20–26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი – რა გელით ამ კვირაში?

ჰოროსკოპი

20 აპრილი 00:01, 2015 წელი

ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა ურთიერთობის დასასრული ბევრ რამეზე თვალს გვიხელს.

ვერძი
 
ამ კვირის განმავლობაში პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელოდებათ,
რაც შესაძლოა, სამუშაო განწყობაზე აისახოს. დიდი შანსია, უფროსისგან შენიშვნებიც მიიღოთ, რადგან საქმეს გულმოდგინეთ არ  უდგებით.
თუ დამატებით რამდენიმე საათით მუშაობა გთხოვეს, უარი არ თქვათ. მაქსიმალურად მოინდომეთ და შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები. გულით ნუ იმოქმედებთ, ჩართეთ გონება, რათა ისეთი სულელური გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რაც მომავალში სანანებელი გაგიხდებათ. რთული პერიოდი დროებითია და მალე გაივლის




კურო

თქვენს ნებისმიერ შეთავაზებაზე ხალხი სერიოზულად ფიქრობს და გენდობათ. სამსახურში და სამეგობრო წრეში ადამიანების თქვენს ჭკუაზე დაყოლიება არ გაგიჭირდებათ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამ გზით იარეთ. გარშემომყოფებს შორის ისეთი ნაცნობებიც არიან, რომლებიც არასწორ გზაზე დგანან და თქვენი დახმარება სჭირდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენი პარტნიორი ამ კვირაში ფინანსურად ბევრს დაგახარჯინებთ. როგორც თქვენ, ასევე მასაც ფუფუნება ან ძალიან უყვარდა თავიდანვე, ან თქვენ შეაჩვიეთ.


 



ტყუპები


ამ კვირის განმავლობაში პირად ურთიერთობებში დაძაბულობა გელოდებათ. ერთ მხარეს მეგობრები დგანან, მეორე მხარეს – საყვარელი პარტნიორი. თითქმის არჩევანის წინაშე ხართ. ამ დილემიდან თავის დაძვრენა კი ძალიან გაგიჭირდებათ. ფსიქოლოგიურად მოემზადეთ, რადგან წყენისა და უკმაყოფილების გადალახვა მოგიწევთ. რაც შეეხება კარიერას, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაფიქრდით – რა გსურთ მომავალში და სად ხედავთ თქვენს თავს? ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს მომავალს.


 


 


კირჩხიბი

ეს პერიოდი პირადი ცხოვრების მხრივ სასიამოვნო მოულოდნელობებით გამოირჩევა. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, სასიყვარულო ასპარეზზე ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც გულს აგიჩქარებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ. ეს ურთიერთობა დატვირთული იქნება ვნებებით, საერთო ინტერესების გაზიარებითა და გართობით. რაც შეეხება სამსახურს, მხოლოდ პირად ცხოვრებაზე ნუ იქნებით გადართული. კოლეგები თქვენგან დაკისრებული საქმის შესრულებას მოითხოვენ. გახსოვდეთ, შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ.


 



ლომი


სამსახურში სიტუაცია იმდენად დაიძაბება, რომ განცხადების დაწერისა და წასვლის აზრიც კი გაგიელვებთ გონებაში. თუმცა ნაჩქარევ გადაწვეტილებას ნუ მიიღებთ და სიტუაციის ჩაწყნარებას დაელოდეთ. ჯობია, თუ ნაკლებს ილაპარაკებთ. აკეთეთ თქვენი საქმე მშვიდად. პარალელურად მოძებნეთ ისეთი სამსახური, რომლის შესრულება სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. ნუ ღელავთ ყველაზე და ყველაფერზე. საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ, რომ ვალდებული არ ხართ, ყველა ადამიანის ბენდიერებაზე იფიქროთ.


 



ქალწული


თქვენი პირადი ურთიერთობა ასეთი ნათელი და პოზიტიური ჯერ არ ყოფილა. ეს კვირა განსაუთრებულად გამორჩეული იქნება. ცვლილებები ყველა მხრიდან გელოდებათ და ეს ის შემთხვევაა, როცა საერთოდ არ გეშინიათ ცვლილებების გატარების. სკეპტიკურობა ყველა და ყველას მიმართ ნელ–ნელა უკან იხევს. ერთადერთი, რაზეც უნდა იმუშაოთ, თავდაჯერებულობის დეფიციტია. წაიკითეთ ისეთი წიგნები, რომლებიც მოტივაციასა და თავდაჯერებულობაზე პოზიტიურად აისახება.
ასევე დაკავდით სპორტით და ხშირად ისეირნეთ ჰაერზე. 


