მეტი შრომა და ნაკლები ფანტაზიორობა

ჰოროსკოპი

6 აპრილი 00:01, 2015 წელი

იმუშავეთ კარგად, განავითარეთ უნარ–ჩვევები, ნუ მოგერიდებათ ბოდიშის მოხდის და გამოასწორეთ სიტუაცია, სანამ დროა,– ძირითადი მესიჯები 6 – 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზიდან.

ვერძი



ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ.
სამსახურში თქვენს პიროვნულ სიძლიერეს ზოგიერთი თანამშრომელი
საფრთხედ აღიქვამს. კრეატიული საქმიანობის შესახებ შემოთავაზებაზე
უარი არ თქვათ და გარისკეთ. ამ კვირის განმავლობაში იღბალი თქვენს
მხარეზეა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მარტო ხართ, რომანტიკული
ურთიერთობის დაწყების შანსი გამოგიჩნდებათ. რამდენიმე საპირისპირო
სქესის ადამიანი ერთდროულად ცდილობას თქვენი გულის მონადირებას.


 


 


კურო



ამ კვირის განმავლობაში თქვენი ჰიპერსენსიტიურობის გამო შესაძლოა,
მცირე კრიტიკაც მძაფრად აღიქვათ, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე
ნეგატიურად აისახება. იმუშავეთ კარგად და განავითარეთ უნარ–ჩვევები.
იმეცადინეთ და ისწავლეთ იმ სფეროში, სადაც ხარვეზები გაქვთ.
ნუ შეგაშინებთ კარიერული გეგმების შეცვლა. ენდეთ ინტუიციას.
კარგი იქნება თუ თავისუფალ დროს იჯახის წევრებთან ერთად
გაატარებთ. მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზება გჭირდებათ,
რისთვისაც კარგად უნდა დაისვენოთ.


 



ტყუპები



ადამიანი, რომელსაც თქვენ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, თქვენგან
სწორი გზის ჩვენებას ითხოვს. ნუ დაიზარებთ. დაეხმარეთ, მათ ვისაც
გონება არეული აქვს. ზოგ ადამიანს გულგრილი ჰგონიხართ, თუმცა ეს
შეფასება არც ისე შორს არის ჭეშმარიტებისგან. ამ კვირის განმავლობაში
თქვენი უხერხული საიდუმლო გამომჟღავნდება. ამ სიტუაციაში,
ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, ბოდიშის მოხდააა. თქვენი ოჯახი სრულ
მხარდაჭერას გიცხადებთ. ყველაფერი დროთა განმავლობაში დალაგდება.


 


 


კირჩხიბი



სარგებელის ნახვისა და დახმარების მიზნით ნუ დაუმეგობრდებით
ადამიანებს. ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობა საერთო ინტერესებსა
და ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
თუ სამსახურის ძიებაში ხართ, ამ კვირის განმავლობაში კონკრეტული
პიროვნების დახმარებით ინტერვიუზე დაგიბარებენ. მზად ხართ
საზოგადოებას სიახლე შესთავაზოთ, თუმცა თქვენს მიზნებსა და
შესაძლებლობებს მეგობრები ბოლომდე არ იზიარებენ.
ნუ დაგაბრკოლებთ ეს ფაქტორი და გარისკეთ.


 


 


ლომი



იმდენად დაკავებული ხართ ფინანსური მხარის მოწესრიგებით, რომ
პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ. თუ უკვე გაქვთ
პირადი ცხოვრება მოწესრიგებული, პარტნიორს თქვენი უყურადღებობა
და მხოლოდ მატერიალურ მხარეზე ფოკუსირება არ მოსწონს და შესაძლოა,
ამ ფაქტორმა განხეთქილება წარმოქმნს. სანამ დროა, გამოასწორეთ
სიტუაცია. დრო ისე გაანაწილეთ, რომ არც ერთი მხარე უყურადღებოდ არ
დარჩეს. დაგეგმეთ მხიარული საღამო მეგობრებთან და გაერთეთ.


 


 


ქალწული



ბევრს მუშაობთ, რაც მუდმივი გადაღლის შეგრძნებას გიქმნით.
კარგი იქნება თუ სასიამოვნო დასვენებას მოიწყობთ – მასაჟი, ქალქგარეთ
წასვლა ან სახლში განმარტოება და დასვენება ენერგიის აღდგენაში
დაგეხმარებათ. სამსახურში თანამშრომლები თქვენი სიმკაცრისა და
კრიტიკული დამოკიდებულების გამო პროტესტს გამოთქვამენ.
მოეშვით და კეთილგანწყობით მოეპყარით ყველას.
გახსოვდეთ, რაც უფრო კეთილი და პოზიტიური იქნებით, იმდენად
კარგად გამოჩნდებით ყველას თვალში.


