12-18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

12 ოქტომბერი 00:05, 2015 წელი

მოერიდეთ ზღვარგადასულ დროსტარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი იმიჯის მოწესრიგებას. გაუფრთხილდით რეპუტაციას და გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების რეკომენდაციები.


ვერძი

შემოსავლის გასაზრდელად დაგჭირდებათ მეტი მოძრაობა, ურთიერთობები, მოქმედება. მეგობრებმა შესაძლოა, საქმიანი შემოთავაზებები გაგიკეთონ. მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ ხშირ გადაადგილებებსა და ახალი კავშირების დამყარებაში. ინფორმაციის მიღება უმჯობესია ახლობლებისა და ნათესავებისგან, თუმცა მას გადაუმოწმებლად ნუ გამოიყენებთ. მოგზაურობები წარმატებას მოგიტანთ, განსაკუთრებით დადებითად წაადგება თქვენს კარიერას საქმიანი ვიზიტები უცხოეთში. 


 



კურო
ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით, რათა საქმე არ გაგიფუჭონ და ინტრიგებში არ გაგხვიონ. შემოსავლის მიღება შესაძლოა დაგვიანდეს, თუმცა მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება. იყავით მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური საყვარელი ადამიანის და ოჯახის წევრების მიმართ, რათა არ აწყენინოთ და მერე ბოდიშის მოხდა არ მოგიწიოთ. მოსალოდნელია მივლინებები და უცხოელებთან კონტაქტი, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და არ გადაიღალოთ.


 



ტყუპები
გაიზრდება თქვენი პოპულარობა და საქმიანი აქტიურობა. ნუ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებსაც, რათა სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და არ შეგექმნათ პრობლემები როგორც კარიერაში, ასევე ოჯახში. კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა და ახალი კავშირების დამყარება. ასევე, ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება. ნუ დაარღვევთ წესებს და კანონებს. არ გირჩევთ მოგზაურობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.


 



კირჩხიბი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, რადგან შეცდომების და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. ნებისმიერი საქმის შესრულებისას გაგიჭირდებათ კომპრომისზე წასვლა. ოჯახში არ იყოთ მომთხოვნი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. უცხოელებთან ურთიერთობა და მოგზაურობები ხელს შეუწყობს თქვენი შემოსავლის ზრდას. საყვარელი ადამიანი კი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.


 



ლომი
შეგეცვლებათ ცხოვრებისეული მიზნები. გააკონტროლეთ ხარჯები და ხელმომჭირნეთ ხარჯეთ ფული. კოლეგებთან უთანხმოება მოგივათ იმ ფარული ინტრიგების გამო, რომლებსაც გამოააშკარავებთ. კარგი დროა სწავლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ხანმოკლე მოგზაურობებისთვის. მრავალფეროვანი შეხვედრები და გადაადგილებები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის პრობლემებს უფრო ყურადღებით მოუსმინეთ და მეტი სითბო და მზრუნველობა გამოავლინეთ.


 



ქალწული
გაიზრდება თქვენი ლტოლვა რისკისა და ავანტიურისადმი. ბედნიერი შემთხვევა კი ახალ სასიყვარულო კავშირს ან ახალ მომგებიან წინადადებას გთავაზობთ. კოლეგებთან ურთიერთგამგებიანი ურთიერთობა სამსახურში თქვენს მდგომარეობას კიდევ უფრო გაამყარებს. ხელმძღვანელი პირების კეთილგანწყობა კი დადებითად ასახება თქვენს საქმეებსა და შემოსავალზე. კარგია ჯანმრთელობის გაკაჟება და იმიჯის შეცვლა. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი ან გაიგოთ სასიამოვნო ახალი ამბავი.


