ძალიან გაანაწყენებს. არასოდეს წაიკითხოთ მისი ძველი დღიურები. კირჩხიბს ყოველთვის აქვს საიდუმლო, რომლის თუნდაც ქმრისთვის გაზიარება არ სურს. კირჩხიბ ცოლს ხშირად ეჭვები და შიში სტანჯავს, რომ არცთუ ისე ლამაზია, არცთუ ისე ახალგაზრდა და ა.შ ამ დროს თქვენ აუცილებლად საპირისპიროში უნდა არწმუნოთ. კირჩხიბ ცოლს შეუძლია, დღეში 20-ჯერ მოგისმინოთ, თუ როგორი ლამაზია და როგორ გიყვართ. კირჩხიბ ცოლს შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს, რომ ცუდი მზარეულია, თუმცა სინამდვილეში იგი პარიზის საუკეთესო კულინარებს არაფრით ჩამოუვარდება. სამზარეულო მისი უსაყვარლესი ადგილია სახლში.
კირჩხიბ ცოლს შეუძლია, მეუღლისთვის მსხვერპლიც გაიღოს. გაჭირვების დროს იგი უკან არასდროს იხევს და ნამდვილი მეგობარივით მხარში ამოგიდგებათ.



 


ლომი


ლომი ცოლი ნამდვილი განძია ოჯახში. მას ვერასდროს იხილავთ ხალათში, სახეზე კრემწასმულსა და თავზე ბიგუდებით. მაგრამ არ გეგონოთ, კოსმეტიკას არ ხმარობდეს. ლომ ცოლს შეუძლია, მთელი ქონება ძვირფას კოსმეტიკასა და სალონში გაანიავოს. იგივე შეიძლება ითქვას მის გარდერობზეც. ქურქები, შლიაპები, ხელთათმანები, ძვირფასეულობა კარგი გემოვნებით აქვს შერჩეული. ლომი ცოლი შესანიშნავი დიასახლისია. იგი სტუმრებს არა მარტო მშვენივრად გაუმასპინძლდება, არამედ გაართობს და მოხიბლავს კიდეც. ლომი ცოლი ქმრის ერთგულია, სანამ მის ღალატში არ დარწმუნდება. საკმარისია, სულ მცირე ეჭვიანობა, რომ ღალატს ღალატითვე გადაუხდის. ლომი ცოლის ოცნებაა, ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ დროდადრო თავს უფლებას აძლევს, თქვენს მეგობარს გაეარშიყოს. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ნუ იეჭვიანებთ.  სამაგიეროდ, თქვენ მისი თანდასწრებით, არათუ ფლირტს, თავაზიან ღიმილსაც კი ვერ გაბედავთ უცხო ქალისთვის. ამას რა მოჰყება, ჯობია, არც იცოდეთ. ლომი ცოლი დედოფალია, თქვენ კი მისი ქვეშევრდომი ხართ. 
თუ ჭკუას მოუხმობთ,  შეიძლება მისი მორჯულებაც  მოახერხოთ.



 


ქალწული


ქალწული-ცოლი ერთგულების და თავდადების ნათელი ნიმუშია. ოჯახში ზრუნვა თითქმის არაფერზე მოგიწევთ. იგი ყველაფერს თვითონ იკისრებს და სიამოვნებითაც გაართმევს თავს. ქალწული-ქალები კარგი მზარეულები არიან, თუმცა სამზარეულოში ტრიალის სურვილი დიდად არ აქვთ. მათი სახლი სისუფთავესა და სიმყუდროვეს ასხივებს. ქალწულის ბავშები ეზოში დახეული შარვლით, წინდებით ან ცხვირმოუხოცავები არასდროს დარბიან. ქალწული-დედა არასდროს მისცემს პატარებს უფლებას, თქვენ კაბინეტში შევიდნენ და არიონ იქაურობა. მისი ცოლობის პერიოდში ვერასდროს იხილავთ იატაკზე მიყრილ–მოყრილ ფანქრებს და ქაღალდებს. იგი საკმაოდ მკაცრია აღზრდის დროს. ქალწული-ცოლი დაგეხმარებათ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. ცუდად ყოფნისას საუკეთესოდ მოგივლით. ასევე, ქალწული-ცოლი ეჭვიანობის სცენებს არასდროს მოგიწყობთ და ფულსაც უმიზნოდ არ დახარჯავს. თუ რაიმე საიდუმლოდ გაანდეთ, სამარემდე ჩაიტანს. ეცადეთ, თქვენი ქალწული-მეუღლის წვრილმანი თხოვნაც კი სერიოზულად მიიღოთ და დააკმაყოფილოთ. იგი ამას ძალიან დაგიფასებთ.



