27 აპრილი – 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 აპრილი 01:30, 2015 წელი

გაიგეთ, რა გელოდებათ ამ კვირის განმავლობაში პირად ურთიერთობებში და კარიერაში.

ვერძი
 
ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე და ცვლილებებისკენ მიილტვით. ყოველთვის თავგადასავლების მოყვარული იყავით და ამ პერიოდში ეცდებით, რაიმე უცხო და უჩვეულო თავგადასავალში ჩაებათ. ამ იდეის განხორცილებაში იმაზე მეტი ფული დაგეხარჯებათ, ვიდრე გათვალისწინებული გქონდათ. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს, ბოლოს კრიზისში რომ არ ჩავარდეთ. რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის გაკეთება თქვენ ხასიათს და მოტივაციას ორმაგად გაახალისებს. ამიტომ, მიყევით სურვილებს და გაიხალისეთ ცხოვრება.




კურო

ამ პერიოდში, პირად ცხოვრებაში სირთულეები იჩენს თავს. კამათსა და დაძაბულობას წვრილმანი საკითხები წარმოშობს. მოემზადეთ და მშვიდად მოახერხეთ სიტუაციის დარეგულირება. ამ კვირის განმავლობაში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესი შეინიშნება. თუ ხელფასის რაოდენობა არ გაკმაყოფილებთ, დაელაპარაკეთ უფროსს. იმუშავეთ ბევრი საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამოიყენეთ თქვენი ქარიზმა სამსახურში, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინოთ თანამშრომლებზე. შესაძლოა, დაგაწინაურონ კიდეც.


 



ტყუპები

პირადი კმაყოფილებისა და სიამოვნების პერიოდი გაქვთ. გვერდზე გადადეთ ყოველდღიური საქმიანობა და მთელი ენერგია ჰობისა და სპორტის კუთხით მიმართეთ. სხვა ადამიანებისთვის საკმარისად ბევრი გაიღეთ. დრო მოვიდა, საკუთარ თავს ასიამოვნოთ. იმიჯისა და სტილის შეცვლა უზარმაზარ თავდაჯერებულობას მოგიტანთ. თქვენდამი ხალხის დამოკიდებულების შეცვლა გაგაოცებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი გყავთ, ახალი გრძნობა თავს იჩენს და მიხვდებით, თუ ვისთან გსურთ დარჩენილი ცხოვრების გატარება.


 


 


კირჩხიბი

თქვენს მეგობრებს იდეა აქვთ, მათ მიერ დაგეგმილ გასართობ ღონისძიებაში ჩაგრთნონ, თუმცა თქვენ ყოყმანობთ და ბევრ რამეზე ფიქრობთ. იქნებ ჯობია, დაივიწყოთ ყველა პრობლემა და გადადგათ ეს ნაბიჯი? თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ეს სიტუაცია შანსს მოგცემთ, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
თქვენი ცხოვრებისადმი განწყობა ზოგჯერ მელანქოლიურია.
კარგი იქნება სპორტულ აქტივობას დროს თუ გამოუყოფთ. ბუნებასთან ახლოს ყოფნაც მინორულიდან მაჟორულ ნოტაზე გადასვლაში დაგეხმარებათ.


 



ლომი

თქვენი სოციალური ცხოვრება აქტიურ ფაზაში შედის. სამსახურის მერე იარეთ ბევრ საინტერესო და გლამურულ ივენთზე მეგობრებთან ერთად. მათთან ერთად დროის გატარება თქვენთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. თუ სიყვარულს ეძებთ, ეს კვირა ამ მიზნის მისაღწევად შედეგიანი პერიოდია. ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენი იდეალური წარმოდგენილი ტიპაჟიდან დიამეტრალურად განსხვავებულია. ეს განსხვავებულობა მიგიზიდავთ, მაგრამ თან დაგაეჭვებთ.
ოჯახში მცირე უთანხმოება მალე მოგვარდება. თუ ვინმე პატიებას გთხოვთ აუცილებლად შეუნდეთ.


 



ქალწული

თუ ჯერ კიდევ მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, ამ კვირის განმავლობაში თქვენთვის მოულოდნელად კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ფარულად თქვენზე თვალი ეჭირა, გრძნობებში გამოგიტყდებათ. ნუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს თავადაც არ გსურდეთ ურთიერთობის დაწყება. მეტი თავისუფლება და ნაკლები დაძაბულობა. გაიღიმეთ და ფლირტს აყევით. თუ დაოჯახებული ხართ, თქვენი პარტნიორისადმი ეჭვები შეგაწუხებთ.  ეს ეჭვიანობა პარტნიორის მხრიდან მისი მამაკაცი მეგობრისადმი გადაჭარბებული ყურადღებით არის განპირობებული. ნუ აყვებით ეჭვებს და გაარკვიეთ, იქნებ ეს ყურადღება სხვა რამით არის  გამოწვეული.



სასწორი

ამ პერიოდში სამსახურში ეთიკურ ფაქტორთან გამკლავება ძალიან სტრესული და დამღლელი იქნება. საბედნიეროდ, არიან კოლეგები რომლებიც თქვენს მხარეს დგანან და მხარს გიჭერენ. ფინანსური კუთხით ამ კვირაში შვებას იგრძნობთ. ამ პერიოდში ასევე ახალ მეგობრებს შეიძენთ.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მცირე დაძაბულობა გელოდებათ. თქვენი ურთიერთობის ხანგრძლივობის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სიამაყეს მოერიეთ და აღიარეთ დაშვებული შეცდომები.






მორიელი


ამ კვირის განმავლობაში თქვენი პირადი ცხოვრება გახალისდება.
თუ საპირისპირო სქესთან მეგობრობა რომანტიკულ კურსს იღებს, წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, თუ სიყვარულს ეძებთ, ეს ის შანსია, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. ეს კავშირი ემოციურად ძლიერი და ჰარმონიული იქნება. რაც შეეხება კარიერას, კონკრეტული პიროვნებები მუშაობის პროცესში დისკომფორტს გიქმნიან, თუმცა ეცადეთ მათი იგნორირება და საქმის სრულყოფილად გაკეთება.






მშვილდოსანი

სამსახურში კოლეგებზე იმაზე მეტი გავლენა გაქვთ, ვიდრე თავად გგონიათ. გამოიყენეთ ეს გავლენა სასიკეთოდ და ფრთები შეასხით თქვენს იდეებს, რომლესაც კოლეგებიც გაიზიარებენ და მხარს დაუჭერენ.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენი მგზნებარე სასიყვარულო კავშირი დღითიდღე ძლიერდება. თქვენი პარტნიორი მხარში გიდგათ და გამხნევებთ. დამოუკიდებლობის მოპოვება კამათისა და არგუმენტების გარეშე გამოგდით როგორც ოჯახში, ისე სამსახურში.


 



თხის რქა

ყველაფერი, რაც ენაზე გადგათ და გონებაში გიტრიალებთ, არ უნდა თქვათ.
ამ კვირის განმავლობაში დაუფიქრებელი რეპლიკებით ზოგიერთ ადამიანს გაანაწყენებთ და მერე თავადაც ინანებთ. აკონტროლეთ გრძნობები, სანამ საუბარს დაიწყებდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მშვიდი და დინჯი ხართ, ამ პერიოდში ეს თვისებები უკანა პლანზე დგას. მეტი მოთმინება გმართებთ პირად ურთიერთობაშიც. ნუ იქნებით პარტნიორისადმი ძალიან მომთხოვნი. დაიცავით ბალანსი პირად და კარიერულ ცხოვრებას შორის, ასე თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ.


 



მერწყული

ამ კვირის განმავლობაში ვნებიანი რომანი თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს შეცვლის. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ენერგია და გონება სამსახურისკენ მიმართოთ, მთლიანად კონცენტრირებული ხართ პარტნიორზე და მის სურვილებზე. ეს არის ცვლილება ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ.
„ფეისბუქზე“ ძველი ნაცნობის პოვნა და მასთან საუბარი საინტერესოდ დაგვირგვინდება. ეს კვირა მოულოდნელობებით არის დატვირთული, ასე რომ მოემზადეთ.




თევზები

იმდენად კარგად გაქვთ ინტუიცია განვითარებული, რომ ზუსტად ხვდებით მოვლენათა გავნითარებას.  თუ იგრძნობთ, რომ თქვენს საუკეთესო მეგობარს, პარტნიორს ან ნათესავს კონკრეტული პიროვნება ატყუებს, დროულად გააგებინეთ. შესაძლოა, თავიდან არც მოგისმინონ და დაგიჯერონ, მაგრამ, შედეგიდან გამომდინარე, ბოლოს მადლობას გადაგიხდიან.
იმდენად ემოციური ხართ, რომ ეს ემოციურობა პირად ცხოვრებაზეც აისახება. ზოგჯერ კარგი იქნება, თუ სენტიმენტებს დაფარავთ და ყველას არ გადაუშლით იმას, რაც გულში გიდევთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?