 



სასწორი
კარგი გუნება-განწყობა ოპტიმიზმს შეგმატებთ. ადვილად მიიზიდავთ გარშემომყოფთა ყურადღებას. უცხოელებთან ურთიერთობა გაგიფართოებთ კონტაქტებს და გაგიუმჯობესებთ საქმიან კავშირებს. ფინანსურ საკითხებში, ცდუნებების მიუხედავად, ეცადეთ, არ გარისკოთ. პროფესიონალურ საქმეებსა და ფინანსებში წინსვლა ერთიორად გამოგისწორებთ განწყობას, თუმცა პერიოდულად აუცილებლად განმარტოვდით და დაისვენეთ, რათა ნერვული სისტემა არ გადაღალოთ.


 



მორიელი
ამ კვირაში კარგია დასვენება და ოჯახური საქმეების მოგვარება. შეგიძლიათ, შეცვალოთ ინტერიერი, წამოიწყოთ რემონტი ან ბინის რეკონსტრუქცია დაიწყოთ. თუმცა, არასტაბილური პერიოდია საქორწინო ურთიერთობისთვის. ამიტომ, ნუ აჩქარდებით და მეტად უსმინეთ ინტუიციას. შესაძლოა, მოგიწიოთ მშობლებთან კამათი ან მათი პრობლემების მოგვარებაც. ეს დრო ხელს უწყობს უცხოელებთან ურთიერთობას. მაღალია ავარიების ალბათობა, ამიტომ გადაადგილებების დროს მეტად დაკვირვებული იყავით.


 



მშვილდოსანი
დამოუკიდებლად, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გამოსავლის გზების პოვნა გაგიჭირდებათ. თუმცა, ახლობელები ამაში დაგეხმარებიან და არ არის გამორიცხული, სწორედ მათი დახმარებით დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ნუ შეგაშინებთ კრიტიკა და გამოცდილი ადამიანების რჩვები. ნუ მოატყუებთ ოჯახის წევრებს, თუ გსურთ მათ თვალში ნდობა არ დაკარგოთ და ეს კონფლიქტის მიზეზი არ გახდეს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი რჩეული ერთგულებას და ყურადღებას დაგიფასებთ. ნუ ეტყვით საყვარელ ადამიანებს დახმარებაზე უარს.


 



თხის რქა
მიუხედავად გაზრდილი თავდაჯერებულობისა, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, რადგან გაგიჭირდებათ მათი შესრულება და არ არის გამორიცხული, პრობლემები შეგექმნათ საბუთებთან დაკავშირებით. ეცადეთ, თავი აარიდოთ ერთდროულად რამოდენიმე საქმის შესრულებას. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ინტრიგები, ჭორები და გაუგებრობები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრებს და მეტად ენდეთ საყვარელ ადამიანს. ახლო მოგზაურობები დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში და ოპტიმიზმს შეგმატებთ.


 



მერწყული
ბევრი საქმე გექნებათ, თუმცა ემოციური მდგომარეობა და მოზღვავებული რომანტიკული განწყობა არ მოგცემთ საშუალებას, სამუშაოზეიყოთ ორიენტირებული. მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები, ასევე მოულოდნელი შემოსავალიც. იფიქრეთ იმაზე, რომ კოლეგებმა დაგაფასონ და გაღიარონ. მოერიდეთ ზღვარგადასულ დროსტარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი იმიჯის მოწესრიგებას. გაუფრთხილდით რეპუტაციას და გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების რეკომენდაციები.


 


თევზები
თავს ენერგიულად იგრძნობთ და არაერთი საქმის ერთდროულად შესრულებას ადვილად გაართმევთ თავს. პროფესიონალური წარმატებების მისაღწევად ეს კარგი პერიოდია. მთავარია, არ დაზოგოთ ძალისხმევა, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ხმამაღლა გაამჟღავნეთ თქვენი იდეები. ბევრი გადაადგილება, შეხვედრები და მოლაპარაკებები მართალია დამღლელი იქნება, მაგრამ უფრო მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. ასევე, გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობის და რომანტიკული განცდების მოთხოვნილება, მაგრამ ამისთვის დრო არ დაგრჩებათ. ამიტომ, სწორად გადანაწილეთ დრო და იმოქმედეთ ისე, რომ არც კარიერულ და არც პირად ცხოვრებაში არ დაზარალდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?