24-30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

24 აგვისტო 00:05, 2015 წელი

თუ ცვლილებები გწყურიათ, აუცილებლად განახორციელეთ და, რაც მთავარია, საკუთარი თავი წააქეზეთ, რომ ამ ცვლილებისთვის მზად ხართ.


ვერძი


ეს კვირა ფინანსური წარმატების კუთხით გამორჩეული იქნება. საყვარელი საქმის კეთებას, სიამოვნებასთან ერთად, ფინანსური წახალისებაც მოჰყვება. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებთ, რაც მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მოწონების იმპულსებს გასცემთ, პასუხად იმავეს მიიღებთ. ადამიანის აყოლიება და თქვენს გეგმებზე დათანხმება მარტივად გამოგდით. თქვენ უნარი გაქვთ, ადამიანებს კომფორტი შეუქმნათ და ცხოვრების ხალისი დაუბრუნოთ.


 



კურო


ერთფეროვნების ჯაჭვი გახვევიათ გარსივით. ოჯახური და სამსახურებრივი რუტინისგან თავის დაღწევა გსურთ. თუ შვებულება ჯერ არ დაგიგეგმავთ, მყუდრო ადგილას, ბუნებასთან ახლოს ყველაზე კარგად დაისვენებთ. თუ მარტო ხართ, თქვენს ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობის კონტურები იკვეთება. ურთიერთობა ნელ-ნელა განვითარდება. მიენდეთ გულის კარნახს და გარშემომყოფების სკეპტიკურ განწყობას გვერდი აუარეთ. ასევე, იფიქრეთ თქვენი ტალანტის სწორად გამოყენებაზე. კარიერული წინსვლის შანსი გაქვთ.


 



ტყუპები


ამ კვირის განმავლობაში დიდი ოჯახური შეკრება გელოდებათ, რომელიც სასიამოვნო და გართობით სავსე იქნება. გაიხსენებთ წარსულ მოგონებებს და ძველი ფოტოების დათვალიერებაც გაგახალისებთ. ეს კვირა საუკეთესოა პირადი ცხოვრების მოსაწყობად. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, შესაძლოა, პარტნიორს თქვენი იუმორი კარგად არ ესმოდეს და ამან მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. დროებით თავი შეიკავეთ თქვენთვის დამახასიათებელი მწარე იუმორისგან. ისე გაერთეთ, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ.


 



კირჩხიბი


წინ საინტერესო შესაძლებლობები გელოდებათ. გააკეთეთ სწორი არჩევანი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კვირის განმავლობაში კონკრეტული პიროვნება თქვენს ყურადღებას მიიქცევს. მას ინტელექტუალი ადამიანი აინტერესებს და სწორედ თქვენში ხედავს იმ ინტელექტს, რომელიც იზიდავს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, დროა ურთიერთობა უფრო გაახალისოთ. დაგეგმეთ ისეთი აქტივობა, რომელიც ორივეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მეტი გულახდილობა და ნაკლები სტრესი.


 



ლომი


ჭკუა, გამოცდილება და კულტურული შეგნება კარიერულ გზაზე წარმატებებს მოგიტანთ. შემოთავაზებული სამსახური თქვენთვის იდეალური ვარიანტია და მაქსიმუმი გააკეთეთ. თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ხართ, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამას ემატება ქარიზმა და ორგანიზატორული ნიჭი. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პარტნიორთად დაძაბულობის გასანეიტრალებლად, სიურპრიზი მოუწყვეთ.


 



ქალწული


ყოველი დაშვებული შეცდომის მერე თვითგვემას ნუ იწყებთ. ყოველი ადამიანი უშვებს შეცდომას. მთავარია, არეული სიტუაცია გამოასწოროთ და მომავალში უფრო ყურადღებით იყოთ. თუ ცვლილებები გწყურიათ, აუცილებლად განახორციელეთ და, რაც მთავარია, საკუთარი თავი წააქეზეთ, რომ ამ ცვლილებისთვის მზად ხართ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, დაბრკოლებები თავს იჩენს, რომელთა გადალახვა გაგიჭირდებათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხებთ.


