როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ადვილად?

ჰოროსკოპი

28 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

დააკვირდით კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ხასიათის შტრიხებს და გაიიოლეთ მათთან ურთიერთობა.


ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ხმამაღალი, ხმაურიანი და ამავდროულად, სიმღერის მოყვარულია. ის ხშირად გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა, ძლიერი და თავდაჯერებულია, გამოირჩევა ტემპერამენტით, თუმცა ბავშვივით ეგოისტია.


 


 



კურო

ლამაზი ნივთების მოტრფიალე მატერიალისტია და ფულის უბადლო განმკარგველი. ცხოვრებას ის ყველაზე საუკეთესო კუთხით აფასებს. ახასიათებს ნელი მოქმედება; ფერმერობისა და მებაღეობის მოყვარული, პრაქტიკული ჩვევებითა და განსაკუთრებული გურმანობით გამოირჩევა.


 


 



ტყუპები

ინტელექტუალი პერფექციონისტია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს კამათის დროს ადვილად ამოიცნობთ. ის ბრძენი, ფლირტის მოყვარული, აზარტული თამაშების მოტრფიალე და საკმაოდ არამყარი ტიპაჟია, გარკვეულ შემთხვევებში – მგრძნობიარეც კი. ამიტომ, მისთვის სიამოვნების მინიჭება ძალზე მარტივია.


 


 



კირჩხიბი

ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზედმეტად რომანტიკული. აფასებს სახლში მომზადებულ საკვებსა და ოჯახურ გარემოს, რადგან ბუნებით დიდი კონსერვატორია. მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ, თუმცა, ხშირად სჭირდება „შენჯღრევა” და გამოფხიზლება, რათა მიხვდეს, რომ მოდუნება ცხოვრებაში ბევრ რამეში დასწევს უკან.


 


 



ლომი

თუ თქვენს სანაცნობო წრეში ვინმე ცდილობს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩათვალეთ, რომ ის ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ამაყსა და თავდაჯერებულს, მოულოდნელი ცვალებადობა ახასიათებს. საზრიანი ინტელექტუალი ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში; ის მიმზიდველია და ბევრის ყურადღებას იპყრობს; ამასთანავე, საოცრად ერთგული და მგრძნობიარეა პირად ურთიერთობებში.


 


 



ქალწული

მეთოდურად უდგება ყველა საქმეს. იზიდავს დრამა და ჭორები; ინტელექტუალი, სამართლიანი, გარკვეულწილად გულგრილი, შინაგანად კი საკმაოდ მორცხვი ტიპაჟია. ის მოწესრიგებული, შრომისა და სისუფთავის მოყვარული მაქსიმალისტი ადამიანია, რომელსაც ყველგან უყვარს შედარებების გაკეთება და საკუთარი მოსაზრების დასაბუთება.


 


 



სასწორი

სამართლიანობის მოყვარული მშვიდობისმყოფელია. ამ ელეგანტურ ტიპაჟს მერყევი ხასიათი სრულებითაც არ უშლის ხელს  ფლირტის გაბმაში, თუმცა, ხშირად ცდება ადამიანების ამოცნობაში. მისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეს გაწონასწორებული და ჭკვიანი ადამიანი, ვის ნდობასაც შეძლებს – ამ თვისებას ის ადამიანებში ყველაზე მეტად აფასებს.


 


 



ღრიანკალი

საიდუმლოების მოყვარული ღრიანკალი ადვილად ამოიცნობა იდუმალი, ცნობისმოყვარე გამოხედვით. ეს მგზნებარე და თავდაჯერებული მეამბოხე სექსუალურობით გამოირჩევა. მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე ტიპაჟი მუდმივად ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და თავადაც საკმაოდ ყურადღებიანია სხვების მიმართ.


 


 



მშვილდოსანი

თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი და მამაცი ინტელექტუალია. ქარიზმატული, მეამბოხე სულის, თავისუფლების მაძიებელი მშვილდოსანი ბუნებრივი არტისტიზმით არის დაჯილდოებული. მის გვერდით ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს. მთავარია, არ უღალატოთ, რადგან ვერ იტანს მოღალატეებს და ამას ნამდვილად არ გაპატიებთ.


 


 



თხის რქა

ჯიუტი და  თავდაჭერილი თხის რქა ძალაუფლების მოყვარულია. თუმცა ხელგაშლილსა და შრომისმოყვარეს, ძნელად თუ გამოარჩევთ სხვებში. ის კარგად ნიღბავს თავის ბუნებას, თუმცა, იმდენად მხიარული და სიცოცხლის მოყვარულია, რომ მის გარემოცვაში თავს მშვიდად და კარგად იგრძნობთ. ის მზრუნველიცაა და ცდილობს, ყოველთვის დაეხმაროს სხვებს. 


 


 



მერწყული

ეს ექსცენტრიკული მეამბოხე ერთი შეხედვით გულგრილობითა და ინდიფერენტულობით გამოირჩევა, თუმცა გამოუსწორებელ ოპტიმისტს სხვების დახმარება ძალიან უყვარს. თუ სადმე შეხვდებით  შთაგონებით აღსავსე ქარიზმატულ მეამბოხეს, არ გაგიკვირდეთ, თუ ის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს ატარებს.


 


 



თევზები

მგრძნობიარე და მეგობრულია. ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადვილად უწყობს საკუთარ განწყობას, თუმცა, მაინც მერყევი ხასიათის ადამიანად რჩება. უყვარს ოცნება და განმარტოება. მაგრამ, განმარტოებისას ფიქრობს მხოლოდ ცუდზე და ამ დროს მას ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. თუ თქვენ მიმართ აგრესიას გამოხატავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სძულხართ. უბრალოდ, ამით ცდილობს, შეინიღბოს და ის გრძნობა დამალოს, რაც თქვენ მიმართ აქვს, მაგრამ გამომჟღავნების რცხვენია. 

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?