20-26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

20 ივლისი 00:01, 2015 წელი

იმედგაცრუებისგან შექმნილ უხასიათობას ახლობლებსა და მეგობრებზე ნუ გადაიტანთ. თუ სამსახურში გატარებულმა ზედმეტმა საათებმა გადაგღალათ, ხმამაღლა გამოთქვით რასაც გრძნობთ და იფიქრეთ შვებულებაზეც.


ვერძი
 


ბიზნესპარტნიორთან ან ცხოვრების მეგზურთან შესაძლოა კონფლიქტი მოგივიდეთ, რაც განპირობებული იქნება ძალის დემონსტრირებით. თქვენ გაშინებთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა. საკუთარი ფულის ქონა უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას გიორმაგებთ. სამწუხაროდ, თქვენი პარტნიორი ზოგჯერ თანხას უაზროდ ხარჯავს, რაც თქვენს აღშფოთებას იწვევს. რაც არ უნდა სცადოთ, მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. ჯობია  ისეთი მიიღოთ, როგორიც სინამდვილეშია. რეკომენდირებულია ცალ-ცალკე ანგარიშები გახსნათ. თქვენს ფინანსებს ამ გზით უკეთ გააკონტროლებთ.


 


 



კურო
 


მოსაწყენი და ორდინალური უქმე დღეების დასრულების შემდგომ, ეს კვირა სოციალური თუ რომანტიკული მიმართულებით მოულოდნელობებით სავსე იქნება. სხვადასხვა ივენთები თქვენს ოპტიმიზმს გამოაცოცხლებს. სიყვარულში თავს იღბლიანად ჩათვლით და შესაძლოა რისკზეც წახვიდეთ. თუ რისკმა არ გაამართა, მაინც კმაყოფილი დარჩებით. თუ მარტო ხართ და სასიყვარულო ასპარეზზე კონკრეტული პიროვნება გიზიდავთ, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. ასევე, სასურველია, დრო ფიზიკურ აქტივობასაც დაუთმოთ. დაიწყეთ ვარჯიში და სწორი კვება.


 


 



ტყუპები
 


თუ ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა გადაწყვიტეთ, ნუ იყოყმანებთ. ურთიერთობის გახალისება გსურთ?  მეტი დრო დაუთმეთ თქვენს პარტნიორს. იფიქრეთ არაორდინალურ სიურპრიზებზე. ამ გზით, ერთმანეთში ურთიერთგაგებისა და დაფასების ხარისხს გაზრდით. ამ კვირის განმავლობაში, შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობებიც დაგეკისროთ. თავს დაფასებულად იგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფასება დაგვიანებული გეჩვენებათ, მაინც სასიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავთ. ასევე, სასურველია ამ კვირაში შვებულება დაგეგმოთ.


 


 



კირჩხიბი
 


ამ კვირის განმავლობაში მეგობრის დამოკიდებულებაში ცვლილებებს შეამჩნევთ. საზოგადოებაში მისი თქვენდამი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე პირად ურთიერთობებში. ეს ცვლილება  ნელ-ნელა სხვებისთვისაც უფრო თვალშისაცემი გახდება. ზოგჯერ ადამიანებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს საიდუმლოს მალავთ. თუ გარშემომყოფები ნაკლები პატივისცემით გექცევიან, ჯობია ასეთ ადამიანებს შეეშვათ. ნუ იდარდებთ საზოგადოების გამოხმაურებაზე. დაიცავით საკუთარი ინტერესები და იმოქმედეთ გულის კარნახით.


 


 



ლომი
 


ამ კვირის განმალობაში სწავლის ან მუშაობის რთული პერიოდი დასრულდება.  სასურველია მოეშვათ და დაისვენოთ. შეგიძლიათ მცირე წვეულებაც მოაწყოთ. დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანები და გაერთეთ. ბოლო პერიოდში სოციალურ აქტივობებს ჩამოშორებული იყავით. თუ სახლიდან გასვლა არ გსურთ, შეგიძლიათ წვეულება სახლშიც მოიწყოთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, შესაძლოა პარტნიორმა ყოფილ შეყვარებულთან კონტაქტი დაამყაროს. ამ ფაქტის გაგება ნეგატიურად აისახება განწყობასა და მასთან დამოკიდებულებაზე. კარგი იქნება, თუ დასხდებით და გაერკვევით ყველაფერში.


 


 




ქალწული


ფულის შოვნისთვის ფული ხარჯვა მოგიწევთ. ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. გადაღლის შემთხვევაში განმარტოება ჰაერივით დაგჭირდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რომანტიკულ ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობა გაჩნდეს, რაც ხედვებისა და ღირებულებების აცდენით იქნება განპირობებული. გამორიცხული არ არის, დაშორებაზე ფიქრიც დაიწყოთ. თუ მარტო ხართ, ახალგაცნობილი ადამიანი თავისი ქმედებით გაგაკვირვებთ. თქვენ გამო მან შესაძლოა, მთელი თავისი გეგმები მთლიანად გადააწყოს. ეს ფაქტი უხერხულობის შეგრძნებას მოგგვრით.


