როგორ შევარჩიოთ 2016 წლის საახალწლო საჩუქარი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის?

ჰოროსკოპი

19 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

მაიმუნის წელიწადში - 2016 წელს -  კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს რომელი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, რომ მისთვის სასიამოვნო იყოს და ერთგვარი თილისმაც გახდეს? ამაში ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.


ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გახარება თუ გინდათ, აჩუქეთ ლამაზად შეფუთული, ძვირფასი სამკაული, მოდური ტრენდის პარფიუმერია, შალის ნაწარმი - სვიტერი, კაშნე და მასთან ერთად, სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტი. მთავარია, ნივთები იაფფასიანი არ იყოს, რადგან ვერძებს უყვართ ძვირად ღირებული საჩუქრები და მათ დახვეწილი გემოვნება აქვთ. ზოგადად, ვერძებს ძალიან უყვართ თავის მოვლა, ამიტომ, შეგიძლიათ, თამამად შეურჩიოთ თავის მოვლის საშუალებების ნაკრები და ის ნაძვის ხის ქვეშ დაახვედროთ.


 



კურო

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს აუცილებლად შეურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს. შესაძლოა, ეს ძვირფასი ნივთი სულაც არ იყოს, მაგრამ, უბრალოდ, მისი ყიდვა ვერ შეძლო, თუნდაც დროის უქონლობის ან უფულობის გამო. ასევე, კარგია, თუ მის პროფესიულ საქმიანობას გაითვალისწინებთ და შესაბამის ნივთს შეურჩევთ. ეს წელს მისთვის ერთგვარ თილისმურ ძალას შეიძენს და წარმატებების მიღწევაშიც დაეხმარება. აგრეთვე, კარგია მწვანე ან ყავისფერი შარფის, ქურთუკის, საფულის, ჩანთის ან ისეთი სტატუეტის შერჩევა და ყიდვა, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე დადგამს. 



ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პრეტენზიული გემოვნებით გამოირჩევიან. მათთვის საჩუქრის არჩევა ცოტა რთულია. თუ გსურთ მისი გული მოიგოთ, ახალ წელს უსახსოვრეთ მობილური ტელეფონი, დეკორატიული ნივთები, კომპიუტერული საგნები, ძვირფასი, ცნობილი ბრენდის სუნამო, რომელიც ცოტა თინეიჯერულია, ასევე, ორიგინალური სამკაულები, რომელსაც ყოველდღიურად ატარებენ. შეგიძლიათ, შეურჩიოთ საყურე, თმის სამაგრი ან ბეჭედი, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში ატარებს. გირჩევთ, საჩუქარი, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა მიართვათ, სათანადოდ, ლამაზად და ორიგინალურად შეფუთოთ და გრანდიოზულად გადასცეთ მას.



კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ზოგადად, არ არიან პრეტენზიულები, თუმცა დახვეწილი გემოვნება ნამდვილად აქვთ. და, ძალიან უყვართ, როცა მათ საჩუქრებს უკეთებენ. თუ გსურთ ახალი წლის ღამეს მათი გემოვნება დააკმაყოფილოთ და თან მისი ყურადღება და სიყვარული კიდევ უფრო დაიმსახუროთ, მაშინ შეურჩიეთ საყოფაცხოვრებო საგნები, საათი, საფულე, ძვირად ღირებული სასმელი ან ქამარი. მათ არ უყვართ პომპეზურობა, ამიტომ, ახალი წლის ღამეს, შეგიძლიათ, საჩუქარი, უბრალოდ, ბალიშის ქვეშ დაუდოთ.



ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს საახალწლო საჩუქრად შეურჩიეთ დახვეწილი ნივთი, რადგან, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს პრეტენზიული გემოვნება აქვთ და უყვართ მდიდრული საჩუქრები. მაგალითად, შეგიძლიათ, აჩუქოთ ცნობილი ბრენდის მოდური კოსმეტიკური ნაკრები, ლამაზი სამაჯური, სახლის ორიგინალური, დეკორატიული ნივთი, ტყავის აქსესუარები, შარფები ან მაჯის საათი. გაითვალისწინეთ, რასაც მიართმევთ, პრაქტიკული დატვირთვა ჰქონდეს. საჩუქარი წითელ ან ნარინჯისფერ ბრჭყვიალა ქაღალდში უნდა იყოს შეფუთული და ლამაზად გაფორმებული.



