ზოდიაქოს ნიშნები და მათი თილისმები

ჰოროსკოპი

5 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

კონკრეტულ თვეებში დაბადებულმა ადამიანმა იმ ასტროლოგიური ქვებით მოჭედილი სამკაული უნდა ატაროს, რომელიც წარმატებას მოუტანს და კარიერისა და პირადი ცხოვრების მოწყობაში დაეხმარება... 

ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ლალი, ალმასი, ტოპაზი და ცირკონი.
ლალის ქვა დაგეხმარებათ ენერგიების სწორად გადანაწილებაში, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან, შეგმატებთ თავდაჯერებულობას.
ალმასი მოიზიდავს თქვენკენ წარმატებებს, ასევე, დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოქმედებაში.
ტოპაზი აგარიდებთ ავ თვალს, დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე.
ცირკონი კი ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისა და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებაში.


 



კურო

კუროსთვის თილისმური ძალა აქვს და წარმატებების მომტანია ზურმუხტის, საფირონის, ამაზონიტისა და აქატის ასტროლოგიური ქვები.
ზურმუხტის ქვა დაგეხმარებათ, უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და რთული სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვოთ.
საფირონი თქვენი გონებრივი შესაძლებლობების მობილიზებას მოახდენს, დაგეხმარებათ ინფორმაციის უკეთ აღქმაში.
ამაზონიტის ქვა ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
აქატი კი შეგმატებთ ბრძოლის უნარს, მოგანიჭებთ შინაგან სიმშვიდეს და დაგიცავთ შეცდომებისგან. 


 



ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის თილისმის ძალის მქონეა შემდეგი ასტროლოგიური ქვები: ბერილი, როდონიტი, სარდიონი, ციტრონი.
ბერილის ქვა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში, იზრუნებს თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებაზე.
როდონიტი დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და მის გააზრებაში, საპირისპირო სქესთან ურთიერთობების დასტაბილურებაში.
სარდიონი ხელს შეუწყობს  ძლიერი ბუნების გამოვლენას, დაგიცავთ სასიყვარულო ურთიერთობებში არასწორი ნაბიჯებისგან.
ციტრონის ქვა იზრუნებს თქვენი გუნება-განწყობის გაუმჯობესებასა და ძალების მობილიზებაზე.


 


კირჩხიბი
კირჩხიბისთვის წარმატებების მომტანი და ერთგვარი თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ზურმუხტი, მარგალიტი, მთვარის ქვა და ავანტიურინი.
ზურმუხტი დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობების მოგვარებაში, აგარიდებთ არასასურველ ფიქრებს და სტრესულ სიტუაციებს, იზრუნებს თქვენი ნერვული სისტემის სიმშვიდეზე. მარგალიტი უფრო მეტად მგრძნობიარეს გაგხდით, ხელს მოგიმართავთ სასურველი მეორე ნახევრის პოვნაში, შეგმატებთ გამბედაობას.
მთვარის ქვა შემოქმედებითი ნატურის კირჩხიბებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება. ასევე, – მეგობრულ ურთიერთობებში.
ავანტიურინის ქვა აგავსებთ ოპტიმიზმით, გააძლიერებს თქვენს მგრძნობელობას, წაგახალისებთ სარისკო მოქმედებებში და ბედში სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს. 


 


ლომი
წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია ალმასი, ქარვა, ლალი და ჟადეიტი.
ალმასი მოგამარაგებთ სასიცოცხლო ძალებით, გამოკვეთს თქვენს სწორ ცხოვრების გზას.
ქარვა დაგიცავთ პროფესიული შეცდომებისგან, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვებაში და დაიცავს ორგანიზმს შესაძლო დაავადებებისგან.
ლალი მოგამარაგებთ სასიცოცხლო ენერგიით, აგარიდებთ ჭორებსა და ინტრიგებს.
ჟადეიტი კი თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში მეტ სიმშვიდეს შემოიტანს და დაგეხმარებათ სასურველი ადამიანების მოზიდვაში.


 



ქალწული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კარგია და ერთგვარი თილისმის ძალა აქვს, ასევე, წარმატების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: აქატი, ნეფრიტი და კატის თვალი.
აქატი ქალწულებს სიმშვიდეს მიანიჭებს. ასევე, დაეხმარება მათ კონფლიქტების დარეგულირებასა და შინაგანი ძალის გაძლიერებაში. მოგანიჭებთ მეტ პოზიტივს სასიყვარულო და რომანტიკულ ურთიერთობებში.
ნეფრიტის ქვა მოგანიჭებთ მომხიბვლელობას, დაგეხმარებათ სწავლაში და გონებრივად გაგაძლიერებთ, დაგიცავთ ავი თვალისა და ჭორებისგან. აგაცილებთ თქვენკენ მომართულ ნეგატიურ ენერგიას.
კატის თვალი კი მეტად მიმზიდველსა და ამოუცნობს გაგხდით. მის გამო ყოველთვის გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. დაგეხმარებათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ მატერიალური თვალსაზრისით.


