15 - 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

15 ივნისი 00:01, 2015 წელი

მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ნუ იქნებით ორიენტირებული, მეტი ყურადღება ახლობლებსა და პარტნიორს დაუთმეთ. ამ კვირის განმავლობაში რეკომენდებულია ოჯახში მეტი დროის გატარება.

ვერძი
ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც  მოგვარებული გეგონათ, კვლავ მოითხოვს თქვენს ყურადღებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ამ პრობლემებთან გამკლავებას კონკრეტული ადამიანების დახმარებით მოახერხებთ. ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს. აქცენტი ფუნდამენტურ საკითხებზე გადაიტანეთ. სერიოზულ საკითხებს მარტივ პასუხებს ნუ გასცემთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მარტო ნუ მიიღებთ. ორივე ერთად უნდა შეჯერდეთ საბოლოო პასუხზე. ნუ იქნებით ჯიუტი და პარტნიორისგან ნუ მოითხოვთ მთელი დროის დათმობას. ამ კვირის განმავლობაში თქვენი სასიყვარულო კავშირი გამყარებას დაიწყებს, მთავარია, მომთმენი და ყურადღებიანი იყოთ.


 



კურო
ბევრს მუშაობთ და ცდილობთ, გარშემომყოფები გაამხიარულოთ, თუმცა რჩება გარკვეული პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. საბედნიეროთ, მოთმინება და ნებისყოფა გაქვთ, რაც საშუალებას გაძლევთ, ყველაფერი თანმიმდევრობით და აუღელვებლად გააკეთოთ. მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ნუ იქნებით ორიენტირებული. მეტი ყურადღება ახლობლებსა და პარტნიორს დაუთმეთ. პირად ურთიერთობებში სრულყოფილებას ესწრაფვით, თუმცა ჯობია, დიდი მოლოდი არ გქონდეთ. შესაძლოა, ადამიანებმა გული გატკინონ, მთავარ პრიორიტეტად ერთგულება და ნდობა განსაზღვრეთ. ამ ორი კომპონენტის გარეშე ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ.


 



ტყუპები
ამ კვირის განმავლობაში თავს შეგახსენებთ ის პრობლემა, რაც ჯანმრთელობის მხრივ მუდმივად გაწუხებთ. თქვენი სხეული ტემპის შენელებას და დასვენებას ითხოვს. ყოველდღე გარკვეული პერიოდით განიტვირთეთ და დაისვენეთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ამ რეჟიმს სწორი კვება და ვარჯიშიც შეუთავსეთ.  საინტერესო და სახალისო შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. არჩევანი რომელზეც არ უნდა შეაჩეროთ, არ ინანებთ. სამსახურში შესაძლოა, დილემის წინაშე დადგეთ. კონკრეტულ შემოთავაზებას მიიღებთ, თუმცა სანამ პასუხს გასცემდეთ, კარგად დაფიქრდით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ რომანტიკულ რისკზე წასვლა გსურთ, ნუ გადადებთ. თუ მარტო ხართ, შესაძლოა, ახალი თავგადასავალიც დაიწყოთ.


 



კირჩხიბი
ამ კვირის განმავლობაში ძველ და დავიწყებულ პროექტზე მუშაობას მიუბრუნდებით. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომელიც სამუშაოს დროებით მოგწვეტთ. ჩადეთ მცირე ინვესიტიცა და დრო ამ საქმეში და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თუ მეტი ფულის გამომუშავება გსურთ,  უფრო დიდ ორგანიზაციაში მუშაობაზე იფიქრეთ. რეკომენდებულია უნივერსიტეტი, საავადმყოფო ან სამთავრობო სექტორი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საყვარელ ადამიანთად დაპირისპირებისა თუ უთანხმოების გამო დროებით დაშორებაა მოსალოდნელი. ამ ურთიერთობას არც ერთი მხარე არ აღიქვამს როგორც განსაკუთრებულს და დიდი ხნის წინ დაწყებული დაძაბულობა საბოლოოდ ამოხეთქავს.