 


სასწორი


სასწორი ქალი სენტიმენტალური და მოსიყვარულე ცოლია. ამიტომ, იმაზე ხშირად მოგეფერებათ, მოგეხვევათ და გაკოცებთ, ვიდრე თქვენ გინდათ. სასწორი-ცოლის სახლი შესაძლოა, ჟურნალებში ნანახ ნიმუშებს შევადაროთ. ავეჯი და ხალიჩები დიდი გემოვნებით არის შერჩეული.  სასწორ-ქალთა უმეტესობა სამუშაოს გათხოვების მერე არ ანებებს თავს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ბევრის ხარჯვა უყვარს საკუთარი თავისა და სახლისთვის. მეორეც - თავისი მეუღლისთვის. სასწორი-ქალისთვის ქორწინება ორი ადამიანს ერთობლივი შემოქმედებაა. ეს ქალები ქმრებზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ არიან. იგი თავისი ქმრის ყველა საქმეში მიიღებს მონაწილეობას, დაეხმარება რჩევებით და თუ საჭიროა, ფინანსურადაც.
სასწორ ქალებს ძალიან უყვართ ტკბილეულობა და ხშირად სუქდებიან. მაგრამ მათთვის დამახასიათებელი ჰარმონიისკენ სწრაფვის წყალობით თავს დროულად ერევიან და დიეტით ან ვარჯიშით ფორმაში დგებიან. ინტიმურ საკითხებში სასწორ-ქალს მეუღლის მოხიბვლა მაცდურად ჩაცმული თეთრეულით შეუძლია. მის გვერდით არც ერთი მამაკაცი არ მოიწყენს.


 


 


მორიელი


მორიელი-ცოლი უჩვეულოდ ვნებიანი და შარმიანია. თუმცა გარეგნულად მარმარილოსავით ცივია. ამ ქალის ვნება მხოლოდ სიყვარულის საკითხში არსებობს. მას ან ვნებიანად უყვარს პარტნიორი, ან დასანახად ეჯავრება.  მიუხედავად ძლიერ განვითარებული ინდივიდუალიზმისა, მორიელი-ცოლი ოჯახის უფროსობას თავის მეუღლეს დაუთმობს. დაოჯახების შემდეგ მორიელი-ქალი მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს, თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არც ისე სტაბილურია. მორიელი-ცოლი გაუმართლებლად ეჭვიანია. თუ ღალატზე დაგიჭირათ, მის მრისხანებაზე უარესი, მხოლოდ ატომური აფეთქება შეიძლება იყოს. ქმრის კარიერისთვის  მორიელ-ცოლს მსხვერპლის გაღებაც შეუძლია. ოჯახური ბიუჯეტის მიმართ  მორიელის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.  ხან ძუნწობს, ხანაც უაზროდ ფლანგავს. ბუნებით ეჭვიანი მორიელი ვერ იტანს, როცა მასზე ეჭვიანობენ. ამისგან თავის შეკავება გაგიჭირდებათ, რადგან საკმარისია, თქვენი მორიელი-მეუღლე საზოგადოებაში გამოჩნდეს, რომ ყველა მამაკაცი მისკენ მოიხედავს და დაჟინებით დაუწყებს თვალიერებას.



 



მშვილდოსანი


მშვილდოსანი-ქალი ქორწინებისკენ დიდად მიდრეკილი არ არის. მამაკაცებო, ამ ქალის ბადეში გასაბმელად არაერთი მახის დაგება მოგიწევთ.
მშვილდოსანი-ცოლი ძალიან სენტიმენტალურია. მელოდრამებზე ტირის, სევდიანი ლექსების კითხვისას კი თვალებზე ცრემლი ადგება. მშვილდოსან-ცოლს საგულდაგულოდ ექნება შენახული ოდესღაც თქვენგან მიღებული სასიყვარულო ბარათები ან წერილები, ნიშნობის დღეს ნაყიდი დამჭკნარი ყვავილები, თამაშის ან კონცერტის ბილეთი და ა.შ. ინახავს ყველაფერს, რაც თქვენს გაცნობას ახსენებს. რაც შეეხება დიასახლისობის ნიჭს, აქ საქმე ცოტა ცუდადაა. რეცხვა, დალაგება და სხვა მოსაწყენი საქმეები გულზე დიდად არ ეხატებათ. თუმცა სახლისიდეალურ სისუფთავეზე მაინც ზრუნავენ. მშვილდოსანი-ცოლი სიამოვნებით იყოლიებდა სახლში მოსამსახურეს. მშვილდოსანი-ქალი იშვიათად არის ცუდ ხასიათზე. თუ გაანაწყენეთ, გესლიანი ხდება, მაგრამ ბოღმას გულში არ იდებს და მალევე ავიწყდება.  თუ მშვილდოსანი-ქალი ცოლად გყავთ, თქვენი სახლი ცირკს უფრო დაემსგავსება. მხიარულება, სიცილი, გართობა და ოპტიმიზმი არ მოგაკლდებათ.