 



სასწორი


ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება ეს კვირა არ მოგშორდებათ. თქვენს კარგ განწყობას ვერავინ შეუშლის ხელს. ძალიან მალე საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვით. ეს შემოთავაზება თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის დროული იქნება. თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, მაგრამ სიმპათიები კონკრეტული პიროვნებისადმი გაქვთ, იაქტიურეთ. ყველაფერი მეგობრობით იწყება და ნელ-ნელა დიდ სიყვარულში გადაიზრდება.


 



მორიელი


მცირე ემოციური დისბალანსის შემდეგ, თქვენი გული და გონება კვლავ გაერთიანდება. თუ ურთიერთობისას მხოლოდ მეორე მხრიდან მოითხოვთ მაქსიმუმს, წინ ვერ წახვალთ. ნებისმიერი სახის ურთიერთობა ორმხრივ კომპრომისზეა დაფუძნებული. თავადაც მოგიწევთ დათმობაზე წასვლა, რა თქმა უნდა, თუ გიღირთ არსებული კავშირი. თქვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყოთ, რომლებიც თქვენს ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან.


 



მშვილდოსანი


სტატუსი, მნიშვნელოვანი პოზიცია და სახალხო აღიარება გელოდებათ. ნუ მოგერიდებათ მიღწევების დემონსტრირება. რაც მეტი ადამიანი გაგიცნობთ ახლოს, მით უფრო მეტად დაფასდება თქვენი ტალანტი და სიბეჯითე. ნუ გაგიკვირდებათ თუ დაწინაურების ან ახალ ოფისში გადასვლის თაობაზე შემოთავაზებას მიიღებთ. საზოგადოებამ იცის თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი და გენდობიან. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პარტნიორი დიდი ხანია ელოდება თქვენგან 3 მნიშვნელოვანი სიტყვის თქმას და დროა, გრძნობებზე ალაპარაკდეთ.


 


 



თხის რქა


მერყევი და აგრესიული ხასიათის ადამიანებთან ურთიერთობას გაურბიხართ. ამ კვირის განმავლობაში, თქვენი მეგობრის საქციელი დიდი ხნით ადრე დაგეგმილ იდეას ჩაშლის. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გამოსწორება და თავიდან დაწყება შეგიძლიათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ფარული სასიყვარულო კავშირი აღარ გაკმაყოფილებთ. შესაძლოა, საზოგადოებას გააგებინოთ ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდით. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დასასვენებლად გაეშურეთ. კარგად გაიაზრეთ დასახული მიზნები და მერე იმოქმედეთ.


 



მერწყული


ადამიანს, რომელმაც ცოტახნის წინ გული გატკინათ, აპატიებთ ჩადენილ შეცდომას, მაგრამ თავად ფაქტი არასდროს დაგავიწყდებათ. სწორედ ეს არის თქვენი შეცდომა ადამიანებთან ურთიერთობისას. თუ პატიობთ, ფაქტიც უნდა დაივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრინდელ ურთიერთობას იმავე სახით ვერ შეინარჩუნებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარტო თუ ხართ, თქვენით მოხიბლული ადამიანი ყურადღების მიქცევის მიზნით გააქტიურდება, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული.


 




თევზები


ზოგჯერ  სხვა ადამიანების გასაბედნიერებლად მცირე მსხვერპლის გაღება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ კონკრეტული ადამიანი კარიერული წინსვლის თვალსაზრისით დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით. გამოცდილმა ადამიანმა უფრო მეტი დეტალი იცის და კარგი იქნება, თუ მის შენიშვნებსა და მითითებებს გაითვალისწინებთ. თუ კარიერულ გზაზე სირთულეებს შეეჩეხეთ, ფარ-მხალს ნუ დაყრით. სადაც არ უნდა მოხვდეთ, ბარიერის გადალახვა ყოველთვის მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?