 


სასწორი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების დამცველი და მათთვის ერთგვარი თილისმაა შემდეგი ქვები: მალაქიტი, ტოპაზი და ნეფრიტი.
მალაქიტი გამოკვეთს თქვენს დადებით თვისებებს ხასიათში. შეგიქმნით ჰარმონიულ გარემოს ირგვლივ. მოიზიდავს საპირისპირო სქესის ყურადღებას და დაგიცავთ შეცდომებისგან.
ტოპაზი დაგეხმარებათ, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, აგავსებთ ენერგიით და დაგიცავთ არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან.  
ნეფრიტი დაგეხმარებათ, იპოვოთ სასურველი მეორე ნახევარი. ასევე, გააძლიერებს თქვენს იღბლიანობას, შეგმატებთ მეტ გამჭრიახობასა და გაბედულებას მოქმედების დროს. 


 



მორიელი

თილისმის ძალა აქვს და წარმატებების მომტანია: ძოწის, ალექსანდრიტის, ლაბრადორისა და ტოპაზის ასტროლოგიური ქვები.
ძოწის ქვა თქვენში გააძლიერებს გრძნობებს, დაგიცავთ ეჭვიანობისა და შიშებისგან.
ალექსანდრიტი ხელს შეგიწყობთ სამუშაოს შესრულებაში, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში.
ლაბრადორის ქვა მოგანიჭებთ გამბედაობას და დაგანახვებთ რეალობას, ასევე, ხელს შეუწყობს ოჯახურ კეთილდღეობას.
ტოპაზი დაგიცავთ ნეგატიური ემოციებისა და ავი თვალის ზემოქმედებისგან, შეგმატებთ ბრძოლისუნარიანობას.


 



მშვილდოსანი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და თილისმის ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ამეთვისტო, ქრიზოლითი, ბერილი.
ამეთვისტო დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, განავითარებს ინტუიციას და წარმატებებისკენ გიბიძგებთ.
ქრიზოლითი მოგიტანთ წარმატებას, მოიზიდავს იღბალს და დაგანახვებთ ცხოვრებას რეალურად. ასევე, სასიცოცხლო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ბერილის ქვა გაპოვნინებთ გამოსავალს გაუგებარი სიტუაციებიდან, დაგეხმარებათ კარიერასა და პირადი ცხოვრების დასტაბილურებაში.


 



თხის რქა

თილისმის ძალა აქვს და წარმატებების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: მალაქიტი, ობსიდიანი. მალაქიტი დაგიცავთ შეცდომებისა და არასწორი ნაბიჯებისგან, მოიზიდავს თქვენკენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღებას და ხელს მოგიმართავთ ფინანსებში.
ობსიდიანი დაგიცავთ სტრესული სიტუაციებისგან და საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ.


 


 


 


 


მერწყული
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის, წარმატებების მომტანია და თილისმური ძალა აქვს შემდეგ ასტროლოგიურ ქვებს: აკვამარინს, ამეთვისტოს, სარდიონს და ცირკონს.
აკვამარინი დაგეხმარებათ სასიყვარულო პრობლემების მოგვარებაში, მეგობრებთან ურთიერთობებში. ამეთვისტო დაგიცავთ ნეგატიური აზრებისგან, დაგეხმარებათ ფინანსების სწორ მართვაში და მოგანიჭებთ სიმშვიდეს პირად ურთიერთობებში.
სარდიონი დაგიცავთ შეცდომებისგან რჩეულთან. ასევე, ხელს მოგიმართავთ პროფესიულ საქმიანობაში და ფინანსების მოზიდვაში.
ცირკონი კი გაამძაფრებს იღბლიანობასა და ინტუიციას.


 



თევზები

წარმატების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: აკვამარინი, ზურმუხტი, ოპალი და მარგალიტი.
აკვამარინი შეგმატებთ თავდაჯერებულობას, მეოცნებე თევზებს დაანახვებს რეალობას, დაეხმარება ახალი ნაცნობების შეძენასა და ადამიანების უკეთ ამოცნობაში, შეგმატებთ გამბედაობას.
ზურმუხტი აგარიდებთ ჭორებსა და ავ თვალს.
ოპალი დაგეხმარებათ მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებაში. ასევე, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან. მარგალიტი მოიზიდავს თქვენკენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას და დაგეხმარებთ პირადი ცხოვრების მოწყობაში.


 


 

საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს.