8-14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

8 ივნისი 00:30, 2015 წელი

თუ პირად ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნება გსურთ, ნაკლები იფიქრეთ წარსულზე და მთელი ყურადღება მომავალზე გადაიტანეთ.

ვერძი

კომუნიკაციის პრობლემა ამ კვირაში მოგვარდება. კონკრეტულ პრობლემაზე პასუხს, რომელსაც გასული კვირის განამვლობაში ეძებდით, მალე იპოვით.  დილემის წინაშე დადგებით, მაგრამ როგორც კი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შვებით ამოისუნთქებთ. მეტი თავისუფალი დრო გექნებათ და შეგეძლებათ, როგორც გსურთ ისე გაატაროთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავზე მეტს იმუშავებთ. განავითარეთ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც გაქვთ და კრეატიულად მიუდექით დაწყებულ საქმეს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მეორე ნახევარი გყავთ, შესაძლოა, მისდამი ეჭვები გაგიჩნდეთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ მას მხოლოდ ფინანსური ინტერესები აქვს და მეტი არაფერი.

 


 


კურო


ფინანური პრობლემები ნელ–ნელა მოგვარდება. ეს კვირა გამოიყენეთ ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად და ახალი და მაღალანაზღაურებადი სამსახურის საძიებლად. თუ საერთოდ არ გაქვთ სამსახური, იფიქრეთ ბიზნესის დაწყებაზე. ეს კვირა განსაკუთრებით პოზიტიური იქნება ცხოველების, მცენარეების ან ბავშვების მოვლის სერვისის მხრივ. თუ იდეა გაქვთ, სესხის აღების არ შეგეშინდეთ. იღბალი თან მოგყვებათ. შესაძლოა, მდიდარი ნათესავიც გამოჩნდეს და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. თუ პირად ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნება გსურთ, ნაკლები იფიქრეთ წარსულზე და მთელი ყურადღება მომავალზე გადაიტანეთ.


 


 



ტყუპები

კონკრეტულ პიროვნებას, რომელთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ, ვეღარ უგებთ. თქვენს ჰარმონიულ ურთიერთობაში მცირე გაუგებრობები წარმოიშობა. აღნიშნულმა დაძაბულობამ შესაძლოა, ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ თემებზე საუბარს, რაც კამათს გამოიწვევს. თუ ვინმეს პირობა მიეცით და არ შეუსრულეთ, ამ კვირის განმავლობაში თავს შეგახსენებთ. მოემზადეთ პასუხის გასაცემად და გახსოვდეთ, თუ ადამიანების გაბედნიერება გსურთ, აუცილებლად შეუსრულეთ დანაპირები. შესაძლოა, ცხოვრებაში ისეთი ცვლილებების გატარება მოგიწიოთ, რაც ამ ეტაპზე რთული და შეუძლებელი გგონიათ.


 


 


კირჩხიბი

ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა, გარშემომყოფებმა თქვენს პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა სცადონ, თუმცა უნდა შეძლოთ და კარები კარგად დახუროთ. რაც უფრო მკაცრი იქნებით, მით მეტად დაცული იქნებით ინტრიგებისა და კონფროტაციებისგან. სასურველია, ისეთი საქმით დაკავდეთ, რაც ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს დაგიკმაყოფილებთ. თავისუფალ დროს როგორც კი გამონახავთ, გაერთეთ მეგობრებთან ერთად. ასევე, თავადაც დაგეგმეთ სოციალური აქტივობები, ქალაქგარეთ გასვლები და ბუნებაში მეტი დრო გაატარებთ. თუ ცხოვრების პარტნიორი უკვე გყავთ, ნუ დაგავიწყდებათ მისი ჩართვაც ამ პროცესში.


