28 სექტემბერი - 4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 სექტემბერი 00:10, 2015 წელი

წარმატების მისაღწევად უფრო მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.


ვერძი

ამ კვირაში ნუ გარისკავთ. ეცადეთ, ფინანსური საბუთები წესრიგში გქონდეთ და ნუ დახარჯავთ ფულს უმიზნოდ. ეს კარგი დროა კრედიტების დაფარვისთვის, ვალების დაბრუნებისთვის და გაცემულ იდაპირებების შესრულებისთვის. ამგვარად, ერთიორად ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი. ასევე, გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა, კონტაქტების და გადაადგილებების რაოდენობაც. დიდი ალბათობაა, რომ არახელსაყრელი საქმიანი და მეგობრული კავშირები სწორედ ამ პერიოდში გაწყდეს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ეფექტურია არატრადიციული მედიცინის მეთოებით მკურნალობა.


 



კურო

მოგეძალებათ აქტიურად მოქმედების სურვილი, თუმცა ამის გამო გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირება მოგიწევთ. ადვილად გაღიზიანდებით ოჯახის წევრების საქციელით, მაგრამ ეცადეთ, ნაკლებად იკამათოთ მათთან. ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისას გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი. გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა და ვენბიანობა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ზღვარგადასულ დროსტარებას, რადგან დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, მაღალია ტრავმების  და ავადმყოფობებისალბათობა.


 




ტყუპები
წარმატებებს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. ეცადეთ, ფუჭად არ დახარჯოთ დრო და ენერგია. გარშემომყოფებს იაფფასიანი ხრიკებით ნუ მოაწონებთ თავს. იმოქმედეთ წინდახედულად, რათა ფარულმა მტრებმა ან შურიანმა ადამიანებმა მახე არ დაგიგონ და მათ ინტრიგებში არ გაებათ. დიდი ალბათობაა, ასპარეზზე ახალი სასიყვარულო პარტნიორი გამოჩნდეს და ეს თქვენივე კოლეგა იყოს. უცხოელებთან კონტაქტი კი სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. მიუხედავად კარგი გუნება-განწყობისა, არ გადატვირთოთ ორგანიზმი ზედმეტად.


 



კირჩხიბი
ეს პერიოდი თქვენთვის სტაბილურია. კარგი იქნება შემოქმედებითი საქმიანობა და ხელოვნების სფეროში ნიჭის მაქსიმალურად დემონსტრირება. ეცადეთ, ყურადღება არ მიქციოთ უცაბედად წარმოქმნილ წინაღობებს და ბარიერებს და მათ გამო არ შეცვალოთ დასახული გეგმები. პირად ცხოვრებაში მეტი სიახლის შეტანა მოგინდებათ, თუმცა ამის საშუალებას საყვარელი ადამიანი არ მოგცემთ. შორეული და საქმიანი მოგზაურობა კი სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ.


 




ლომი
აუცილებელი ხარჯები ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. კოლეგებთან კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად მოერიდეთ მათ კრიტიკას და სარკაზმს. ეცადეთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში გარშემომყოფებთან, არ გაამუქოთ მოვლენები და არ ინერვიულოთ, რათა არ გაიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, საყვარელი ადამიანის მხრიდან უყურადღებობას იგრძნობთ, რაც, არ არის გამორიცხული, თქვენი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.


 




ქალწული
უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაგიადვილდებათ საქმეებში მიზნის მიღწევა. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად კი მოგიწევთ უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა და ახალ შემოთავაზებებზე დაფიქრება. ამ კვირაში გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მართვა. ადვილად მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ყურადღებას. არ არის გამორიცხული, ახალი სასიყვარულო თავგადასავლის წინაშეც აღმოჩნდეთ, რაც საქმეში, ცოტა არ იყოს ხელს შეგიშლით.


 



სასწორი
მიუხედავად დაღლილობისა და პასიური განწყობისა, ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება და არ დახარჯოთ სამუშაო დრო გართობასა და გაუაზრებელ ქმედებებში. ეს ნეგატიურად აისახება სამომავლოდ თქვენზე და უკან დაგხევთ როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში. მიუხედავად დაბალი სასიცოცლო ტონუსისა, თქვენ არაერთი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. კარგია, თუ ხშირად დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ. არ გირჩევთ მოგზაურობას.


 




მორიელი
პროფესიონალურ საქმეებში სჯობს, რთული ამოცანები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს მიმართეთ. წარმატების მისაღწევად უფრო მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. გაიზრდება კონტაქტების და გადაადგილებების რაოდენობა, თუმცა, ამავდროულად, მოგიწევთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაც. სასიყვარულო ურთიერთობის, გართობის და დასვენებისთვის ფინანსები არ დაგრჩებათ, რის გამოც ინერვიულებთ, მაგრამ ეს დროებითია. სიტუაცია მალე გამოსწორდება.


 



მშვილდოსანი
თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ახალი პროფესიონალური მწვერვალების დაპყრობა. კარგი პერიოდია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, თუმცა მისი წამატება მომავალში თქვენს ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული. იდეების რეალიზება ამ კვირაში გაგიადვილდებათ. ასევე, კარგია ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები კი ბევრ სიამოვნებას მოგიტანთ და მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.


 




თხის რქა
შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონიული განწყობა სტაბილური ჯანმრთელობის და ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი გახდება. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. არსებობს კარიერაში წინსვლის დიდი ალბათობაც. თუ საქორწინო ან სასიყვარულო კავშირი არ გაკმაყოფილებთ, დაფიქრდით პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე. თუმცა, ეცადეთ, არ გახადოთ თქვენი პირადი ცხოვრება გარშემომყოფების ჭორაობის საბაბი. კონტაქტების და გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით, რადგან დიდია დაშავების ალბათობა.


 



მერწყული
შესაძლოა, ოჯახის წევრებს და ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ და უარს ნუ ეტყვით. გაიზრდება დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა და მოგინდებათ განცალკევებით ცხოვრება და მუშაობა. გაიზრდება ასევე შემოსავალი, თუმცა ამისთვის შესაძლოა, დამატებითი სამუშაოს შესრულება და ახალი კავშირების დამყარება მოგიწიოთ. ეცადეთ, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან მეტად სამართლიანი იყოთ. კარგია სასიყვარულო შეხვედრები, გართობა და დასვენება. 


 



თევზები
გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ და არ შეუშინდეთ ცხოვრებისეულ ბარიერებს და წინააღმდეგობებს. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ფინანსურ სფერში ცოტა რისკი დასაშვებია, თუ არ დაარღვევთ წესებს და კანონებს. ახალი ნაცნობობა კი მომავალში კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს, რადგან ამას მომავალში დიდი პრობლემები მოჰყვება. ამ კვირაში არ გირჩევთ მოგზაურობას, რადგან დიდია უსიამოვნებების წარმოქმნის ალბათობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?