13-19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 ივლისი 00:30, 2015 წელი

იყავით გულწრფელი გრძნობებში. თუ რამე არ მოგეწონებათ, პირდაპირ თქვით – ამ გზით უფრო გაგიმარტივდებათ ურთიერთობა.


ვერძი


ნუ იქნებით იმპულსური და ეგოცენტრული. გადაწყვეტილება, რომელსაც ამ კვირის განმავლობაში მიიღებთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც ეხება და სასურველია, მათი აზრიც მოისმინოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი გამოგიჩნდეთ, რისთვისაც გაორმაგებული შრომა მოგიწევთ. პირადი ურთიერთობებისთვის დრო არ გექნებათ. თუ პარტნიორი გყავთ, მესამე პირი თქვენს ცხოვრებაში ჩარევას დაიწყებს. თუ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამთ, შესაძლოა, უთანხმოება ვერ აირიდოთ.


 


 



კურო


ამ კვირის განმავლობაში კონკრეტული პიროვნება გრძნობებში გამოგიტყდებათ. გამოიყენეთ ეს შანსი, რომელიც თქვენი გულის აჩქარებას შეძლებს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მეტი ყურადღება და სიყვარული გამოავლინეთ. სამსახურში მეტოქეები გყავთ, რომლებმაც შესაძლოა, თქვენს პოზიციასა და თავდაჯერებულობას ძირი გამოუთხარონ. ფრთხილად იყავით და ყველას ნუ ენდობით. საბედნიეროდ, თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც სრულ მხარდაჭერას გამოგიცადებენ.


 


 



ტყუპები


მეგობრებიდან ზოგიერთი ისეთ გზას გიჩვენებთ, რომელიც არასწორია. მხოლოდ საკუთარ თავს და გულის კარნახს მიენდეთ. დამოუკიდებლად მანევრირებისთვის კრიტიკასა და ნეგატიურ შეფასებებს მოისმენთ. მაგრამ, ეცადეთ, ასეთი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. კონკრეტულ სიტუაციაში მიხვდებით, ვინ არის თქვენი რეალური მეგობარი. ეს კვირა რთული და დაძაბული იქნება, მაგრამ ნუ დაკარგავთ იმედს. პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ, რადგან ვითარება მალე დასტაბილურდება.


 


 



კირჩხიბი


თქვენი პირადი ცხოვრება ამ კვირის განმავლობაში სასიხარულო მოვლენებით დაიტვირთება. საუკეთესო შემოთავაზება გელოდებათ, რომელიც მეტ გართობასა და მხიარულებას მოგიტანთ. ამ პროცესში უახლოესი მეგობრები და საყვარელი ადამიანია ჩართული. მარტო ხართ? მიიღეთ საინტერესო რომანტიკული შემოთავაზება. დასაკარგი არაფერი გაქვთ. ასევე, ამ კვირაში რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. თუ შეცდომა დაუშვით, აღიარეთ. ჯობია, გულწრფელი იყოთ ადამიანებთან.


 


 



ლომი


თავის მოჩვენება, თითქოს ბევრი იცით, პრობლემებს მოგიტანთ. აღიარეთ, რომ კონკრეტულ საგანზე, რომელზეც ამ კვირის განმავლობაში შეხება გექნებათ, სრულყოფილი ცოდნა არ გაქვთ. საბედნიეროდ, ისეთი მეგობრები გყავთ, რომლებიც ხარვეზების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. მიიღეთ ეს სიტუაცია, როგორც პროფესიული ზრდის შანსი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ემოციების გამოხატვა და გრძნობებზე საუბარი გიჭირთ, რადგან გაღიზიანებული ხართ.


 


 



ქალწული


თქვენი პარტნიორი თქვენზე ძალიან მიჯაჭვულია. ამ კვირის განმავლობაში მას განსაკუთღებით სჭირდება თქვენი დახმარება. მოხალისეობრივი სამსახური სოციალურად მაღალი რანგის ადამიანებთან დაახლოების შანსს მოგცემთ. თქვენი შრომისმოყვარეობა ყველასთვის ნათელი გახდება. საუკეთესო მეგობარი შესაძლოა, ინტრიგების მსხვერპლი გახდეს, ამ შემთხვევაშიც თქვენი დახმარება გარდაუვალია. ასევე, ფრთხილად იყავით საბანკო ანგარიშებთან და ნუ გაუმხელთ დეტალებს ბიზნესპარტნიოს.


