2-8 ნოემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

2 ნოემბერი 00:05, 2015 წელი

დროულად მოაგვარეთ ძველი პრობლემები. უკეთესი მომავალი და კარიერაში წინსვლა თქვენი ძირითადი მიზანი გახდება. ახალი იდეების განსახორციელებლად ადვილად იპოვით თანამოაზრეებს. თუ მეტად რეალისტი იქნებით, საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებს და წამოწყებებს. 

ვერძი
თუ საზოგადოების მაღალ ფენაში ადგილის დაკავება გსურთ, სჯობს ერიდოთ მაკომპრომეტირებელი კავშირების დამყარებას. მეტად იზრუნეთ პროფესიონალური ჩვევების გაღრმავებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე. არ არის გამორიცხული ამ კვირაში სახლში ბევრი სტუმარი გეწვიოთ. არ გირჩევთ მოგზაურობას. საყვარელ ადამიანთან კი მეტად თავდაჭერილი იყავით, რათა შემთხვევით არ იეჭვიანოს და ეს არ გახდეს თქვენი დაშორების მიზეზი.


 


 


კურო
გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვილად შეძლებთ ერთდროულად რამოდენიმე საქმის შესრულებას. გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, არ არის გამორიცხული, დადებითად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ, რათა აგრძნობინოთ, რომ მასთან ერთდ უფრო ბედნიერი ხართ. კარგია მოგზაურობა, ახალი ინფორმაციის მიღება და ახალი კავშირების დამყარება.


 


 



ტყუპები

მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა და კარიერაში წინსვლა თქვენი ძირითადი მიზანი გახდება. სწრაფი მოგების მიღებას, მართალია, ჯერ ვერ შეძლებთ, თუმცა პარტიორებთან ერთობლივად დაწყებული საქმეები მომავალში სასიკეთოდ აისახება თქვენს ფინანსებზე. მოერიდეთ მაქინაციებს და სარისკო ქმედებებს. არ გირჩევთ ფულის ვალში აღებას. საყვარელ ადამიანთან კონტაქტი სულიერად დაგამშვიდებთ.


 


 



კირჩხიბი

საკმაოდ დინამიკური და ენერგიული პერიოდია. შესაძლოა, გაიზარდოს თქვენი შემოსავალი. ახალი იდეების განსახორციელებლად ადვილად იპოვით თანამოაზრეებს. თუ მეტად რეალისტი იქნებით, საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებს და წამოწყებებს. სჯობს, შორეული მოგზაურობებისგან თავი შეიკავოთ. ნუ წამოიწყებთ სასიყვარულო რომანს ახალგაცნობილ ადამიანთან, რადგან ამის გამო ძველ პარტნიორთან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.


 


 



ლომი

გაიზრდება თქვენი პატივმოყვარეობა და მაღალ სოციალური მდგომარეობისკენ ლტოლვა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და სახლის საქმეებს. ეცადეთ, მეტი კომფორტი შექმნათ თქვენს გარშემო. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას, რათა ამან ცუდად არ იმოქმედოს თქვენს ნერვულ სისტემაზე. არც უცხო ადამიანებთან გირჩევთ კონტაქტს. ამ პერიოდში კარგია მომავალ თანაცხოვრებაზე საყვარელ ადამიანთან გეგმების დასახვა.


 


 



ქალწული

შემოქმედებითი საქმეების პერიოდია. მოიმატებს ენერგიულობა, ინტუიცია და ფანტაზიის უნარი. ახალ წამოწყებებსა და გეგმებს რეალიზებამდე კარგად გააზრება და დაფიქრება სჭირდება. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან და ოჯახის წევრებთან. საყვარელ ადამიანთან კი მეტად მოსიყვარულე და თბილი იყავით, აუსრულეთ მას ყველა სურვილი. კარგია მოგზაურობა, ეს შთაბეჭდილებებით დადებითად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე.


 


 



სასწორი

გაიზრდება მოგება წვრილმანი საქმეების შესრულებით. დროულად მოაგვარეთ ძველი პრობლემები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები კი სჯობს, გადადოთ. არ არის რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, რადგან მაღალია ტრავმების ალბათობა. ასევე, არ გირჩევთ მოგზაურობას და ბევრ ხალხთან კონტაქტს. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში შესაძლოა გაჩნდეს ეჭვები, რაც სიტუაციას დაძაბავს და რომანტიკის შეგრძნებას დააკნინებს.


 


 



მორიელი

ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა მიზნის მიღწევაში და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მატერიალური დახმარება მიიღოთ, თუმცა გირჩევთ, ფული ხელმომჭირნეთ ხარჯოთ და მეტად ეკონომიური იყოთ. არ გირჩევთ ვალის აღებას. დაღლამ შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს, ამიტომ დროდადრო შეისვენეთ. მოერიდეთ მოგზაურობას და ახალი სასიყვარულო კავშირების წამოწყებას.


 


 



მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან, რათა ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ და უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. დამოუკიდებლად მოქმედებისას სასურველ შედგეგს ვერ მიაღწევთ. მეტი დრო გამონახეთ სახლის საქმეების მოსაგვარებლად. იყავით მეტად თბილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. კარგია თუ დროდადრო განმარტოვდებით, თქვენს წარსულ ცხოვრებას გააანალიზებთ და დაშვებულ  შეცდომებს მომავალში გაითვალისწინებთ. არ გირჩევთ მოგზაურობას.


 


 



თხის რქა

თავს სანაქებოდ იგრძნობთ, მეტად გონებამახვილი, მჭერმეტყველი და მხიარული იქნებით, რაც თქვენ მიმართ ბევრის ინტერესს გამოიწვევს. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც გააუმჯობესებს თქვენს ყოფას და ფინანსურ მდგომარეობას. ახალი იდეების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან. კარგია ახალი სასიყვარულო რომანის წამოწყება, შორეული მოგზაურობა და ოჯახური ურთიერთობები.


 


 



მერწყული

ოჯახსა და სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, თუმცა ამასთანავე ვალდებულებები და პასუხისმგებლობის შეგრძნებაც მოიმატებს. თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა გადაადგილებების დროს ყურადღება გმართებთ, რადგან ტრავმების დიდი ალბათობა არსებობს. გარშემომყოფების ფარულად კონტროლი და მართვა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვების საშუალება გახდება. კარგია ახალი კავშირების დამყარება და სასიყვარულო ურთერთობები.


 


 



თევზები

მოზღვავებული ენერგია ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სხვებთან უპირატესობას იგრძნობთ, რაც თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის და უფრო მეტად ქმედითუნარიანი გახდებით. თქვენს ფინანსებს უცხო ადამიანებს ნუ ანდობთ. სასიყვარულო სფეროში სარისკო ქმედებებს მოერიდეთ და მეტად გაწონასწორებული იყავით. ყველა უთანხმოება დროულად მოაგვარეთ. კარგია მოგზაურობა და სხვების გამოცდილების გაზიარება.

კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?