 



სასწორი


როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში დაგროვილი ნეგატივი სტრესში ჩაგაგდებთ და ეს ყოველივე თქვენს პროდუქტიულობას საგრძნობლად შეამცირებს.  ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა, ახალი შემოთავაზება მიიღოთ ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ხელოვნება ან კოსმეტიკური დაწესებულებები. თუ დათანხმდებით და თქვენს კრეატიულობას ჩართავთ, ფინანსურად მცირე პროგრესიც გექნებათ. ცვლილებები გჭირდებათ და დროა, რისკზეც წახვიდეთ.






მორიელი



ამ კვირის განმავლობაში საკმაოდ უცნაურ სიტუაცაში აღმოჩნდებით და კონკრეტული პიროვნება მოულოდნელად დამხარებას აღმოგიჩენთ.
იმ მომენტიდან სურვილი გაგიჩნდებათ. მეტი გაიგოთ ამ პიროვნების შესახებ, თუმცა მასთან კომუნიკაცია არც ისე მარტივი იქნება. იყავით მომთმენი. ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები თავს იჩენს. კარგი იქნება, თუ არ დაიზარებთ და ექიმს მიმართავთ. სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.






მშვილდოსანი


ეს კვირა წინააღმდეგობებით იქნება გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ცდილობთ, სასურველი პარტნიორის გული მოიგოთ, მისი მხრიდან მხოლოდ უყურადღებობას და სიცივეს იგრძნობთ. მას, უბრალოდ, თქვენთან ურთიერთობის დაწყება არ სურს. ტყუილუბრალოდ მცდელობებს ჯობია, უკან დაიხიოთ და საკუთარ თავს დაუბრუნდეთ. კარგი იქნება, თუ დროებით დაიკარგებით სასურველი პარტნიორის თვალში. ამოუწურავი ენერგიით ხართ სავსე და ეს ენერგია სასიკეთო საქმეებს მოახმარეთ.


 



თხის რქა


პირად ურთიერთობაში, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, დიდი ჩავარდნა გელოდებათ. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი გაქვთ. თუმცა, მიუხედავად კრახისა, ურთიერთობის დასასრული ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ და მთელი რიგი საკითხებისადმი  დამოკიდებულებას შეგიცვლით. თუ რამდენად გამოიყენებთ შეცდომებზე დაგროვილ ცოდნას, თქვენზეა დამოკიდებული. ნუ იფიქრებთ მომხდარზე და ფოკუსირება სხვა მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ. მთავარია, გონება გადართოთ და დაელოდოთ დროის გასვლას, რომელიც ყველაფერს კურნავს.


 


 



მერწყული


ამ კვირის განმავლობაში მორიგი სამარცხვინო საიდუმლოს გამომჟავნება გელოდებათ და მოემზადეთ იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებსაც უხვად დაგისვამენ. შესაძლოა, ღვარძლიანი ჭორიკანას სტატუსიც მიიღოთ, რაც ძალიან აღგაშფოთებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ეს აურზაური მალე ჩაცხრება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ ყოველთვის იყავით და კვლავაც რჩებით საზოგადოების სული და გული – თქვენთან კომუნიკაცია არავის ბეზრდება.


 



თევზები


ნუ ელოდებით ძალიან ბევრს პირადი ურთიერთობიდან. თქვენი სურვილები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ეს შესაძლებელია. გაითვალისწინეთ საპირისპირო სქესის შესაძლებლობებიც და გაუწიეთ ანგარიში. თუ ლიმიტს გადააჭარბებთ, შესაძლოა, პარტნიორი შეაშინოთ კიდეც. ფინანსების მიმართ არაეკონომიური დამოკიდებულება პრობლემებს შეგიქმნით.  მოუფრთხილდით ბიუჯეტს და რაც მოგინდებათ, ყველაფრის საყიდლად ხელს ნუ გაიწვდით.


 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.