სამზარეულოს მტერი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

18 ივლისი 14:00, 2015 წელი

სამზარეულო ცეცხლოვანი ნიშნების აქილევსის ქუსლია. ამ ტერიტორიაზე სამივე წარმომადგენელს ცუდი მაჩვენებლები აქვს. პრობლემა მათ სისწრაფეში და საქმის მალე და მარტივად დასრულებისკენ სწრაფვაში ვლინდება.

ვერძი


სამზარეულოს ნომერი პირველი დაუძინებელი მტერი ვერძია.
ორივე სქესის წარმომადგენელი ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ეს განსაკუთრებით მამაკაცს ეხება, თან თუ მშიერია. 
იგი თავისი სულსწრაფი ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად ჩქარობს, ყველაფრის მალე მოსწრება სურს და ამ სისწრაფეში საქმესაც ხშირად აფუჭებს. საჭმლის კეთებას, ცხადია, დრო უნდა. სად შეუძლია ვერძს ლოდინი და სამზარეულოში ციბრუტივით ტრიალი? 
მშიერს ნახევრად მოუმზადებელი კერძის მირთმევაც შეუძლია. ასევე, ვერძს შეუძლია საჭმლის მომზადება დაიწყოს და შუა პროცესში ინტერესი დაკარგოს, დაწყებული საქმის გაგრძელება კი ოჯახის რომელიმე წევრს მოუწევს. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს დიდხანს თუ შეუშვებთ სამზარეულოში, ცეცხლის ალი ან მცირე აფეთქებები არ გაგიკვირდეთ.


 



 


ლომი


ცეცხლოვანი ნიშნის ამ წარმომადგენელს ურჩევნია, რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანში ივახშმოს. 
მას უყვარს როცა ემსახურებიან და თავს დიდებულად აგრძნობინებენ. 
თუ ლომი სამზარეულოში მაინც შეუშვით, მის მომზადებულ კერძს ან მარილი დააკლდება, ან რომელიმე ინგრედიენტი. 
ვერძისგან განსხვავებით, ლომი ძალიან არ ჩქარობს, მაგრამ იმდენჯერ ჩახედავს ღუმელში შემდგარ ქვაბს, რომ ბოლოს ეს „შემოწმებები“ კრახით სრულდება. სწორედ აქ ვლინდება ამ ნიშნის მოუთმენლობა. განსაკუთებით რთული ვითარება მაშინ იქმნება, თუ ლომი მშიერი ფუსფუსებს სამზარეულოში. სასურველია, ლომის ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა მარტივად მოსამზადებელი კერძების რეცეპტები ისწავლონ. 


 



 


მშვილდოსანი


მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული მამაკაცები სამზარეულოში მოუწესრიგებლობით გამოირჩევიან. 
თუ რამის კეთება დაიწყეს, ერთი ქვაბის ნაცვლად, რაც კი სამზარეულოშია, ყველას დასვრიან. თეფშები, ჩანგლები თუ კოვზები, ყველაფერი გადმოლაგებულია და დასვრილი. 
ზოგადად, ცეცხლოვანი ნიშნები სისწრაფით გამოირჩევიან. 
მშვილდოსანი ძალიან მოძრავი და მოუსვენარია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. თუ საჭმლის კეთება დაიწყო, სანამ მომზადება, სამზარეულოდან გადის, ვინმეს მოიკითხავს, ინტერნეტში შეძვრება, ამასობაში კი სამზარეულოში რაღაც იწვის. 
თუ მშვილდოსანმა მამაკაცმა თავის გამოჩენა და თქვენთვის რომანტიკული ვახშმის მომზადება მოინდომა, ჯობია, გადააფიქრებინოთ და რომელიმე რესტორანში წახვიდეთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?