6-11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

6 ივლისი 01:30, 2015 წელი

წარმატება კარიერაში, ნაკლები სტრესი და მეტი გართობა. რა რეკომენდაციები აქვთ ასტროლოგებს?

ვერძი




ამ კვირის განმავლობაში, სტრესულ მომენტებთან გამკლავება მოგიწევთ. სამწუხროდ, სირთულიდან თავის დაღწევა მარტო მოგიწევთ. სანამ დამოუკიდებლად იმოქმედებთ, ნამდვილი მეგობრისა და ახლობლის რჩევასაც მოუსმინეთ. ეს კვირა შემოქმედებითი კუთხით სასარგებლოა. თუ წერთ ან ხატავთ, ეს კვირა სწორედ ამ აქტივობებისთვის გამოიყენეთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, შესაძლოა საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. მეტი კრეატივი და ნაკლები ჩაკეტილობა.


 


 


კურო




პარტნიორთად არასწორი კომუნიკაციის გამო შესაძლოა ურთიერთობის დისკომფორტი შეგექმნათ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, ეს დაძაბულობა დროებითია და კვირის ბოლოს ნელ–ნელა სიტუაცია დასტაბილურდება. ურთიერთობის დალაგების შემდგომ, სასურველია პარტნიორთან ერთად დაგეგმოთ შვებულება და რაც შეიძლება მეტი გასართობი აქტივობა ჩართოთ ამ პროცესში. რეკომენდირებულია ბუნებასთან ახლოს იყოთ. სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე ყოფნა დაგამშვიდებთ და განიტვირთებით.


 


 


ტყუპები




მეტი იმუშავეთ თქვენ თავზე, გაიღრმავთ ცოდნა და გამოიყენეთ ფარული ტალანტი. ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა ყოფილი პარტნიორი გამოჩნდეს ასპარეზზე. კარგად დაფიქრდით წარსულზე და  სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. თუ შვებულება ჯერ არ დაგიგეგმავთ, გამოიყენეთ ეს კვირა. გაემგზავრეთ ისეთ ადგილას, სადაც ზღვა და მზე იქნება. ასევე, გაიხალისეთ ცხოვრება ისეთი ნივთების შეძენით, რომელიც ყოველთვის გინდოდათ. მაქსიმალურად ასიამოვნეთ საკუთარ თავს.


 


 


კირჩხიბი




სანამ ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენი გეგმები სადუმლოდ შეინახეთ. ეს საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ და ივარჯიშოთ. სამსახურში გამოიჩინეთ თავი და რა ტალანტიც გაქვთ აუცილებლად გამოავლინეთ. ნუ იქნებით ჩრდილში. მოუხმეთ თავდაჯერებულობას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც შესაძლოა მოულოდნელად საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ. რამდენად პერსპექტიულია იქნება ახალი კავშირი, ამას თქვენი დამოკიდებულება და ნაბიჯები განსაზღვრავს.


 


 


ლომი




გრძნობებში გარკვეული ხართ? იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და პარტნიორთან. სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით, რადგან ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მართალია, ლომებს დომინანტობა და უფროსობა გიყვართ, მაგრამ პირად ცხოვრებაში დათმობაზე წასვლას უნდა მიეჩვიოთ. ურთიერთგაგებისა და ანგარიშგაწევის შედეგად თქვენი  სიყვარული უფრო ჰარმონიული გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი და დაძაბულობა არ აგცდებათ.


 


 


ქალწული




თქვენ საყვარელ ადამიანს დახმარება სჭირდება, რადგან გარკვეულ ინტრიგებშია გახლართული. ეხლა მიხვდებით, თუ როგორ სჭირდებით გარშემომყოფებს და რამდენად გენდობიან. რაც შეეხება კარიერას, სამსახურში საინტერესო შემოთავაზება გელოდებათ. შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობისკენ სწაფვა დაგიფასდებათ. ქალწულის თვისებებიდან გამომდინარე, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ერთ–ერთი საუკეთესო კადრია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც შრომისმოყვარეობას აფასებს.


