„სექსი დიდ ქალაქში“ და ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

8 აგვისტო 18:00, 2015 წელი

„სექსი დიდ ქალაქში“ ქალების ერთ-ერთი საყვარელი სერიალია, რომელშიც მიმზიდველი და ერთმანეთისგან განსხვავებული დაქალები, ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულებებსა და პრობლემების მოგვარების ინდივიდუალურ მეთოდებს გვთავაზობენ.






ქერი ბრედშოუ - მერწყული


ქერი ბრედშოუ მერწყულის ნიშნის წარმომადგენელია. ჩაცმის განსაკუთრებული სტილითა და კომუნიკაბელურობით გამორჩეული ქერი, ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. მერწყულებს საზოგადოებაში ყოფნა უზომოდ უყვართ, თუმცა მარტო დარჩენის შემთხვევაშიც საინტერესოდ გაჰყავთ დრო. ყველა მოვლენასა და სიტუაციას სიღრმისეულად აანალიზებენ. ქერი წერს ცხოვრებაზე დაკვირვებისა და ანალიზის მიხედვით. მას, მერწყულის მსგავსად, საათობით შეუძლია, ადამიანს მოუსმინოს და სწორი რჩევა გასცეს. სწორედ ამიტომ, სერიალში პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, მეგობრები პირველად ქერის ურეკავენ. ის გარკვეულწილად ფსიქოლოგის ამპლუაშიც გვევლინება. მერწყულებს ცხოვრებაში მეორე ნახევრის პოვნა არც ისე მარტივად გამოსდით. ეს მათი ცვალებადი და უცნაური ხასიათით არის განპირობებული. ქერი ბრედშოუს ცხოვრებაც მუდმივად ცვალებადია და მისი პარტნიორები ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავებულები არიან. მერწყულებს, მათ შორის ქერისაც, ყველაზე მეტად თავისუფლების დათმობა უჭირთ.


 


სამანტა ჯოუნსი - მშვილდოსანი


„მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს“-  ეს სამანტას ერთ - ერთი დამახასიათებელი ფრაზაა სერიალში. ის ჭეშმარიტად მშვილდოსნის ნიშან-თვისებებს ავლენს. მშვილდოსანი ქალი ყოველთვის გეტყვის იმას, რაც თავში მოსდის და არა იმას, რის მოსმენაც გესიამოვნებათ. სამანტა ხშირად თავისი გულწრფელი აღიარებებით გამოირჩევა, ზოგჯერ საოცრად სასაცილო შეფასებებიც აქვს. ის განსაკუთრებული შარმითა და სექსუალურობით გამოირჩევა, რაც მამაკაცების გულის მოგებაში ეხმარება. სერიალში ცეცხლოვანი ქალბატონი მამაკაცებს ხელთათმანებივით იცვლის. მრავალფეროვნება ყველგან და ყველაფერში, ეს მისი ერთ-ერთი დევიზია. თუმცა რეალურად სამანტას მხოლოდ ძლიერი მამაკაცი სჭირდება. თუ არ მიიღებთ სამანტას ისეთს, როგორიც არის, საერთოდ არ იდარდებს. მას არ აინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ. ხშირად მშვილდოსანი მარტო ცხოვრობს, რადგან გამორჩეულად დამოუკიდებელი ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უზომოდ უყვართ მოგზაურობა. ალბათ, გახსოვთ დაქალების დუბაიში ჩასვლა, რომელიც სწორედ სამანტას იდეა იყო.





 


მირანდა ჰობისი - ქალწული


პერფექციონისტი, დეტალებზე ორიენტირებული, ზოგჯერ ფრიგიდული მირანდა ქალწულის ნიშან-თვისებებს ავლენს. გადაჭარბებული კრიტიკულობა და სკეპტიციზმი ამ ნიშნის უმთავრესი მახასიათებელია. თუმცა, მათი კრიტიკის უკან გულკეთილობა და გულწრფელობა იმალება. მირანდა დაქალებთან საუბარში ზოგჯერ ცივი და პირდაპირი პასუხებით გამოირჩევა. ზოგადად, ქალწულ ქალს საყვარელი ადამიანისთვის დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლია. მას ურჩევნია, საყვარელი ადამიანისგან უკანონო ბავშვი გააჩინოს, ვიდრე უსიყვარულოდ გათხოვდეს. ბედის ნებისმიერ გაუმართლებლობას ქალწული თავაწეული ხვდება. ქალწულ ქალს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, რჩევაც ჰკითხოთ, შედეგად კომპეტენტურ პასუხს მიიღებთ. ქალწული საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის გვერდში ამოუდგება ადამიანს. მირანდაც ნებისმიერ დროს მზად არის, დაქალებთან ერთად, წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემის გადაჭრაში მიიღოს მონაწილეობა.








შარლოტა იორკი - თევზებ


შარლოტა თევზის ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. თევზი ქალები იმდენად ქალურები, ნაზები და სასიამოვნოები არიან, რომ მამაკაცები ისე ეტანებიან, როგორც ფუტკრები ყვავილს. შარლოტას მუდმივად სჭირდება იმის განცდა, რომ ვიღაცას ძალიან სჭირდება და თავადაც უნდა ჰყავდეს ძლიერი ზურგი. თევზის ნიშნით დაბადებული ქალები ზოგჯერ თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს დამოუკიდებლები არიან, თუმცა გულის სიღრმეში ურჩევნიათ, სხვაზე იყვნენ დამოკიდებულნი. გახსენდებათ ოდესმე მარტო დარჩენილი შარლოტა? მას მუდმივად სჭირდება პარტნიორი, თუნდაც დროებითი. თევზები მეოცნებე ნიშანია. მათ უყვართ ხელოვნება და დახვეწილი გემოვნებაც აქვთ. ასევე, თევზის ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის, ქორწინებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა.





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?