ვერძი
როგორც კოლეგებთან, ასევე ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის უმეტეს ნაწილს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაიკავებს. რთულ სიტუაციაში კი მეგობრების რჩვები დაიხმარეთ. კარგი დროა ახალი ნივთების შესაძენად და იმიჯის შესაცვლელად, დიეტის დასაწყებად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. მოგზაურობა ჯობია, დროებით გადადოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას და პირადი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებას.
კურო
მთელი ენერგია მიმართული იქნება შემოსავლის გაზრდისკენ. თავი შეიკავეთ რისკისგან და ეცადეთ, არ აყვეთ ცდუნებებს. შესაძლოა, ზოგმა მეგობარმა გული დაგწყვიტოთ და ეს მათთან კავშირის გაწყვეტის მიზეზიც კი გახდეს. შეეცადეთ, დაამყაროთ კარგი ურთიერთობა უცხოელებთან ან სხვა ქალაქიდან ჩამოსულ ადამიანებთან. სასიყვარულო ურთიერთობებეში კი მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენს რჩეულს თქვენთან არ მოსწყინდეს ან რაიმეზე არ გაგინაწყენდეთ.
ტყუპები
გაგიადვილდებათ შემოქმედებითად მუშაობა. ოჯახის წევრებთან მოსალოდნელია უთანხმოებები. უცხოელებისგან მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ბევრ ხალხთან ურთიერთობას მოერიდეთ. შეიძლება, მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე გახდეთ, რის გამოც ცოტა მეტად დაიღლებით. საყვარელი ადამიანი და საქმიანი პარტნიორები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ თქვენს საქმიანობაზე და კრიტიკულ სიტუაციებში დახმარებას გაგიწევენ.
კირჩხიბი
მოერიდეთ რისკს და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. რეალურად შეაფასეთ მოვლენები და გარემოებები, რათა ადვილად გააკეთოთ არჩევანი და ახალი მიზნები დაისახოთ. გაგიადვილდებათ როგორც პროფესიონალური ცოდნის გაღრმავება, ისე უცხო ენების შესწავლაც. უცხოელებისგან კი შესაძლოა, საჩუქრები მიიღოთ. პირად ურთიერთობებში პრეტენზიები, ჯობია, დროულად განაცხადოთ. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და მოგზაურობებს, რათა არ დაშავდეთ ან ავად არ გახდეთ.
ლომი
ამ პერიოდში გადადებული ნებისმიერი საქმე შემდგომ დიდ პრობლემებს შეგიქმნით. თანამოაზრეების გარეშე ნუ დაიწყებთ რადიკალურ ცვლილებებს, ნურც საქმეებში და ნურც პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, არ გააფუჭოთ ურთირთობა საყვარელ ადამიანთან, მით უმეტეს, თუ ის თქვენი მეუღლეა, რადგან უთანხმოება დიდიხანს გასტანს. ჯანმრთელობის მყარი მდგომარეობის მიუხედავად, კარგი იქნება დიეტის დაწყება ან გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
ქალწული
ბევრ დროს გაატარებთ მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში, რაც არასახარბიელოდ აისახება თქვენს სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებზე. ახალი მეგობრები დაგეხმარებიან შემოქმედებითად თავის გამოვლენაში. ბევრ დროს მოითხოვს სამსახურეობრივი მოვალეობებიც. ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საქმე გადადეთ, რათა არ გაიუარესოთ მატერიალური მდგომარეობაც და ჯანმრთელობაც. კარგი დროა გამოცდების ჩასაბარებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. მოგზაურობა, ჯობია, გადადოთ.
სასწორი
ენერგიისა და განწყობის გაუმჯობესების მიუხედავად, მოქმედებისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არ დაშავდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ შორეული მოგზაურობისას. შესაძლოა მოგიწიოთ ქონებასთან, ბინასთან ან მენმკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. დრო დაუთმეთ წარსულის ანალიზს, რათა გაერკვეთ, თუ რაზე უნდა თქვათ უარი. ახალი სასიყვარულო ურთირთობის დაწყებამდე დაასრულეთ ძველი, რათა გულნატკენი არავინ დარჩეს და არ გიმტრონ.
მორიელი
გათავისუფლდით ფსიქოლოგიური პრობლემებისგან და ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. რომანტიკული ურთიერთობებით ზედმეტად ნუ გაერთობით, რათა ამის გამო საყვარელ ადამიანთან უთანხმოება არ მოგივიდეთ. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ და საქმეები ისე შეასრულოთ, რომ არ გადაიღალოთ. ამით საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით. კარგი დროა ხანმოკლე მოგზაურობებისა და უძრავი ქონების შეძენისთვის.
მშვილდოსანი
შემოსავალს მიიღებთ ადრე დაწყებული ან ახალი საიდუმლო საქმეებისგან. ოჯახში დაძაბულობის შემთხვევაში, ეცადეთ, მოძებნოთ მიზნის მიღწევის კომპრომისული გზები. პრობლემები დაუკავშირდება მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორთან უთანხმოებას, რამაც შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. წარსულის მოგონებები მეტად გულჩათხრობილსა და მოწყენილს გაგხდით. კარგი იქნება, თუ მეგობრებს გაუმხელთ პრობლემებს და დახმარებას სთხოვთ.
თხის რქა
თავს მეტად ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა ახალი საქმის დაწყებას გარკვეული გარემოებები შეუშლის ხელს. საქმეში პრობლემების გამოსასწორებლად რადიკალურ ცვლილებებს ერიდეთ. გაიზრდება კონტაქტების და შეხვედრების რაოდენობა. მოგზაურობა, ჯობია, გადადოთ. ახლობლებისგან მიღებული საჩუქრები გაგახარებთ და შემდგომ საქმიანობის სტიმულს მოგცემთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი ყველა პრობლემას დაგავიწყებთ და რომანტიკულ განწყობას დაგიბრუნებთ.
მერწყული
ეცადეთ, არ აყვეთ გარშემომყოფებს და არ დაკარგოთ კარგი პერსპექტივები. დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება გარკვეულ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მხიარულობისთვის და მეგობრული კავშირების გასამყარებლად. მიუხედავად ამისა, პერიოდულად აუცილებლად დაისვენეთ, რათა ზედმეტმა ემოციებმა არ გადაგღალოთ. სხვა ქალაქში გამგზავრებისას ეცადეთ, არ აღმოჩნდეთ გაუგებარ სიტუაციებში.
თევზები
კარგი დროა გავლენიან პირებთან კავშირის დასამყარებლად. ადრე ჩაფიქრებული იდეების განხორციელებაში ოჯახის წევრები დაგეხმარებიან, ოღონდ ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გქონდეთ წინასწარ გააზრებული. უცხოეთში გამგზავრება, ახალ თანამდებობაზე გადასვლა ან სამსახურის დაწყება ორი კვირით გადადეთ. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა. სირთულეებია მოსალოდნელი საბუთებთან დაკავშირებითაც.