 


 


სასწორი



ამ კვირის განმავლობაში ნათესავი ან მეზობელი ეცდება, თავისი
პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისროთ. ნუ აიღებთ სხვის ვალდებულებებს
საკუთარ თავზე. თავაც არ გაკლიათ საკუთარი ვალდებულებები.
შესაძლოა, ეგოისტად შეგაფასონ, მაგრამ ეცადეთ, ამას ყურადღება არ
მიაქციოთ. შეცვალეთ ყოველდღიური რუტინა და ჩართეთ სპორტული
აქტივობები. დატვირთული სამუშაო რეჟიმი თქვენს ცხოვრებას მოსაწყენს გახდის.


 


 


მორიელი



სამსახური და სახლი ზედმეტი ნივთებისგან გაათავისუფლეთ და
სიახლე შეიტანეთ. თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილს ახალი
დეკორაციები შეურჩიეთ.
მეგობრებს და ნათესავებს დრო დაუთმეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში
მათგან უკმაყოფილებას იგრძნობთ.
მეტი მოისმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. თქვენს მეგობრებს ბევრი რამ
აქვთ თქვენთვის გასაზიარებელი.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ რამე გაწუხებთ, ნუ
დაიზარებთ და მიდით ექიმთან.


 


 


მშვილდოსანი



კარიერაზე ფიქრი და შრომა გადაგღლით. გახოვდეთ, წარმატება უცებ არ
მოდის. ამ პროცესს დრო სჭირდება და მოთმინება გმართებთ.
მოიწყვეთ მდიდრული დასვენება. სპა მასაჟი და მედიტაცია ენერგიის
აღდგენაში დაგეხმარებათ. ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი ახალ
შესაძლებლობებს გაგიხსნით.
ამ პერიოდში შესაძლოა, სიურპრიზიც მიიღოთ.
მოსალოდნელია, უფასოდ სწავლის ან მოგაზურობის შესახებ
წინადადებით მოგმართონ.


 


 


თხის რქა



ამ პერიოდში მთელი ყურადღება რომანტიკულ ურთიერთობებზე გაქვთ
გადატანილი. მთელი კვირა საყვარელ ადამიანთან ყოფნაში გაატარეთ,
თუმცა გელოდებათ საქმე და დაუმთავრებელი პროექტები, რომლებიც
თქვენი კარიერული წინსვლის წინაპირობაა. პასუხისმგებლობის დროებით
გვერდზე გადადება ნეგატიურად აისახება თქვენს წინსვლაზე. გარშემო
ბევრი კონკურენტი გყავთ, ამიტომ წარმატების მისაღწევად დიდი შრომა
გექნებათ გასაწევი.


 


 


მერწყული



თქვენი გამორჩეული და არაორდინალური იდეები ყველასთვის მისაღები
არ იქნება. ბევრ ნეგატიურ შეფასებას მოისმენთ ამ კვირის განმავლობაში.
თუმცა ეცადეთ, ამ ფაქტორმა არ დაგაბრკოლოთ და რაც მიზნად დაისახეთ,
იმისთვის იბრძოლეთ. თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით,
სამეგობრო წრე დღითიდღე იზრდება. მრავალფეროვანი სანაცნობო წრე
გყავთ და მათთან დასვენება ნამდვილად გაგახალისებთ. ამ პერიოდში
შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა შეცდომა აღიაროს – მოუსმინეთ მას და
მიეცით კიდევ ერთი შანსი.


 


 


თევზები



წარსულში დაშვებულ შეცდომაზე პასუხს ამ პერიოდში აგებთ.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიიღეთ რეალობა.
რაც უფრო ცივი გონებით განსჯით საკუთარ საქციელს, მით მეტად
შეძლებთ სიფხიზლის შენარჩუნებას. დაანახეთ გარშემომყოფებს, რომ
უკეთესობისკენ შეიცვალეთ და გსურთ კარგი საქმის გაკეთება.
რაც შეეხება სამსახურს, თუ თანამშომელი შეცდომას უშვებს,
აუცილებლად უთხარით და სწორი გზა დაანახეთ – ეს არის მეტი
შრომისმოყვარეობა და ნაკლები ფანტაზიორობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?