სექსუალური შესაძლებლობები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ჰოროსკოპი

12 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

ასტროლოგიურად, ინტიმურ-სექსუალური ცხოვრება, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმაზეა დამოკიდებული, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. ასტროლოგიური ჰოროსკოპის გათვალისწინებით შეძლებთ, სწორად აირჩიოთ სექსუალური პარტნიორი.


ვერძი

ვერძები გამოირჩევიან სიჯიუტით და ურთიერთობისას უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს  სქესობრივი თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ სხვაზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ. 


 




კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგრძნობიარეები, თუმცა ცოტა პრეტენზიულები და მომთხოვნებიც არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა დაახარჯვინონ პარტნიორს. სქესობრივ ცხოვრებაში კი უყვართ გულღია ურთიერთობები, თუმცა არ არიან ერთგული საყვარლები და გამუდმებით ახალ რომანებსა და თავგადასავლებს ეძებენ.


 




ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობითა და საღი აზროვნებით გამოირჩევიან. შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ სასურველი ადამიანი. არ ამბობენ უარს ხანმოკლე რომანებზე და ცდილობენ, დამოკიდებულნი იყვნენ თავის სექსუალურ პარტნიორზე მანამ, სანამ ისინი მის გვერდით არიან. 




კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავშეკავებული იმიჯით გამოირჩევიან, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებულები არიან სექსუალურ პარტნიორზე და მთლიანად ენდობიან მათ. თუ პარტნიორმა ვერ იგრძნო ის, რისი იმედიც ჰქონდა, შეუძლია, მაშინვე შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა. საერთო ჯამში, ისინი თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან.


 




ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ვიზუალურად მაცდურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. საკუთარ გრძნობებს ბოჭავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, პარტნიორის წინაშე ბოლომდე გაიხსნან. ზოგადად კი, სქესობრივი კავშირის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ  და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ მეუღლეს. 


 




ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების გამო, ისინი ადვილად ხიბლავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და აბამენ მახეში. ასევე, ისინი თავიანთ რჩეულს ენდობიან როგორც სექსში, ასევე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და თვალდახუჭული სჯერათ მათი. 


 




სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით, თუმცა სქესობრივ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ ცდილობენ,  იმ ადამიანს დაუკავშირონ ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.


 





მორიელი

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიმზიდველები არიან. ისინი ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს სრულიად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ამ დროს ისინი ლაღები და თავისუფლები ხდებიან. არიან ერთგული პარტნიორები და სექსუალურ პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ მათი ნდობა.


 




მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას ცნობისმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. ინტიმის დროს უყვართ ფანტაზიორობა და შეუძლიათ, მაქსიმალურად ტკბობა იმით, რაც კონკრეტულ მომენტში ხდება მათ თავს.  


 





თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მოსიყვარულეები და სექსუალურები არიან. არ გაგიკვირდეთ, თუ ინიციატივას გამოიჩენენ და სიყვარულს პირველები დაგიმტკიცებენ – ამაში ისინი გულწრფელები არიან. თუ მათ ნდობას მოიპოვებთ, ესე იგი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული დარჩება. 


 




მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან ხალასი ბუნებით. მათთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრებაში დიდი სტიმულის მიმცემია, სექსი კი - მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკულ გარემოში სასურველი სასიყვარულო პარტნიორის გვერდით ყოფნა და დროსტარება.


 





თევზები

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულები მეოცნებეები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და, ასევე, სექსუალური პარტნიორის არჩევა. თუ შეძელით მისი მოხიბვლა, ის მოგენდობათ, ყველა სურვილს აგისრულებთ. თუმცა ეს თევზებს ხელს უშლის, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ინტიმური ურთიერთობებიდან. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?