 



ლომი
თუ მარტო ხართ და სიყვარულს ეძებთ, მაგრამ ჯერჯერობთ ვერ გიპოვნიათ, შესაძლოა, ამ ფაქტორის გამო სასოწარკვეთაში ჩავარდეთ და პესიმისტურად დაიწყოთ მსჯელობა. კარგი იქნება, თუ ემოციებს გააკონტროლებთ. არ შეწყვიტოთ ძიების პროცესი. გახსოვდეთ, პირველი შთაბეჭდილება სანდო არ არის. რასაც ადამიანის გაცნობისას იფიქრებთ, შემდგომ მცდარი აღმოჩნდება, ასე რომ არ იჩქაროთ შეფასებისას. ამ კვირის განმავლობაში რეკომენდებულია ოჯახში მეტი დროის გატარება. ოჯახის წევრს, რომელიც რთულ სიტუაციაშია, თქვენი დახმარება სჭირდება. ასევე, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფების კრიტიკას, რომლებიც თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლას გთავაზობენ.


 



ქალწული
ახალი უნარ–ჩვევების შეძენა–გამომუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც დაგეგმეთ, იმას მიჰყევით. თუ გზადაგზა იმედგაცურება შეგხვდათ, მთელი ყურადღება ისეთ აქტივობებზე გადაიტანეთ, რომლებსაც, როგორ წესი, მდგომარეობიდან მარტივად გამოყავხართ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თქვენი პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს ურთიერთობაში კონკრეტული ცვლილებების შეტანას. ერთფეროვნებამ და რუტინამ უკვე პიკს მიაღწია. დაფიქრდით, იქნებ მისი მოთხოვნა არცთუ უსაფუძვლოა. დროებით დაივიწყეთ თქვენი სიჯიუტე და ცხოვრებაში სიახლის შეტანაზე იზრუნეთ. მოისმინეთ პარტნიორის იდეები და შემდგომ თქვენი აზრიც გააცანით, ერთობლივად ამ ჩიხიდან გამოსვლას შეძლებთ.


 



სასწორი
ამ კვირის განმავლობაში პირად ცხოვრებაში მცირე უთანხმოებები წარმოიშობა. იმის გამო, რომ ძველ მეგობართან ან ყოფილ პარტნიორთან დაკონტაქტება მოგიწევთ, შესაძლოა, თქვენი ამჟამინდელი პარტნიორი განაწყენდეს. იგი თქვენს მიზეზსა და ახსნა–განმარტებებს არ ეთანხმება. ძალიან არ გიყვართ, როცა პირად ურთიერთობაში დაძაბულობა შემოდის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ამ ნეგატიური ფატქორის თავიდან არიდება. რაც შეეხება კარიერას, დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ და შეთავსებით სხვა სამსახურის პოვნას იფიქრეთ. გარშემომყოფები თქვენს ენთუზიაზმსა და ენერგიულობას პოზიტიურად პასუხობენ და აფასებენ.


 



მორიელი
ამ კვირის განმავლობაში შეუთავსებელ მოვლენებსა და გარემოებებს ელოდეთ.  პირადი ურთიერთობების კუთხითაც უკეთესობა არ შეინიშნება. ნუ დაამყარებთ დიდ მოლოდინს რომანტიკულ ურთიერთობაზე. შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. მიუხედავად თქვენი ინტუიციისა,ზოგჯერ ვერ ხვდებით, როდის რას უნდა ელოდეთ. შესაძლოა, ადამიანების ნდობისას დაეჭვდეთ, სწორად იქცევით თუ არა. კონკრეტულ პიროვნებასთან აუცილებლად დაკავშირება მოგიწევთ, თუმცა მას როგორც საცხოვრებელი, ისე ტელეფონის ნომერი გამოცვლილი აქვთ. შესაბამისად, საქმის მოგვარებაში ხელი შეგეშლებათ. თუმცა ალტერნატივა ყოველთვის არსებობს.


 



მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში დიდი აურზაური გაქვთ და ჯობია, დროებით უკან დაიხიოთ. ნუ გამოიტანთ საჯაროდ თქვენს პირად პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესი სხვისი ცხოვრებისადმი ყოველთვის დიდია, ჯობია, მათგან შორს დაიჭიროთ თავი. ოჯახის წევრი, მეგობარი ან კოლეგა ჯანრთელობის პრობლემების გამო თქვენგან დახმარებას და თანადგომას მოითხოვს. თქვენ კეთილი საქმის კეთება არასდროს გეზარებათ და ამ შემთხვევაშიც გაუწოდებთ მათ დახმარების ხელს.  ასევე, ამ კვირის განმავლობაში თქვენი  პირადი ცხოვრება ცვლილებების ქარცეცხლში გაივლის. თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ასევე, ამ კვირაში მცირე ფინანსურ წახალისებას ელოდეთ.


 



თხის რქა
კონკრეტული ადამიანები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევენ. მათი მხრიდან დაუსრულებელი საუბარი მიღწეულ წარმატებაზე გაზვიადებული გეჩვენებათ. თქვენთან ამ ფორმით საუბარი ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს მათ შური და ეგოიზმი ამოძრავებთ და სურთ, დაგიმტკიცონ რომ თქვენზე უკეთ მუშაობენ. ნუ მიაქცევთ ამ ფაქტორს ყურადღებას. შესაძლოა კონრეტულ პირვნებასთან მეგობრობის გაგრძელებაზე დაფიქრდეთ და ეჭვი შეგეპაროთ. 
ამ კვირის განმავლობაში თქვენს სოციალურ ცხოვრებაში მცირე არეულობები იქნება. შესაძლოა, კონკრეტული ადამიანები ტყუილშიც გამოიჭიროთ. წინ ახალი კარიერული შემოთავაზება გელოდებათ.


 


მერწყული
განმარტოების პერიოდის გასვლის შემდგომ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცევით. თავისუფლება მოგეანატრებათ, თუმცა თქვენ საზოგადოების სული და გული ხართ და ეს პოზიცია უზომოდ გხიბლავთ. გამოიყენეთ ეს კვირა კოლეგებში მცირე წყენისა და განსხვავებულობისა თუ გაუცხოების შეგრძნების აღმოსაფხვრელად. მათთან გულწრფელი საუბრის მერე ვითარება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ძველი დამოკიდებულებას კვლავ აღდგება. ამ კვირის განმავლობაში სერიოზული იმიჯისგან შორს იქნებით. შესაძლოა, პარტნიორიც გაანაწყენოთ, თუ მის ნათქვამს ყურადღებით არ მოეკიდებით. სწორი კომუნიკაცია ვიტალურად საჭიროა ნებისმიერ ურთიერთობაში.


 



თევზები
ამ კვირის განმავლობაში თქვენი რომანტიკული ცხოვრება ოდნავ აირევა. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენი ურთიერთობის ბორბალი ღრმა ნაკვალევში ჩავარდა და ამოსვლა უჭირს. ჩიხიდან გამოსვლა ყოველთვის შესაძლებელია, თუკი ორივე მხარე მონდომებულია. თქვენ ბუნებით გაქვთ ბოძებული კრეატიული და წარმოსახვითი გონება, შეგიძლიათ, არსებული დაძაბულობა შეცვალოთ. მოუხმეთ უნარ–ჩვევებს, შემოქმედებითობას და რამე კონკრეტული დაგეგმეთ. ასევე, მედიაცია ან იოგა პოზიტიურ გავლენას იქონიებს თქვენს სულიერ და ფიზიკურ გაკაჟებაზე. ბოლო დროს კარიერულ ცხოვრებაში სტრესისა და დაძაბულობის გადატანა მოგიხდათ, ნელ–ნელა ამ დისკომფორტისგან გათავისუფლდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?