თუ საფულეს სწორად შეარჩევთ, 2016 წელს ფულს მოიზიდავთ

ჰოროსკოპი

26 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია. გაინტერესებთ, რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი? მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამას განაპირობებს ფერი, ფორმა, მასალა და ის, რას ინახავთ მასში...


ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის წარმატებებისა და მატერიალური წყაროს გაძლიერების საწინდარია შავი, ყავისფერი, ზოგადად, მიწისა და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი საფულე. საფულეში კი ყოველთვის გქონდეთ ორთეთრიანი სამი ცალი ხურდა ფული. ეს მოიზიდავს ფინანსებს.


 


 



კურო
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა საფულით ყოველთვის უნდა ატაროს გიშრის ქვა, რათა ის დაიცვას შურიანი და ბოროტი ადამიანის თვალისგან და ყოველთვის გარანტირებულად ჰქონდეს ფული. ფერებიდან კი კარგია ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი, წითელი ან ნარინჯისფერი საფულე.


 


 



ტყუპები
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს საფულეში მუდმივად რომ ჰქონდეს ფული, ამისთვის საფულით უნდა ატაროს ჩინური მონეტები. რაც შეეხება საფულის ფერს, კარგია: ღია მწვანე, ბაცი წითელი ან ნარინჯისფერი, ბისერებით გაწყობილი საფულე.


 


 



კირჩხიბი
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა წელს უნდა ატაროს ოქროსფერი, თვლებით გაწყობილი ან მოყვითალო ფერის საფულე, რომელიც აუცილებლად ტევადი უნდა იყოს. სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურებისთვის. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ესე იგი, ამგვარ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი! 


 


 


ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს წელს ფინანსურად მოგებას ჰპირდება შინდისფერი, წითელი, შავი და მწვანე ფერის საფულე, რომელსაც აუცილებელია, ცალ-ცალკე ჰქონდეს ხურდისა და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება. კარგია, თუ საფულეში ჩადებთ ბრინჯის სამ მარცვალს, როგორც მატერიალური დოვლათის სიმბოლოს და მთელი წელი ატარებთ. ასევე, კარგია, თუ საფულეში სულ გექნებათ უცხო ქვეყნის ფულის კუპიურა.


 


ქალწული 
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის 2016 წელს კარგია, მუქი შეფერილობის საფულის ტარება. სასურველია, საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, რადგან ხელოვნურობა თქვენს ცხოვრებაში ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრისმომცემ შემოთავაზებებს გაააქტიურებს. მასში თუ ჩადებთ ერთდოლარიანს და ატარებთ, ეს კიდევ უფრო მოიზიდავს ფინანსებს.


 




სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის აუცილებელია რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული“ საფულე ვერ მოიტანს თქვენთან დიდ ფინანსებს, ამიტომ მოგიწევთ, როგორც ბავშვობაში, „წვრილი ფულით“ დაკმაყოფილდეთ. საფულეში სულ უნდა გქონდეთ ხუთი ერთთეთრიანი მონეტა, რათა უფრო მეტი ფინანსები მოიზიდოთ.


 


 



მორიელი
 
მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის კარგია საფულით ჩინური ამულეტის ტარება, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. ფერებიდან კი მუქი წითელი, ყავისფერი ან შინდისფერი საფულე მოგიტანთ წარმატებებს ფინანსებში. გაითვალისწინეთ, რომ საფულეში ფულის კუპიურები მუდამ სწორად უნდა ჩააწყოთ.


 


 



მშვილდოსანი
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა წელს უნდა ატაროს დიდი ზომის მწვანე საფულე. ხოლო ფინანსებში წარმატებების მომტანი ამულეტია საფულის ჯიბეში ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს აქვს უნარი, საკმაოდ სოლიდური თანხა მოიზიდოს თქვენკენ. 


 


 



თხის რქა
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა 2016 წელს უნდა ატაროს წითელი, მწვანე ან ოქროსფერი საფულე.  ასევე, კარგია, თუკი საფულით ატარებთ სიმბოლურად ერთდოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ თანამოძმეები აქტიურად მოიზიდოს. 


 


 



მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს ნატურალური ტყავისგან დამზადებულ საფულე, რომელიც გაფორმებული იქნება ბრჭყვიალა სირმებით. ფული კი საფულეში იერარქიული პრინციპით უნდა განლაგდეს - ჯერ მსხვილი, შემდეგ კი წვრილი კუპიურები. 
არასოდეს ამოასუფთაოთ პირწმინდად საფულე! დატოვეთ მასში თუნდაც ხურდა ფული. 


 


 


თევზები
თევზების ზოდიაქოს ნიშის ქვეშ დაბადებულებმა წელს უნდა ატაროთ მკვეთრი ფერის, თვალშისაცემი საფულე, რომელშიც ჩადებთ საუკეთესო მეგობრის, მეკვლის ან საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარ რაიმე ნივთს, თუნდაც ხურდა ფულს. ქაღალდის ნებისმიერი კუპიურა კარგად უნდა გაასწოროთ საფულეში მოთავსების წინ. დაჭმუჭნულ-ჩაკუჭულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. აუცილებლად გაათავისუფლეთ საფულე სხვადასხვა ტიპის ხარახურისგან - ფული არ მოდის იმ საფულეში, რომელიც სავსეა ძველი ქვითრებით, ქაღალდზე მიწერილი ტელეფონის ნომრებით და სხვა უსარგებლო ქაღალდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?