 


 



სასწორი
 


კარიერაში მცირე უთანხმოება გელოდებათ. ფრთხილად იყავით. ნუ დაიწყებთ კამათს ავტორიტეტულ პიროვნებასთან, რადგან შესაძლოა ამით თქვენი კარიერა დაინგრეს. ეს კვირა ფინანსურადაც არც ისე წარმატებული იქნება. ბევრი გადასახადი დაგიგროვდათ და ჯობია თანხები მიზანმიმართულად გაანაწილოთ. შესაძლოა გრანდიოზულ წვეულებაზე დაგპატიჟონ. თუ გართობა გწყურიათ, ეს საუკეთესო შანსია, რადგან დროს იმაზე უკეთ გაატარებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.  თუ თქვენი რომელიმე მეგობარი უჩვეულოდ ჩუმია, დაელაპარაკეთ მას, ჰკითხეთ, რა აწუხებს. ასევე, ამ კვირაში შესაძლოა, საიდუმლო გაიგოთ.


 


 



მორიელი
 


ამ კვირის განმავლობაში ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს ვიღაც თქვენს თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებს. ეს ვიღაც,  შესაძლოა, პარტნიორი აღმოჩნდეს, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე თქვენს გაკონტროლებას ცდილობს. ასეთ სიტუაციაში,  გულწრფელი საუბარი ორივესთვის აცუილებელია. გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეზღუდვას ვერ ეგუებით, ეს ურთიერთობა დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება კარიერას, სამსახურში შესაძლოა, ადრე დაშვებული შეცდომისთვის გაგამართლონ, რის შემდეგაც თავს უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ.


 


 



მშვილდოსანი
 


არამდგრადი რომანტიკული გატაცება იმედგაცრუებას მოგიტანთ. ძალიან ბევრ ღირებულ დროსა და ენერგიას ხარჯავთ ისეთ პიროვნებაზე, რომელიც თქვენით სერიოზულად დაინტერესებული არ არის და არც გულწრფელობით გამოირჩევა. ეს კავშირი განსაკუთრებით მომწამვლელია თქვენთვის, ასე რომ თავის მოტყუებას ჯობია სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. იფიქრეთ კარიერაში წინ წაწევაზე და იმუშავეთ მეტი საკუთარ თავზე. თუ სამსახური გაქვთ და მუშაობისგან გადაღლილობას გრძნობთ, დაგეგმეთ შვებულება. სასურველია სიმშვიდე და ბუნებასთან ახლოს ყოფნა.


 


 



თხის რქა
 


ისეთ სამსახურზე იფიქრეთ, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენთ და დაფასებაც შესაბამისი გექნებათ. იმედგაცრუებისგან შექმნილ უხასიათობას ახლობლებსა და მეგობრებზე ნუ გადაიტანთ. თუ გრძნობთ, რომ ნეგატიური ემოციები გეძალებათ, მიუბრუნდით საქმეს და დრო ამ გზით გაიყვანეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მარტო ხართ, სასიყვარულო ასპარეზზე კონკრეტული პიროვნება თქვენი ყურადღების მიქცევას ეცდება, თუმცა სამწუხაროდ, თქვენგან გამოხმაურება არ იქნება.  იქნებ პირადი ცხოვრების აწყობაზე იფიქროთ? მხოლოდ საქმეზე ფოკუსირება დამღლელია. ცვლილებები ვიტალურად გჭირდებათ.


 


 



მერწყული
 


გარშემომყოფები გაწეული ძალისხმევისთვის თქვენგან დაფასებას ითხოვენ.
ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებისა და პოზიტიური შეფასებების გაცემას. თუ სამსახურში გატარებულმა ზედმეტმა საათებმა გადაგღალათ, ხმამაღლა გამოთქვით რასაც გრძნობთ და იფიქრეთ შვებულებაზეც. თავი შეიკავეთ კამათისგან. ჯობია ყველაფერი თქვენი ძალებით მოაგვაროთ. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას იმ ადამიანებთან, რომლებსაც საქმის არსი არ ესმით. ამ კვირის განმავლობაში, სამსახურში მოსალოდნელია საპასუხისმგებლო დავალება მოგცენ. მოერიდეთ სამუშაო ადგილას მტრების გაჩენას.


 


 



თევზები
 


ფინანსური საკითხები ერთგვარ ზეწოლას მოახდენს პირად ურთიერთობაზე. საოჯახო დანახარჯებსა და ფულის შეგროვებას შორის ბალანსი უნდა დაამყაროთ. თუ დიდი ხანია მარტო ხართ, ეს იმიტომ ხდება რომ თავს ძალიან იცავთ და არ აძლევთ ადამიანებს შანსს, თქვენით დაინტერესდნენ. იმუშავეთ სხვებთან ნდობის დამყარებაზე. საქმის წამოწყებისას ნუ დაეყრდნობით მეგობარს, ყველაფერი თავად განახორციელეთ. თუ პარტნიორი გყავთ, შესაძლოა მისგან საყვედურებიც მოისმინოთ. წყენა გამოწვეულია იმით, რომ პარტნიორის გრძნობებს ზოგჯერ უგულებელყოფთ და ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?