 


თხის რქა


ოჯახურ ცხოვრებაში თხის რქა-ცოლი განუხრელად იცავს ძველ ადათ-წესებსა და ტრადიციებს. ეს ქალები კალმით ნახატები არ არიან, მაგრამ თავისებურად უსაზღვროდ მომხიბვლელნი არიან. როცა სხვა ქალებს გაფურჩქვნის ხანა კარგა ხნის გავლილი აქვთ, თქის რქა-ქალები ჯერ კიდევ გოგონასავით ნორჩად გამოიყურებიან. ქალი თხის რქის ქმარი ვალდებულია, პატივი სცეს და დააფასოს ოჯახი განსაკუთრებულად. კირჩხიბი-ცოლის მსგავსად, თხის რქა-ცოლის თანდასწრებით სიდედრზე არ იხუმროთ. მშობლების გამო მას შეუძლია, ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას დააზიანებს. თხის რქა-ცოლი ყურადღებიანია. მას თხოვნა და შეხსენება არ სჭირდება ავადმყოფი დედამთილის მოსასვლელად. თხის რქა-ქალი ის ერთადერთი ქალია, რომელიც თავის მომავალ სადედამთილოს მისი თვისებების გამო გულწრფელად მოსწონს. მის სახლი განსაკუთრებული სისუფთავითა და მყუდრო გარემოთი გამოირჩვა.  




მერწყული


სანამ მერწყული-ქალი კარგად არ შეისწავლის მომავალ მეუღლეს, მანამდე არ დაქორწინდება. მერწყული-ქალი ერთგულია და იშვიათად თუ უღალატებს მეუღლეს. მაგრამ თუ სხვა მამაკაცმა მაინც გაიტაცა, დიდხანს არ გააგრძელებს და ქმარს გაეყრება. მერწყულებში განქორწინება ყველაზე ხშირია. მერწყულ – ქალთა უმეტესობა იდუმალად, მისტიკურად ლამაზია. ლამაზი რომც არ იყოს, თავისებურად მიმზიდველია. ბავშვებთან დამოკიდებულებაში მერწყული-ქალი თავიდან დაძაბულია. ეტაპობრივად, მერწყულები ყურადღებიანი და მზრუნველი დედები ხდებიან, თუმცა ზოგჯერ სიცივეც ახასიათებთ. მერწყული-ცოლი შვილს კაცთმოყვარეობას, მოთმინებასა და სიმართლის სიყვარულს შთაუნერგავს. მერწყული-ცოლი თქვენს ყველა მითითებას არ შეასრულებს, განსაკუთრებით ეჯავრება მითითება. ვერც შეცვლით და ამ მიზნითაც ნუ დაიღლებით. ასევე, გაითვალისწინეთ - ეჭვიანობა, სიძუნწე და მეწვრილმანეობა მასთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ! რაც შეხება სამზარეულოს, დიდად მზარეულობა არ უყვართ. 



 


თევზები


სანამ თევზი-ქალის ცოლად მოყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით. 
თევზი-ქალი ძალიან რბილი, სასიამოვნო  და ქალურია და მამაკაცები ისე ეტანებიან, როგორც ფუტკრები ყვავილს. საკმარისია, გამოელაპარაკოთ, რომ ყოველგვარი დარდი და პრობლემა დაგავიწყდებათ.  თევზი-ცოლი არასდროს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან თავმოყვარეობა შეულახოს. მთავარია, მამაკაცმა იზრუნოს მასზე და დაიცვას. ამ ნიშნის მეუღლეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მნიშვნელოვანი თარიღები და, რაც მთავარია, ყურადღების ზენიტში უნდა ჰყავდეს თევზი-მეუღლე. თევზი-ცოლი მოუხელთებელი და მაცდურიც კია. როცა მისით იხიბლებით, უმეტესწილად მოტყუებული დარჩებით. განწყობილება მარტის ამინდზე უარესად ცვალებადი აქვს. ძალიან სენტიმენტალურია და შეუძლია, საათობით იტიროს. თევზ-ცოლებს უყვართ სრულიად უმწეო არსების როლის თამაში და ამიტომ ხშირად ღრმა დეპრესია ეუფლებათ. 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?