 


 



სასწორი


ნუ ელოდებით თქვენი პარტნიორის, მეგობრის ან ბიზნესპარტნიორისგან თავდადებას. თქვენს საკუთარ ინტერესებს სხვა ვერ დაიცავს. თუ ვინმე დაშანტაჟებას გეგმავს, მოუხმეთ თავდაჯერებულობასა და გამბედაობას. პირისპირ დაელაპარაკეთ მას და დაანახეთ, რომ თქვენი შეშინება მარტივი არ არის. გაოგნებული დარჩებით, თუ რა მალე მოგროვდება თქვენ გარშემო მხარდამჭერები. შესაძლოა, პირად ურთიერთობებში დაძაბულობა გაჩნდეს, რადგან ვერ ეგუებით იმ ფაქტს, როცა საყვარელი ადამიანი გეწინააღმდეგებათ.


 


 



მორიელი


სოციალური პასუხისმგებლობებისა და ერთობლივი ვალდებულებების კონფლიქტი არ აგცდებათ. თქვენი ლოიალური დამოკიდებულება მეგობრებთან ამ კვირის განმავლობაში გაიტესტება. თქვენი დიდი სურვილია, არავის აწყენინოთ და უღალატოთ, ამის გამო ბევრს თმობთ, თუმცა ბოლოს შესაძლოა, ეს ყველაფერი ყელში ამოგივიდეთ და ისე მოიქცეთ, როგორც გაგიხარდებათ. ამ კვირაში, თუ თქვენი მეგობრის მიპატიჟებაზე უარს იტყვით, მეორედ აღარ შეგეხმიანებათ. 


 


 



მშვილდოსანი


ეს კვირა მცირე უსიამოვნებებით იქნება დატვირთული. ნუ დაიღლებით იმ ადამიანზე ფიქრით, რომელიც სხვას ეკუთვნის. ნუ გაეკიდებით, გაუშვით თავის გზაზე. იმედგაცრუების გადასალახად ჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა სოციალური აქტივობები და სამსახურზე გადართვა დაგეხმარებათ. მთავარია, მოტივაცია არ დაკარგოთ. დროის გასაყვანად და მდგომარეობიდან გამოსაყვანად ისეთ ადამიანზე ნუ დაკარგავთ დროს, რომლისადმი არანაირი ინტერესი არ გაგაჩნიათ.


 


 



თხის რქა


ოჯახური კონფიქტები დაძაბულობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
თუ პარტნიორი არ თმობს, ჯობია კომპრომისზე თავად წახვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა არ დასტაბილურდება. დაძაბული გარემო არავისთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება კარიერას, სამსახურში მოსაგვარებელი საქმეები გელოდებათ. შესაძლოა, უფროსმა სხვისი გასაკეთებელი საქმეც თქვენ გადმოგაბაროთ.  ზედმეტმა შრომამ რომ არ გამოგფიტოთ, უქმე დღეები მშვიდ და სასიამოვნო ადგილას გაატარეთ.


 


 



მერწყული


ამ კვირის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმეები მოაგვარეთ. ჩაეწერეთ კონკრეტულ ექიმთან კონსულტაციაზე და დაემორჩილეთ ექიმის დანიშნულებასა და მითითებებს. შესაძლოა, დიეტის დაწყება და ადრე დაძინება მოგიწიოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ. თუ საჭირო გახდა, შვებულება აიღეთ. სასურველია, საღამო სახლში მყუდროდ გაატაროთ. ამ კვირის განმავლობაში დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოულოდნელად გესტუმრებათ.


 


 


 



თევზები


ეს კვირა საუკეთესოა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. თუ მარტო ხართ, ცვლილებებს ელოდეთ. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, პარტნიორს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. მხიარული იდეებით შეგიძლიათ, დღე საინტერესოდ გაატაროთ. იყავით გულწრფელი გრძნობებში. თუ რამე არ მოგეწონებათ, პირდაპირ თქვით. ამ გზით უფრო გაგიმარტივდებათ ურთიერთობა. ასევე, ამ კვირის განმავლობაში ფინანსური პრობლემები თავს იჩენს. რეკომენდებულია, თანხა მიზანმიმართულად ხარჯოთ.

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?