 


 


სასწორი




სწავლა და კითხვა ინტელექტუალურ სტიმულირებას მოგცემთ. საბედნიეროდ, გამჭრიახი გონება გაქვთ და გამოიყენეთ ეს უნარი ახალი და სასარგებლო ინფორმაციის ასათვისებლად.  დაგღალათ რუტინამ? წინ საინტერესო შემოთავაზება გელოდებათ. ახალი გამოწვევა თქვენგან შრომასა და საზრიან ნაბიჯებს მოითხოვს. ენდეთ გუნდს, რომელთანაც მუშაობა მოგიწევთ. მონდომებას დაფასება როგორც ვერბალურად, ისე ფინანსურად აუციელბლად მოჰყვება.


 


 


მორიელი




მეგობართან შესაძლოა ურთიერთობა დაგეძაბოთ. თქვენი ხედვები ფუნდამენტურ საკითხებზე დიამეტრალურად განსხვავდება. ან მიიღებთ ამ რეალობას ან ურთიერთობის დასრულება მოგიწევთ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ და პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლით, სოციალური აქტივობები საშუალებას მოგცემთ ახალი და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. რეკომენდირებულია კვირის ბოლო ქალაქგარეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ


 


 


მშვილდოსანი




სამსახურში მცირე დისკომფორტი შეგექმნებათ. უფროსმა შესაძლოა დაუმსახურებლად გაგაკრიტიკოთ. ნუ მიაქცევთ ამ ფაქტორს ყურადღებას და მუშაობა ჩვეულ რიტმში განაგრძეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პასიური პერიოდი მალე დასასრულს მიუახლოვდება. ელოდეთ პოზიტიურ ძვრებს და მოემზადეთ საინტერესო სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ეს კვირა შვებულების დასაგეგმად მშვილდოსნებისთვის წარმატებულია. ნუ დაკარგავთ დროს და დაიწყეთ ფიქრი.


 


 


თხის რქა




ძალიან დაკავებული სამუშაო კვირა გელოდებათ. პროგრესი შეინიშნება. მუხლჩაუხრელ შრომას შედეგიც მოჰყვება. დამქირავებლისგან მადლობასა და წამახალისებელ პრემიასაც შესაძლოა ხელი გამოჰკრათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მონტონურობამ თავი მოგაბეზრათ, ისეთი რამ დაგეგმეთ, რაც ჯერ არ ჩაგიდენიათ. ზოგჯერ მცირე უწყინარი სიგიჟეები ურთიერთობას გამოსაფხიზლებლად სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქებს სიგიჟეების ჩადენა დიდად არ ხიბლავთ, ზოგჯერ გარისკვა ღირს.


 


 


მერწყული




მერწყულებისთვის ეს კვირა მოულოდნელობებით იქნება სავსე. ძველი პარტნიორი სასიყვარულო ასპარეზზე გამოჩნდება. ეცადეთ ემოციები გააკონტროლოთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მაგრამ თქვენი ურთიერთობა საკმარისად მყარი არ არის, ასტროლოგები გირჩევენ ძველ სიყვარულს კიდევ ერთი შანსი მისცეთ. მარტო ხართ? ფლორტის მოყვარული კონკრეტული პიროვნება თქვენი ყურადღების მიქცევას დააპირებს. ნუ იფიქრებთ ამ შემთხვევაზე სერიოზულად, მალე უფრო სერიოზული ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.


 


 


თევზები





თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ემოციური დრამა ნეგატიურად დაისახება განწყობაზე. ენდეთ ინტუიციას, რომელიც თქვენს ნიშანს ძალიან კარგად აქვს განვითარებული. მალე ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ვიტალურად გჭირდებათ განტვირთვა. სასურველია მეტი დრო ჰობის დაუთმოთ. ისეთ ქმედებებს მიმართეთ, რომლებიც გუნება–განწყობის ამაღლებას განაპირობებენ. ნაკლები სტრესი და მეტი გართობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?