რომანტიკოსი ქალების ტოპ სამეული (+ გიფები)

ჰოროსკოპი

13 ივნისი 14:00, 2015 წელი

როცა მათთან გაქვთ ურთიერთობა, ფრთხილად იყავით - ნებისმიერი უხეში სიტყვით თუ დაუფიქრებელი საქციელით მარტივად ატკენთ გულს.

თევზები


თევზები შინაგანად  ყველაზე მეოცნებე და რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც დაბადებიდან თან ახლავს სურვილი, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყუროს. ხოლო როცა ცხოვრების სისასტიკეს პირისპირ ეჯახებიან, რამე დასკვნებს კი არ აკეთებენ, ღრმად ჩაყვინთვას ამჯობინებენ, იქ, სადაც ყველაფერი ზღაპრულად ლამაზია. თევზები ათასგვარ ფანტაზიებს ხლართავენ და თავად იჯერებენ საკუთარ გამოგონილ აზრებს. თევზების ოცნებებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით. არ დააფრთხოთ, თორემ ამას არასოდეს დაგივიწყებთ და არ გაპატიებთ. უკეთესი იქნება, თუ ამ ოცნებებისა და მიზნების მიღწევაში დაეხმარებით. შეეცადეთ, უკმაყოფილება არ გამოხატოთ, არ იწუწუნოთ და არ გააკრიტიკოთ. მგრძნობიარე და რომანტიკოსი თევზები მხოლოდ სიყვარულით ქორწინდებიან.
მათ გადაჭარბებული რომანტიკული წარმოდგენა აქვთ სიყვარულზე. ისინი ხშირად მოწყვეტილნი არიან რეალურ სამყაროს და ილუზორულ, წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ. თევზებში თავმოყრილია რბილი, დამყოლი გრძნობები და სურვილები. სიყვარულის, ჰარმონიის, სიმშვიდის, გაგებისა და სულიერი ერთიანობის ძლიერი წყურვილი. მათთვის დამახასიათებელა სინაზის, სითბოს, ჩახუტების ძლიერი მოთხოვნილება. სიყვარულში ისინი მთლიანად უძღვნიან თავიანთ თავს საყვარელ ადამიანს. ძალიან ბევრს გასცემენ, შეუძლიათ მსხვერპლის გაღებაც, თუმცა სანაცვლოდ იმავეს ვერ იღებენ, რაც ხშირად დეპრესიის მიზეზი ხდება. ხშირ შემთხვევაში თევზების რომანტიკული წარმოსახვები ნეგატიურად აისახება მათ ცხოვრებაზე. ეს ნიშანი მთლიანად გრძნობების ბადეში ეხვევა და საღად აზროვნების უნარს კარგავს. თევზებს უყვართ ძილი, ოცნება და საათობით ფანტაზიორობა.


 





კირჩხიბი


კირჩხიბის საყვარელი დრო მთვარიანი ღამეა. სწორედ ღამით, იდუმალებით მოცულ ვერცხლისფერ შუქზე კირჩხიბი თავის ოცნებებს ეძლევა. მთვარის ჯადოსნური შუქი იდეალურად ერწყმის ზოდიაქოს ამ ნიშნის ცვალებად და რომანტიკულ ხასიათს. კირჩხიბი უჩვეულოდ ემოციური ნიშანია. საზრუნავს და დარდს მათი ლოგინად ჩაგდება შეუძლია, ხოლო სიხარულს – განკურნება. ეს ნიშანი არასდროს დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია – იქნება ეს მეგობარი, ნივთი თუ სამსახური. კირჩხიბი საზოგადოებისგან  ყოველთვის მოწონებას ელოდება. ღრმა გრძნობებით და ძლიერი განცდებით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ამჟღავნებს, შინაგან მღელვარებასა და დაძაბულობას თვალებით გასცემს. ძალიან სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. როცა პირად ურთიერთობებში ოდნავ სიცივეს გრძნობს, სწაფად ეცვლება ემოციური მდგომარეობა და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვარდება. ძალიან ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის და ამიტომ ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ  მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას. ზოდიაქოს ეს ნიშანი მიჯაჭვულია ოჯახზე, ძველ მეგობრებზე, წარსულზე, ნაცნობ ადგილებზე. სიყვარულში ძალიან რომანტიკული და ნაზია, ყოველთვის ახსოვს დაბადების დღეები, წლისთავები, ოჯახური ზეიმები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. სიყვარულში ეძებს მზრუნველობას, მხარდაჭერას, მარტოობისგან ხსნას. მისთვის მნიშვნელოვანია, თავს საჭიროდ გრძნობდეს. სწორედ სიყვარულის ძალით ავლენს ის თავის ძალაუფლებას სხვებზე, როდესაც ზრუნავს და იცავს საყვარელ ადამიანებს.


 



 


 


 


სასწორი


რომანტიკოს ზოდიაქოს ნიშნებში სასწორი მესამე ადგილზეა. მისი წარმოსახვის უნარი უსაზღვროა. სასწორი მთელი ცხოვრება სილამაზის ძიებით არის დაკავებული. მას იზიდავს ყველაფერი მშვიდი, ჰარმონიული, დაბალანსებული, გაწონასწორებული და ესთეტიკურად სასიამოვნო. ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარეა, ნებისმიერი უხეში სიტყვა თუ დაუფიქრებელი საქციელი მარტივად სტკენს გულს. თუ სასწორ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, ფრთხილად იყავით და სანამ რამეს იტყოდეთ ან მოიმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით. შეყვარებულ სასწორებს რომანტიკული სულისკვეთება უორმაგდებათ და საოცარ იდეებს იგონებენ. რომანტიკანარევი სიყვარული ამ ნიშნის  მეორე ბუნებაა. მისი დიდი სურვილია, გარშემომყოფები გააბედნიეროს და თავადაც ბედნიერი იყოს. სასწორისთვის ჰარმონია აუცილებელია ყველგან და ყველაფერში, იქნება ეს ურთიერთობა, ყოველდღიური ყოფა, სამსახური თუ ოჯახი. სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები მთელ თავის ძალებს ხარჯავენ ჰარმონიის დასამყარებლად. უნარი აქვთ, თითქმის ყველა ადამიანს გაუგონ, მთავარია, კამათი და დაძაბულობა თავიდან აირიდონ. კრიზისულ სიტუაციებშიც კი შეუძლიათ, საყვარელ ადამიანს გაუგონ და სკანდალები თავიდან აიცილონ. სასწორებს პარტნიორობის ძლიერი მოთხოვნილება აქვთ. მუდმივად საყრდენს ეძებენ თავის გარემოცვაში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ პრობლემებსა და სულიერ მდგომარეობაზე ემოციური გამოხმაურება იმ ადამიანებისგან, ვისთანაც რაიმე ფორმით არიან დაკავშირებულნი.


 


საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?