ქალწული

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ ძვირფასი და პრაქტიკული საჩუქრები. ამიტომ, მათთვის საჩუქარი მეტი დაკვირვებითა და სერიოზულობით უნდა შეარჩიოთ. კარგად დაფიქრდით, რა გაახარებს მას ყველაზე მეტად, უყიდეთ საჩუქარი არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ გულის მოსაგებად და გასახარებლად. თუ წლის ტენდენციებსა და მბრძანებლის მოთხოვნებს გაითვალისწინებთ, გირჩევთ, ამ კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საახალწლოდ ლამაზი, ტყავისა და ლითონისგან კომბინირებულად შექმნილი სამაჯური, ელექტროსაქონელი, ასევე, ტყავის ჩანთა უყიდოთ  ან სახლში დასადგამი ისეთი ნივთი, რომელსაც ყველა შეამჩნევს.



სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სახლის ნივთებია, ოღონდ ისინი აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ. გირჩევთ, მათ საახალწლოდ უყიდოთ მწვანე ან წითელი ფერის ლუმინაკის ფირმის სამზარეულოს, მინის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარს. ასევე, ფოტოალბომი, ყურსასმენი, სუნამო და ისეთი აქსესუარი, რომელსაც თამამად გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.


 



მორიელი

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის, ახალი წლის საჩუქრად შეარჩიეთ ტექნიკური საშუალებები ან საოჯახო ნივთები. ასევე, კარგი საახალწლო საჩუქარია შალის ნაწარმი, ჭურჭელი, მაჯის საათი, სამაჯური ან დეკორატიული ნივთები. არ არის აუცილებელი, ისინი ძვირად ღირებული იყოს, მთავარი მათთვის ყურადღებაა და ის, რომ ახალ წელს მათ აფასებთ და მათთვის საჩუქრის გაკეთება არ გავიწყდებათ.


 


 



მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს საახალწლოდ უნდა აჩუქოთ ისეთი ნივთი, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებს, მაგალითად - ქამარი, საყურე, ჩანთა, საფულე.
ასევე კარგი საჩუქარია მისთვის ტანსაცმელი, ტყავის ხელთათმანები, შარფი, ქუდი, სააბაზანო კოსმეტიკური საშუალებები. მთავარია, ისინი გემოვნებითა და თვალშისაცემად შეფუთული იყოს და ის პომპეზურად და ორიგინალურად მიართვათ. ეს მას ძალიან გაახარებს და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს.


 



თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საახალწლოდ ისეთი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, რომელსაც სახლში გამოიყენებს - ჭურჭელი, სამზარეულოს მოწყობილობა, ხალათი, პლედი, ორიგინალური სტატუეტები. ასევე, ოთახში დასაკიდი ლამაზი სურათი, ჩანთა, კაშნე ან მოდური ჩასაცმელი. მათთვის მთავარია, რომ ყურადღებას იჩენთ და არა საჩუქრის ღირებულება.


 


 



მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის საახალწლო საჩუქარი ძალიან ფრთხილად და გემოვნებით უნდა შეარჩიოთ. მათ უბრალო და იაფფასიანი საჩუქრებით გაანაწყენებთ. ამიტომ, მათი პრეტენზიული გემოვნება რომ დააკმაყოფილოთ, საახალწლოდ უყიდეთ  ძვირად ღირებული ბიჟუტერია, სათვალე, საათი, სუნამო, ქამარი, საფულე, ტყავის ხელთათმანი ან ძვირფასი ქვებით გაწყობილი, სადა სამკაული. ანუ ისეთი ნივთები, რითაც საზოგადოებაში თავს მოიწონებს და გარშემომყოფთა ყურადღებას მიიპყრობს.


 



თევზები

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სასურველია, საახალწლოდ შეარჩიოთ სახლის გასალამაზებელი ნივთები, ლამაზი სამკაული, დეკორატიული ქოთნის ყვავილები, ღამის ნათურა, სამზარეულოს ორიგინალური დეკორატიული ნივთები. ასევე, მას ძალიან გაახარებთ, თუ ახალ წელს აჩუქებთ თავის მოვლის საშუალებებს, სუნამოს, წითელი ფერის საფულეს, თვლებით მოჭედილ თმის სამაგრს, ჭურჭელსა და ტექნიკას. რომანტიკული ბუნების თევზებს უყვართ, როცა საჩუქარი ლამაზად, თვალშისაცემად და ორიგინალურადაა შეფუთული - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?