 


 



ლომი

ძალიან დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ბიზნესში, რომანტიკულ ურთიერთობასა და ფინანსებში. ყველაფერი ცვალებადია და წინასწარ პროგნოზებს ვერ გააკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის დაგეგმვა წინასწარ გჩვევიათ, ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ნელ–ნელა მიხვდებით, თუ როგორ განიცდის თქვენი მიზნები ტრანსფორმაციას. ღირებულებები შესაძლოა, გადააფასოთ და ახალი იდეებისკენ დაიწყოთ სწრაფვა. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების მიმართულების შეცვლის. ზოგჯერ რადიკალურ ცვლილებებს სასიკეთო ძვრები მოსდევს ხოლმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მარტო ხართ, ეს კვირა პარტნიორის პოვნის კუთხით იღბლიანი არ იქნება. მეტი დრო ჰობის დაუთმეთ. 




ქალწული

თქვენს კარიერაში ძალიან ბევრი განსხვავებული აქტივობების ჩატარება შეგიძლიათ. ჩამოაყალიბეთ იდეები და გააცანით თანამშრომლებსაც. ისინი თქვენი გამორჩეული იდეებით აღფრთოვანდებიან. თუ გსურთ მონოტონურობაში არ ჩაიძიროთ, საინტერესო ცვლილებზე იფიქრეთ. სამსახურის მერე ყველაზე დიდი თერაპია თქვენთვის სახლში დასვენებაა. სიმშვიდე, მყუდროება და გონების დასვენება ჰაერივით გჭირდებათ. ამ კვირის განმავლობაში, პირად ურთიერთობებში მცირე ცვლილებებსაც ელოდეთ. თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელსაც თქვენი გაბედნიერება და გამხიარულება სურს.  ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული. მიეცით მას შანსი, გააკეთოს ის, რაც მოფიქრებული აქვს. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
 


 



სასწორი

ამ კვირის განმავლობაში მცირე უსიამოვნებებს წააწყდებით. მეზობელი ან ხმაურიანი ნათესავი თავისი საქციელით ან ნათქვამით ძალიან ცუდად იმოქმედებს თქვენს ნერვებზე. მათ შესაძლოა, თქვენი პირადი თუ არაპირადი საქმეებიც განიხილონ და ამ ცნობისმოყვარეობამ, დიდი შანსია ,გაგაღიზიანოთ. თუ ვინმე თქვენი პირადი ცხოვრებით უზომოდ ინტერესდება, მიუგეთ შესაბამისი პასუხი. გააცანით მათ თქვენი წესები და პრინციპები. თუ არ დაემორჩილებიან, უმჯობესი იქნება ურთიერთობა გაწყვიტოთ. ჭორიკნობას სიკეთე არ მოაქვს. სიყვარულში ან ბიზნესში მეტოქე გამოგიჩნდებათ. ეს გამოწვევა თქვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენაში დაგეხმარებათ.


 



მორიელი



ამ კვირის განმავლობაში თქვენი პირადი ცხოვრება სიხარულითა და აღტაცებით დაიტვირთება. გამოიყენეთ ეს პერიოდი და მაქსიმალურად ისიამოვნეთ. როცა თქვენს ფიზიკურ თუ სულიერ მოთხოვნილებებს უგულებელყოფთ, გაბრაზებული და გაზიღიანებული ხდებით. მარტო ხართ და სიყვარულს ეძებთ? ეს კვირა თქვენთვის განსაკუთრებულად წარმატებული იქნება. ახალი ურთიერთობის დაწყებისას ნუ იჩქარებთ. ეტაპობრივად მიეცით მას დრო, რათა განვითარდეს. ასევე, კონკრეტული საკითხები გადაწყვეტას საჭიროებს და დრო,ა დაწყებული საქმეები დაასრულოთ. მოსალოდენლია ადამიანებს ენდოთ, მაგრამ იმედი გაგიცრუვდეთ, თუმცა ეს თქვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.


 



მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული არდადეგების მოწყობას გეგმავთ? თუ ფინანსურად გასწვდებით, დაჯავშნეთ სასტუმრო რომელიმე ზღვისპირა კურორტზე. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთმანეთის გვერდით, მით უფრო დაახლოვდებით და უკეთ გაიცნობთ ერთმანეთის ხასიათს. რაც შეეხება კარიერას, სამსახურში კონკრეტული პიროვნებები თავიანთი ახირებულობით თქვენს გაღიზიანებას იწვევენ. ისინი მუდმივად ცდილობენ, თქვენთან ახლოს იტრიალონ და ამოსუნთქვის საშუალება არ მოგცენ. იქნებ რამე მოიფიქროთ სიმშვიდის მოსაპოვებლად? ნუ მოეგრიდებათ იყოთ პირდაპირიც. ასევე, შეამოწმეთ, არის თუ არა დაცული თქვენი ელექტრონული ფოსტა ან სოციალური ქსელები? შესაძლოა, ვინმემ თქვენს სოციალურ სივრცეში ფარულად შემოსვლა სცადოს.


 


 


თხის რქა

იმაზე მეტს მუშაობთ, ვიდრე რომელიმე სხვა ნიშნის წარმომადგენელი. მიუხედავად გადაჭარბებული მუშაობისა და დაღლისა, თქვენი პროდუქტიულობის ხარისხი არ მცირდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, დასვენება აუცილებელია. მხოლოდ საქმეზე ორიენტირებულობა არ იქნება გონივრული. კარიერულ პასუხისმგებლობებს პირადი ცხოვრებაც შეუთავსეთ. დაბალანსებული ცხოვრება იდეალური გამოსავალი იქნება. ამ კვირის განმავლობაში ბევრ სოციალურ ივენთზე მიიღებთ მოსაწვევს. თუ მარტო ხართ, გამოიყენეთ ეს შანსი. გაერთეთ და გაიცანით ახალი ადამიანები. ასევე, ამ კვირაში დიდი ხნის მეგობარს გადაეყრებით და ამ სასიამოვნო შეხვედრით გაოცებული დარჩებით.


 



მერწყული

თუ გსურთ, ბოლო დროს გაცნობილ მიმზიდველ ადამიანთან თავი არ დაკარგოთ, ფრთილად იყავით და აკონტრეოლეთ ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ იგი მენტალურად და ვიზუალურად მოგწონთ, მალე მიხვდებით, რომ თქვენი ტიპაჟის არ არის. საერთო ღირებულებების არქონა გადამწყვეტ როლს ითამაშებს. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, უფრო მეტად იგრძნობთ მასთან ყოფნის სითბოსა და სიყვარულს. თქვენს რჩეულთან მეტი დროის გატარების სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენს პირად ცხოვრებაში სიურპრიზს ელოდეთ. ასევე, დრო გამოყავით ისეთი საქმისთვის, რაც ქველმოქმედებას ისახავს მიზნად. გაიცნობთ ახალ ადამიანებს და თქვენი დიდი სანაცნობო წრე კიდევ უფრო გაიზრდება.


 


 



თევზები

ამ კვირის განმავლობაში თქვენი ემოციური დისბალანსი დასტაბილურდება და სიმშვიდეს ჰპოვებთ. ამ პროცესში კონკრეტული პიროვნება დაგეხმარებათ. იგი იმაზე მეტს ნიშნავს თქვენთვის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამ კვირაში ემოციური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების გატარება მოგიწევთ. ოჯახის წევრებთან მეტი დრო უნდა გაატაროთ. სიახლე გწყურიათ? იქნებ სახლის ინტერიერი შეცვალოთ? შესაძლოა. ისეთ ადგილას დაბრუნდეთ, სადაც ბავშვობა გაატარეთ. ამ კვირის განმავლობაში, მეგობრებმა ან თანამშრომლებმა შესაძლოა, სახლში მყუდრო საღამოს მოწყობა გთხოვონ. ნუ იტყვით უარს ამ წინადადებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?